მაკიაჟის ფუნჯები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ფუნჯები მაკიაჟისათვის და მათი გამოყენება

1. ფუნჯი პუდრისათვის. ამ ფუნჯის მეშვეობით შეიძლება დაიდოთ ფხვიერი პუდრი ან ბრონზერი თხელი ფენით. ნიღბის ეფექტის გარეშე. იდეალურია ნატურალური ხაო.
2. ფუნჯი დუოფიბრა – მისი გამოყენებით მოსახერხებელია დაიდოთ ნებისმიერი ვუალემაგვარი საშუალეები, ტონალური კრემი, შიმერი, ბრონზატორები. ფუნჯი თანაბრად ანაწილებს საშუალებას, ფენა გამოდის სწორი და თხელი.
3. ფუნჯი ფერისათვის- იდეალურია კონტურისათვის და ღაწვისათვის.
4. ფუნჯი ტონალური საცხისათვის (თხევადი კორექტორებისათვის) – საშუალება იდება უფრო მკვრივი ფენით.
5. ფუნჯი ფერისათვის – შეიძლება აგრეთვე გამოყენება სახის კონტურული კორექციისათის.
6. დიდი ბრტყელი ფუნჯი Lange Pluff – შეიძლება გამოვიყენოთ ბაზისური ფენის დასადებად მთელ ქუთუთოზე წარბამდე. შეიძლება გამოვიყენოთ ფუძის დასადებად.
7. გუმბათოვანი ფუნჯი ფერების გასავრცელებლად. იძლევა საშუალებას მივაღწიოთ ფერების რბილ გადასვლებს. იდეალურია ნატურალური ხაო.
8. მოცელილი ფუნჯი ჩრდილებისათვის. იდეალურია ფერების დასადებად ქუთუთის ნაკეცში და თვალების კუთხეებში.
9. ბრტყელი ნეილონის ფუნჯი -თავისი ფორმის გამო, იდეალურად მიესადაგება სუპერ-წვრილი ხაზების ხატვისათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მშრალ, ასევე თხევად და კრემისმაგვარ ტექსტურებზე. იდეალურია ხელოვნური ხაო.
10. ფუნჯი ჩრდილებისათვის მოკლე ხაოთი. მოგეხმარებათ შექმნათ იდეალური smoken eyes. ის გამოიყენება ჩრდილების დასადებად და გასავრცელებლად წამწამების ხაზის გასწვრივ.
11. ბრტყელი გუმბათისმაგვარი ფუნჯი ჩრდილებისათვის. ფუნჯი შეიძლება იყოს გამოყენებული მონაცრისფრო მაკიაჟის შესაქმნელად ან ტუშით მოხატვისათვის. იდეალურია ნატურალური ხაო.
12. პატარა ბრტყელი ფუნჯი ჩრდილებისათვის. იძლევა საშუალებას დაიდოს კლასიკური ჩრდილის მკვრივი ფენა მოძრავ ქუთუთოზე. იდეალურია ნატურალური თმა.
13. ფუნჯი-ფანქარი. დანიშნულება მკვეთრი ხაზების დახატვა, ჩრდილების დადება ქვედა ქუთუთოზე.  იდეალურია ნატურალური თმა.
14. ფუნჯი- კორექტორისათვის – ეხმარება დაიმალოს „შავი სიმგვრალეეები“ თვალებს ქვეშ, პატარა, წვრილი აკნე, შეწითლება ცხვირზე.
15. პატარა მოცელილი ფუნჯი. ეხმარება წარბების ფორმირებაში. იდეალურია ხელოვნური თმა.
16. ფუნჯი დეტალებისათვის. თავისი პატარა ზომებიდან გამომდინარე, ეხმარება მაღალი სიზუსტის დაცვას მაკიაჟის ფუნჯებითვალის მაკიაჟის დროს. შეესაბამება როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტექსტურებისათვის.
17. ჯაგრისი წარბებისა და წამწამებისათვის.
18. ფუნჯი მოხატვისათვის.
კარგად ხატავს წამწამის ისრებს ნებისმიერი მოხატვით. კარგია წამწამის ბოლოს მოსახატად. იდეალურია ხელოვნური ხაო.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სილამაზისა და კოსმეტიკის საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.