მამაკაცის კოსმეტიკა

მამაკაცის კოსმეტიკა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

მამაკაცთა კოსმეტიკური საშუალებები ,,ამაზონზე
ტრიმერები მამაკაცებისათვის
მამაკაცის ოდეკოლონები

მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი კანი განსხვავდება ქალის კანისაგან. კაცების:

  • კანის ზედა (დერმული) ფენა მნიშვნელოვნად გამძლეა
  • ეპიდერმისი შედგება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული წაგრძელებული უჯრედებისგან
  • კანქვეშა ცხიმოვანი ფენა ნაკლებადაა გამოხატული
  • შემაერთებელი ქსოვილი მკვრივი და მაგარია.

ამის წყალობით ძლიერ სქესს არ ‘’აწუხებს’’ ცელულიტი, გაჭიმვა და დროზე ადრე დაბერება. თუმცა, მამაკაცებს აქვთ მათი არცთუ ისე სასიამოვნო კანის პრობლემები:

  • წვრილი სისხლძარღვების სისუსტე, რაც კანს ანიჭებს არაჯანმრთელ, მოწითალო-იისფერ შეფერილობას;
  • სებორეული დერმატიტი, გამოწვეული მარილების ჰიპერ გამოყოფით
  • ჭარბი ოფლიანობა.

მამაკაცის კანის ეს თავისებურებები გახდა მიზეზი, შექმნილიყო სპეციალური, უშუალოდ მამაკაცის კოსმეტიკა. ქილები, ფლაკონები, კაფსულები რითაც სავსეა ცოლის (მეგობრის) ტუალეტის მაგიდა, მამაკაცს არაფერში ჭირდება. მას ესაჭიროება საკუთარი „კოსმეტიჩკა’’, რომელშიც შედის:

  • სპეციალური გამწმენდი საშუალება მამაკაცისთვის: საპონი, დუშგელი, გამწმენდი სალფეთქი და თმის შამპუნი
  • სახის მოსავლელი საშუალებები: მატონიზირებელი ლოსიონი, დღის დამატენიანებელი კრემი, ღამის მკვებავი კრემი, კრემ-სკრაბი
  • ნაკრები გაპარსვისთვის: გელი, ქაფი, კრემი გაპარსვისთვის, გაპარსვის შემდგომი ლოსიონი და/ან გელი;
    დეოდორანტი, ტუალეტის წყალი/ოდეკოლონი
  • ფეხის მოვლის საშუალებები: სკრაბი, დამატენიანებელი ანტიბაქტერიული კრემი, დეოდორანტი
  • დამცავი საშუალებები: ხელის კრემი, მზისგან დამცავი კრემი, ტუჩის ბალზამი.

უმაღლესი პილოტაჟი 

მამაკაცის კოსმეტიკაკარგი იქნება თუკი მამაკაცის კოსმეტიკური არსენალი შეივსება აბაზანის არომატული მარილებით, ეთერზეთებით, სხეულის სკრაბით და ლოსიონით, მამაკაცის ფრჩხილების დამცავი ლაქით, პარფიუმერული ტალკით, ფეხის ოფლიანობის შესამცირებლად.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სილამაზისა და კოსმეტიკის საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.