ჭორფლი და პიგმენტური ლაქები (ხლოაზმები)

პიგმენტური ლაქები კანის ყველაზე უფრო ხშირად გავრცელებული კოსმეტიკური  დეფექტია. ჭორფლი ჩნდება ადრე, ჩვეულებრივ 4-6 წლის ასაკში.
მოგვიანებით მათი გაჩენა და შეფერილობის გაძლიერება ხდება მზის სხივებით. ჭორფლი აღენიშნება ძირითადად ქერა და წითურთმიან ხალხს.


თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის

პიგმენტური ლაქებიექიმი ნონი თურმანიძე გვირჩევს: ”მზის აბაზანების მიღების შემდეგ, პროფილაქტიკისათვის თხლად წავისვათ ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის”.
”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საუკუნეებით გამოცდილი, ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი საშუალებაა”.
ექიმი  ნონი თურმანიძე ბრძანებს, ციტატის დასაწყისი: ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საგრძნობლად ამცირებს გარუჯვითა და მზის დამწვრობით გამოწვეულ დისკომფორტს.  მალამოს თითოეული ბუნებრივი ინგრედიენტი აგრეთვე სასარგებლოა კანის მოვლისათვის და ხელს უწყობს სასურველი კოსმეტიკური ეფექტის მიღებას. ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” მრავალი საუკუნეა გამოიყენება და არ გამოვლენილა  გვერდითი მოვლენები და ალერგიული  რეაქციები. ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” არაა რუჯის (ზაგარის) მისაღები საშუალება, მაგრამ რუჯის მიღების პირველივე დღეებში, სასურველია, მზის აბაზანების შემდგომ იგი პროფილაქტიკისათვის თხლად წაისვათ. მსუბუქი დამწვრობის შემთხვევაში კი, იმკურნალოთ ამ პრეპარატით”  – ციტატის დასასრული. თუკი შვებულების გატარება გადაწყვიტეთ ზღვაზე, და ცხადია, გარუჯვასაც აპირებთ, ტურისტულ აფთიაქში არ დაგავიწყდეთ ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის“.

პიგმენტური ლაქების არსებობისას აუცილებელია განსაკუთრებული მოვლა მარტიდან სექტემბრამდე. გაზაფხულის მზის პირველი სხივები იწვევენ სახეზე ჭორფლის უფრო ინტენსიურ გამოჩენას, ამიტომ მათი პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოთ  ადრეულ გაზაფხულზე, უფრო ინტენსიური შეფერილობის გამოჩენამდე, ან მანამ სანამ ისინი შესამჩნევი გახდებიან სახეზე.


ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ ზღვაზე დასვენებისას. დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია, მიმდინარე ფასდაკლებებით.  ♦ შეგახსენებთ: როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”


ჭორფლის მოცილების ყველაზე პოპულარულ საშუალებად  დღესდღეისობით ითვლება კანის აქერცვლა. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ჭორფლის მოსაცილებლად  მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება, გირჩევთ გაიტვალისწინოთ შემდეგი:

  1. აუცილებელია ექიმ კოსმეტოლოგის დასკვნა, მოცემულ შემთხვევაში  ამ პროცედურის მიზანშეწონილობის შესახებ.
  2. ყოვლად დაუშვებელია ამ მეთოდის გამოყენება ჰირსუტიზმისა (ჭარბთმიანობა) და ზედაპირული სისხლძარღვების დროს.

ჭორფლის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები

კანის ამ დეფექტთან ბრძოლა იძლევა მხოლოდ დროებით გაუმჯობესებას, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა მივაქციოთ. კანის მოვლის სპეციალური ღონისძიებები ჭორფლისა და პიგმენტაციის წარმოშობამდე უნდა ჩავიტაროთ. ამ მიზნით რეკომენდებულია საყოველთაოდ მიღებული დოზებით მიიღონ ასკორბინის, ან ნიკოტინის მჟავა. ეს უკანასკნელი ფლობს უნარს  შეასუსტოს კანის მგრძნობელობა მზის სხივებისადმი.
ასკორბინის მჟავა, ან ვიტამინი c, თუ არ არის მისი საკმაო ოდენობით ნატურალური სახით საკვებთან ერთად მიღების შესაძლებლობა, უნდა მიიღონ 1- 1.5 გ  3-ჯერ დღეში, ჭამამდე, ყოველდღიურად 2-3 კვირის მანძილზე. განსაკუთრებით მარტიდან უნდა გამოიყენონ საკუვები, რომელიც C ვიტამინს შეიცავს (მჟავე კომბოსტო, ასკილის ჩაი, ვაშლი, ლიმონი, გრეიფრუტი, მწვანე ხახვი და ა.შ
)

პროფილაქტიკური მოვლა დაიწყება  სახის  და ყელის  კანის გაწმენდით. ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური კანის გაწმენდა კარგია მჟავე რძით. სწორედ რძის მჟავა იძლევა დასაწყისში, ჯერ კიდევ სუსტად გამოხატულ ჭორფლისას, კარგ ეფექტს. მას აქვს თვისება გაათეთროს კანი. იგი შეიძლება შეიცვალოს  2-3 % იანი ლიმონის მჟავით (ნახევარ ჭიქა გამოხდილ წყალზე 2-3 გ ლიმონის მჟავა). ყოველგვარი კანისთვის (მშრალი ნაკლებად) კარგია მკვებავის წასმამდე  საღამოს და დილით  დავფაროთ ლიმონის   წვენით. იგი უხსოვარი დროიდან ითვლებოდა კანის გათეთრების ბუნებრივ და ეფექტურ  საშუალებად. წვენი მსუბუქად შეიზილეთ კანზე (მშრალი კანისას ლიმონის წვენით იფარება მხოლოდ ჭორფლიანი ადგილი) შემდგომ ლიმონის წვენი არ ჩამოიბანოთ ისე,გადაისვით მკვებავი.ლიმონის წვენის გარდა შეგვიძლია გამოვიყენოთ გრეიფრუტის წვენი (კანისთვის ყველაზე სასარგებლოა) ხახვის წვენი, მჟავე კომბოსტოს წვენი, ძმრის და ლიმონის წვენის ნარევი წყალთან თანაბარი ოდენობით. ასევე წითელი მოცხარის წვენის გამოყენებაც შეგიძლიათ, რომელიც სავსებით ცვლის ლიმონის წვენს, ოხრახუშის ძირებისა და ფოთლების ნაყენი, ან მისი წვენი, კეფირი, ბაბუაწვერას ყვავილების ნაყენი.
კანის გაწმენდის შემდეგ კარგია წაისვათ  ხაჭოსთან შერეული მჟავე რძის ნიღაბი 10-15 წუთით გაიჩერეთ (ცხიმიანი კანის შემთხვევაში ნიღბის წასმამდე ლიმონის წვენი წაისვით) ნიღაბი მოიშორეთ სველი ბამბის ტამპონით და ჯერ კიდევ სველ კანზე წაისვით მკვებავი. ჭორფლიანი კანის გასაწმენდად კარგია ასევე  2 ჩ.ჭ ვარდის წყალში გახსნილი    0.5  ჩ.კ.  ნიშადურის სპირტით სახის გაწმენდა.

პიგენტური ლაქები

პიგმენტური ლაქები (ხლოაზმები) მეტად გავრცელებული  კანის დეფექტია. ისინი წარმოადგენენ  სხვადასხვა ფორმისა და  ზომის , მუქი ყვითელი ფერის, ან ყავისფერ ჩვეულებრივი კანისაგან მკვეთრად გამორჩეულ  ლაქებს. გვხვდებიან სახეზე, კისერზე, ხელებზე, გულმკერდზე. ზამთარში ისინი შედარებით ბაცია,ზაფხულში კი მუქდებიან.
პიგმენტური ლაქების გაჩენა დაკავშირებულია რიგ პათოლოგიებთან, ესენია:  კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, ჰიპოვიტამინოზის პათოლოგიები, ასევე ორსულობა.

პიგმენტური ლაქების მოვლა

პიგმენტური ლაქებიასეთი სერიოზული კოსმეტიკური ნაკლის დროს აუცილებელია  კოსმეტოლოგთან, ან დერმატოლოგთან ვიზიტი, მათ უნდა დაადგინონ ლაქების წარმოშობის მიზეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანის გადაქერცვლას ხანმოკლე შედეგი ექნება. აუცილებელია ასეთ დროს კანი დავიცვათ მზისგან.
პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ  იგივე მეთოდებსა და  საშუალებებს იყენებენ, რასაც ჭორფლის დროს, მაგრამ ყოველგვარი საშუალებების მოქმედება არაეფექტურია, თუ იმ ძირითად დაავადებას არ ვუმკურნალებთ, რომელიც პიგმენტური ლაქების წარმოშობის მიზეზია.
ამრიგად უნდა მივმართოთ ექიმს ძირითადი დაავადების დადგენისა და მკურნალობის მიზნით. რაც შეეხება ორსულობის დროს  წარმოქმნილ  ლაქებს, იგი მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაქრება.
კოსმეტოლოგი მარინა ცომაია.


  • მოგზაურობის, დასვენებისა და  პლიაჟისათვის საჭირო ნივთების ყველაზე დიდი მაღაზია ,,ამაზონზეა”.
  • ამაზონზე ხარისხის ამაზონისეული გარანტია! დროული მოწოდება!
  • ყიდვისას, ამაზონზე გადადით წინამდებარე გვერდის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში თქვენს ეკრანზე გამოსხივდება ფასები რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ. ზოგჯერ 60 %-საც.
  • მოგზაურობის, დასვენებისა და პლიაჟისათვის საჭირო ნივთების შესახებ ქართულ ინტერნეტში ათეულობით ფეის-ჯგუფი მუშაობს. იხილეთ მათი სია  აქ >>.  ქვემოთ, სიიდან ის პროდუქცია, რომელიც ამაზონს საქართველოდან მიეწოდება, ჩალინკულია ფეის-ჯგუფებზე, რადგან ჯგუფებში შეძენა უფრო რენტაბელურია.
  1. ავტორუჯი
  2. ბიკინები
  3. ზეთები და ლოსიონები რუჯისათვის
  4. კანის დაცვა მზისაგანმოგზაურობა,  დასვენება,  პლიაჟი
  5. მაზები, შესაზელი საშუალებები მწერების ნაკბენის დროს
  6. მამაკაცის საზღვაო შორტები
  7. მამაკაცის სანდლები
  8. მამაკაცის საცურაო შორტები
  9. მამაკაცის საცურაო შორტები
  10. მამაკაცის საცურაო შორტი
  11. მამაკაცის სპორტული შორტი
  12. მამაკაცის შორტი სირბილისთვის
  13. მამაკაცის ჯიბეებიანი შორტი
  14. მაღალი ხარისხის გასაბერი აუზები
  15. მზისგან  დამცავი სპრეი
  16. მზისგან დამცავი კრემები
  17. მზისგან დამცავი სათვალეები
  18. მზისგან დამცავი სათვალეები
  19. მზისგან დაცვის საშუალებები ბავშვებისათვის
  20. ნაჭრის ქუდები
  21. რეპელენტები
  22. რუჯის მისაღები კრემები მამაკაცებისათვის
  23. რუჯის მისაღები კრემები ფეხებისათვის
  24. საზღვაო დასაფენები
  25. საზღვაო პირსახოცები
  26. საზღვაო სკამები
  27. საზღვაო ქოლგები
  28. საზღვაო ჩანთები
  29. სამაჯური-რეპელენტი
  30. სარონგები
  31. საშუალებები მწერების ნაკბენის დროს
  32. საშუალებები მწერის ნაკბენის დროს ბავშვებისათვის
  33. საცურაო რგოლები ბავშვებისათვის
  34. საცურაო ქუდები
  35. სახის მზისგან დამცავი კრემები
  36. ტანის ავტორუჯი
  37. ტკივილის მოსახსნელი საშუალებები მწერის ნაკბენის დროს
  38. ტუჩის მზისგან დამცავი კრემები
  39. ქავილისა და გამონაყრის მოსახსნელი საშუალებები კოღოს ნაკბენის დროს
  40. ქალის საზღვაო შორტები
  41. ქალის სანდლები
  42. ქალის საცურაო კოსტიუმები
  43. ყურის დამცავი საცობები
  44. ჩალის ქუდების
  45. წყლის სათვალეები
  46. ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო საშუალებები

 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
1. როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
2. როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
3.„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
4.კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
მოგზაურობა, დასვენება, პლიაჟი / საიტების კატალოგი

 გადასვლა >>  1. კოსმეტოლოგია 2. საზაფხულო პოსტები