კოსმეტიკის საშუალებები

სილამაზისა და კოსმეტიკის საშუალებები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

მაკიაჟის საშუალებები     


კანის მოვლა     

თმის მოვლა

სუნამო/ოდეკოლონი      

ქალი

მამაკაცი

თუ თქვენ იცით, თუ როგორ შეარჩიოთ ფერთა პალიტრა თქვენი სახისათვის, ეს მხოლოდ წარმატების ნახევარია. მაკიაჟის სწორად გაკეთება – ნამდვილი ხელოვნებაა.
სწორი  და კარგი მაკიაჟით ნებისმიერ ქალს შეუძლია შეცვალოს საკუთარი გარეგნობა, დაფაროს ნაკლოვანებები და  წარმოაჩინოს გარეგნობის უპირატესობები.
სანამ მაკიაჟის კეთებას დაიწყებთ, გაიწმინდეთ სახე მსუბუქი გასაწმენდი საშუალებით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტუშის და თვალის ფანქრის ნარჩენებს.
ქუთუთოებზე წაისვით მდგრადი ტონალური ფუძე (არ წარმოადგენს აუცილებლობას).
იგი გაათანაბრებს კანს და წარმოადგენს ერთგვარ ბაზას მაკიაჟისთვის.
თუ გადაწყვეტთ ტონალური ფუძის გამოყენებას, წაისვით ის მთლიან ქუთუთოზე წარბებამდე.
რა თქმა უნდა, აუცილებელია სახისა და სხეულის ყურადღებით მოვლა, მაგრამ თვალის ირგვლივ კანს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.
თვალის ირგვლივი კანი დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო თხელია ვიდრე სახის კანის დანარჩენი ნაწილი.
ეს ნიშნავს, რომ ის შეიცავს მცირე რაოდენობის კოლაგენს და უპირატესად მიმართულის დაჭიმვისა და ნაოჭების წარმოქმნისაკენ.
ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ ასეთმა პატარა დეტალმა, როგორიცაა კანის ირგვლივი ნაოჭი, გამოავლინოს თქვენი ასაკი, ახლავე დაიწყეთ მასზე ზრუნვა.

ტუჩსაცხის  შერჩევა

– მუქი ფერის კანის მქონე ქალბატონებს ტრადიციულად  მსუყე, მუქი ფერები შეეფერებათ.
– ღია ფერის კანს შედარებით ნათელი, კარემელის შეფერილობის ტონები შეეფერება.
– აირჩიეთ დამატენიანებელი ტუჩსაცხი – იგი ფერის მიმნიჭებელ პიგმენტებთან ერთად  შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კვებავენ თქვენი ტუჩის ნაზ კანს.
– მდგრადი ტუჩსაცხი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისვის გამოიყენეთ – იგი ძლიერ აშრობს ტუჩებს.
– თუ ”სველი ტუჩების” ეფექტის მიღება გსურთ, გამოიყენეთ ტუჩის გელი, თუმცა გახსოვდეთ, იგი ისეთი მდგრადი როდია, როგორც ტუჩსაცხი, ამიტომ პერიოდულად მისი დამატება მოგიწევთ.

ერთი შეხედვით შესაძლოა, თქვენი თმა ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ შეიძლება მრავალი პრობლემა გქონდეთ მოსაგვარებელი – დარღვეულია თმის სტრუქტურა, გაყოფილია თმის ბოლოები, თმა მშრალი და მტვრევადია, დაკარგული აქვს ტენიანობა და დრეკადობა და ა. შ.
ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ეკოლოგია, კვება, ხისტი წყლის ზემოქმედება, ზაფხულში მზის მცხუნვარე სხივების, ხოლო ზამთარში ყინვის მავნე გავლენა.
ასევე არასწორად შერჩეული შამპუნი ან ბალზამი, სავარცხელი, ფენის ტემპერატურა, – ანუ ყველა ის პროცედურა, რაც თმასთან არის დაკავშირებული.
თუკი თქვენ უკევე იცით რომელი არომატი გჭირდებათ, მაღაზიაში მისი შერჩევა არ ისე ადვილია ვარიანტების სიუხვის გამო. როგორც წესი, გამყიდველ-კონსულტანტი გთავაზობთ სურნელის შეფასებას ფლაკონი-ტესტერიდან სპეციალურ ქაღალდის ფირფიტაზე დაწვეთებით.
საქმე იმაშია, რომ პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მაცდურია: პარფიუმების უმრავლესობას გააჩნია არომატის ე.წ მაღალი, საშუალო და დაბალი ნოტები.
პირველი შესუნთქვისას შეუძლებელია ნამდვილი სურნელის გაგება – ის აუცილებლად შეიცვლება აქროლადი ნივთიერების აორთქლების შემდეგ. ამიტომ არ იჩქაროთ.
თან წამოიღეთ საცდელი ფირფიტები და საათნახევრის შემდეგ შეისუნთქეთ, რომ გაიგოთ როგორია ღრმა არომატი.
უფრო კარგია სუნამოს მაჯაზე დაპკურება: კანის რეაქცია შეგვიქმნის უფრო ზუსტ წარმოდგენას.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი


♦ ქვემოთ გთავაზობთ პორტალზე www.medgeo.net – სილამაზე, კოსმეტიკა