კოსმეტოლოგის 10 რჩევა ალერგიულ ადამიანებს

კოსმეტოლოგის რჩევები ალერგიულ ადამიანებს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

კოსმეტიკის განყოფილება ,,ამაზონზე”
ჰიპოალერგიული კოსმეტიკა

რჩევები

1. დაუტოვეთ პროფესიონალური კოსმეტიკა პროფესიონალებს. მათში შემავალი ნივთიერებები ბევრად უფრო აგრესიული და აქტიურია, ამიტომაც მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ სპეცილისტის მეთვალყურეობით და ისიც იშვიათად;
2. მაღალი კონცენტრაციის გამო, თავი შეიკავეთ ზედმეტად მკაფიო ფერის და მძაფრი სუნის, ასევე მდგრადი კოსმეტიკური საშუალებების ხმარებისაგან;
3. არ შეიძინოთ წინასწარი ტესტირების გარეშე ახალი კოსმეტიკური ხაზის პროდუქცია. ამისათვის ტანის მოსავლელი კოსმეტიკური საშუალება წაისვით იდაყვის სახსრის ნაკეცში, ხოლო სახისა – ყურის უკან. სამწუხაროდ ტუჩის საცხისა და თვალის ტუშისათვის ეს არ გამოდგება, ამიტომაც უმჯობესია, თავიდან მხოლოდ მათი მცირე ზომის (საცდელი) ვარიანტი შეიძინოთ.
4. ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ პროდუქციას. ასევე დაუნანებლად დაემშვიდობეთ იმ ვადიან პროდუქტს, რომელსაც შეცვლილი აქვს ფერი ან სუნი ან კონსისტენცია.
5. ნუ ამოიღებთ კრემს ქილიდან ხელით, უმჯობესია ერთჯერადი ბამბის ტამპონით ისარგებლოთ;
6. შეეცადეთ, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ფირმის კოსმეტიკა იხმაროთ. სხვადასხვა შემადგენელი ქიმიური ნივთიერებების შერევას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვეს;
7. ეცადეთ, არ იხმაროთ სპირტის მაღალი შემცველობის მქონე საშუალებები.
ისინი იწვევენ სახის გამოშრობას, გაღიზიანებას და აადვილებენ ალერგენების ორგანიზმში შეღწევას;

8. ზოგიერთ სუნამოს შეუძლია ფოტომგრძნობელობის მომატება, ამიტომაც არ არის სასურველი სუნამოს ხმარება ზღვის სანაპიროზე ან სოლარიუმში გარუჯვის წინ;
9. სხეულის მოსავლელად გათვალისწინებული კოსმეტიკის სახეზე ხმარება, მით უმეტეს ქუთუთოს შიდა კიდეზე წასმა, დაუშვებელია.
წამწამების შეღებვისას უმჯობესია, არ შეეხოთ წამწამის ძირს და შეღებოთ მხოლოდ მისი 2/3;

10. დაკვირვებით წაიკითხეთ ეტიკეტები: მაგ. მარცვლეულზე ალერგიის შემთხვევაში არ შეიძლება სახამებლის შემცველი პუდრის ან იმ კრემის ხმარება, რომელიც შეიცავს ჯეჯილისაგან გამონაწვლილს, ასევე ნიკელზე ალერგიის დროს იმ ფრჩხილის ლაქის ხმარება, რომლის ბოთლშიც მოთავსებულია ლაქის ასარევი ბურთულა.
და, რაც მთავარია, თუკი მაინც დაგემართათ ალერგია კოსმეტიკურ საშუალებაზე, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, და არა გამყიდველ-კონსულტანტს.
თუკი თქვენ ალერგია გემართებათ კოსმეტიკური პროდუციის უმრავლესობაზე, აუცილებლად უნდა ესტუმროთ იმუნოლოგ-ალერგოლოგის კაბინეტს, ვინაიდან პრობლემა თქვენშია და არა კოსმეტიკაში.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სილამაზისა და კოსმეტიკის საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

კოსმეტოლოგის რჩევები ალერგიულ ადამიანებს