როგორ შევიღებოთ ფრჩხილები

როგორ შევიღებოთ ფრჩხილები აკურატულად

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

იდეალური მანიკურისთვის საკმარისი არ არის ლაქის თანაბრად წასმა ფრჩხილებზე.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი წინასწარი დამუშავება: ნუნების მოშორება, ფრხილების ერთ ზომაზე დაჭრა, დასუფთავება, ზედმეტი წანაზარდებისაგან გათავისუფლება.
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ლაქის წასმაზე ფიქრი.

როგორ გავიკეთოთ დეკორატიული დაფერვა სწორად 

ლამაზი მანიკურის გაკეთება ძვირადღირებული სალონის პროცედურების გარეშე, სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.
მოდით განვიხილოთ ყველა ეტაპი:

1 ეტაპი. ფრჩხილებზე წავისვათ გამჭვირვალე ფუძე

გამჭვირვალე ფუძე არამარტო ასწორებს ფრჩხილის უსწორმასწორო ზედაპირს, ასევე იცავს მას  ფრჩხილის ლაქის მავნე, აგრესიული კომპონენტებისაგან.
ფუძედ შეიძლება გამოვიყენოთ გამჭვირვალე ლაქი ან საშუალება ფრჩხილების გასამაგრებელი სერიიდან..

2 ეტაპი. წავისვათ ფერადი ლაქი.

სანამ უშუალოდ წასმის პროცესს შეუდგებით, მოიმზადეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია დაგჭირდეთ წასმისას:

  • ბამბის ჩხირები;
  • ბამბის რგოლი;
  • ლაქის მოსაშორებელი საშუალება.

მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყეთ პირველი ფენის წასმა. თუმცა ყველა წესის დაცვით ფრჩხილების შეღებვა ყველა ქალბატონმა როდი იცის. ამიტომ, მაქსიმალურად შევეცდებით დაწვრილებით აგიხსნათ ყველა ნიუანსი.
ლაქის წასმა დაიწყეთ ფრჩხილის შუა ნაწილიდან, ნუნიდან ფრჩხილის ბოლომდე ერთი მკვეთრი მოძრაობით. შემდეგ რამოდენიმე შეხებით წაისვით ლაქი ფრჩხილის დარჩენილ ნაწილებზე, როგორც ნაჩვენებია სურათზე.
ა) მეორე ფენის წასმით შეგვიძლია წინა შეცდომების გამოსწორება.

ბ) მეორე ფენა მხოლოდ მას შემდეგ წაისვით, რაც წინა ფენა ბოლომდე გაშრება.
გ) დაიმახსოვრეთ, ლაქის ერთი ფენა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლაქი ძალიან სქელია.

3 ეტაპი. წავისვათ დამცავი საშუალება

ეს ეტაპი აუცილებელი არ არის.
დამცავი ფენის არაერთი  უპირატესობის მიუხედავად (მბრწყინავი ზედაპირი, ლაქის მდგრადობა), იგი რიგით მე-3-4  ფენა გამოდის და მისი გაშრობა  ხანმოკლე პროცესი როდია..

ლაქის წასმის ნიუანსები და საიდუმლოებები

  1. ფრჩხილების აკურატულად და ლამაზად შესაღებად, პირველ რიგში დაიბანეთ ხელები საპნით.;
  2. შეარჩიეთ კარგად განათებული და ხელების დასადებად მოსახერხებელი ადგილი.  გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი ლაქი. ყურადღება მიაქციეთ მათი გამოყენების ვადას.
  3. გახსნამდე ფლაკონი ხელისგულებით გაათბეთ და შეანჯღრიეთ.
  4. მოკლე ფრჩხილებზე უფრო ადვილია წასასმელად თხელი კონსისტენციის ლაქი. გასქელებულ ლაქს შეიძლება დაუმატოთ გამხსნელი.
  5. ფუნჯს ლაქი ზომიერად ამოაყოლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მანიკური აკურატული არ გამოვა.

მოკლე ფრჩხილების შეღებვა

სწორად მოკლე ფრჩხილების შეღებვა  იოლი როდია.
არ გამოიყენოთ ჩასქელებული ლაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ აცდებით ფრჩხილის გარშემო კანის დასვრას. სასურველია თავი შეიკავოთ მკვეთრი ფერებისგან და უპირატესობა მიანიჭოთ პასტელურ და მოვარდისფრო ტონებს.

მოკლე ფრჩხილებზე ლაქი წაისვით ფუნჯზე მციე რაოდენობის ლაქის ამოღებით.

  1. თანმიმდევრობა ისეთივე დაიცავით, როგორც ზემოთ ავღწერეთ.
  2. დაიმახსოვრეთ, ფრჩხლის კიდეებს თუ შეუღებავს დაიტოვებთ, მისი სიგრძე ვიზუალურად გაიზრდება.
  3.  ეცადეთ ლაქი ნუნებზე არ მოგეცხოთ, ამის გამოსწორება მარტივი არ იქნება.

გრძელი ფრჩხილების შეღებვა

გრძელი ფრჩხილების შეღებვა ბევრად იოლია. ამასთანავე გრძელ ფრჩხილებს ნებისმიერი  ფერის ლაქი უხდება. მთავარია, ლაქის წასმამდე სათანადოდ გაიკეთოთ მანიკური.
მივყვეთ პროცესს ეტაპობრივად:

  1. გაათბეთ ხელისგულებით ლაქის ფლაკონი-ლაქი ერთგვაროვანი  კონსისტენციის გახდება და ფრჩხილზე თანაბრად წაესმევა.
  2. ლაქის წასმა დაიწყეთ ნეკა თითიდან, ხელი მოხერხებულად დადეთ მაგიდის კიდეზე, სასურველია სინათლის წყარო იმყოფებოდეს მარცხნიდან 
    ფუნჯი ბოლომდე ჩადეთ ფლაკონში, შემდეგ მოაშორეთ ზედმეტი ლაქი ფლაკონის კიდეზე გასმით.
  3. თუ ლაქი არ გეყოთ, დაიმატეთ ის ფლაკონიდან თუ ზედმეტი მოგივიადათ, ფრთხილად მოიშორეთ ფუნჯის დახმარებით.
  4. დაიცადეთ სანამ ლაქი გაშრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაისვით მეორე  ფენა.
  5. ბოლოსთვის სასურველია  გადაისვათ ლაქის დასამაგრებელი საშუალება.

დეკორატიული დაფერვის სხვადასხვა სახეობები

თუ მრავალფეროვნება გსურთ და დეკორატიული მხატვრობისთვის დრო არ გაქვთ, გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო იდეას, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებული ხიბლი შემატოს თქვენს იერს.

ვარიაციები ფრანგული მანიკურის თემაზე

თუ ტრადიციული ”ფრენჩი’ მოგბეზრდათ, შეიძლება უფრო ორიგინალური ვარიაციების მოფიქრება კონტრასტული ფერების შეხამებით.
ღია ტონი სასურველია გამოვიყენოთ ფუძედ, ხოლო მუქი ფერი წავისვათ ფრჩხილის კიდეზე.
ფრჩხილის კიდეზე დასატანად უნივერსალურად ითვლება თეთრი ფერი, რომელიც ნებისმიერ ფერს მოუხდება.
ზაფხულისთვის კი შეიძლება გამოიყენოთ ფერთა ნებსიმერი კომბინაცია.
ყველაზე წარმატებული ფერთაშეხამებად შეიძლება ჩაითვალოს: იისფერი-სალათისფერი, წითელი-მალაქიტისფერი, რუხი-ყვითელი.

როგორ შევიღებოთ ფრჩხილები ორ ფერში

ამის გაკეთება სხვადსხვაგვარად შეიძლება. შესაძლებელია ფერთა სხვადასხვა შეხამება, მთავარია თქვენს მიერ არჩეული ფერთა გამა თქვენს განწყობას, ტანსაცმელს და მაკიაჟს შეესაბამებოდეს.
ამგვარი მანიკურის თავისებურებანი:

  • ფერის და ფაქტურის ჰარმონიული შეხამება.
  • განსახვავებული ფერით არათითის და შუათითის გამოყოფა ან თანმიმდევრბითი გადასვალ ერთი ფერიდან მეორეზე.
  • სასურველია ლაქები ერთი ბრენდის შეარჩიოთ.

ფერთა შეხამების წესები:

  • მონოქრომული-ერთი ფერის სხვადასხვა ტონის შეხამება.. ასეთი შეხამება სადაა და ფერთა შერჩევა მარტივია.
    საინტერესოა ფერთა შემდეგი შეხამება: ლურჯი-ცისფერი, ყავისფერი-ნარინჯისფერი, მუქი მწვანე-სალათისფერი.
  • მონათესავე ფერთა შეხამება -უფრო საინტერესოდ გამოიყურება ვიდრე მონოქრომული. ასეთებია: წითელი-ნარინჯისფერი, ყვითელი-მწვანე, ლურჯი-იისფერი და სხვ.
  • კონტრასტებზე თამაში.  საპირისპირო ფერთა შეხამება ბევრად მკვეთრი და მიმზიდველია. მაგალითად: ყვითელი-იისფერი, ნარინჯისფერი-ლურჯი.

როგორ წავისვათ ორი ფერის ლაქი სწორად?

  1. აირჩიეთ ორი ფერი. ერთერთი წაისვით მთლიან ფრჩხილზე (რომელიც ფუძედ მოიაზრება) ფრჩხილის გარშემო კანზე წაისვით ცხიმიანი კრემი.
  2. ღრუბლით ან აპლიკატორით  გადაიტანეთ მეორე ფერი ფუძეზე.
  3. ლაქის მოსაშორებელ სითხეში დასველებული  ჩხირით გაისწორეთ ლაქი ნუნების გასწვრივ.
  4. გადაისვით დამცავი ფენა.

ფერადი ფრჩხილები 

ქალის ცვალებადი ბუნებას ყველაზე უკეთ კრეატიული მაკიაჟი ან მანიკური ამჟღავნებს.
მთავარი პირობა-ლაქის ფერები ქალის გარდერობსა და მის სტილს უნდა შეესაბამებოდეს. სხვადასხვა ფრად ფრჩხილების  შეღებვა საკმაოდ თამამი ექსპერიმენტია.
ამის გაკეთება სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი. განვიხილოთ ყველაზე უფრო გავრცელებული ვარიანტები.

გრადიენტული მანიკური

ამ შემთხვევაში ლაქის ფერები ერთ ფერთა გამას უნდა ეკუთვნოდეს. პრინციპი მარტივია: ყველ ფრჩხილი შეღებილია ერთი ფერის სხვადასხვა ტონში, რის შედეგადაც იქმნება ერთგვარი გრადიენტი.
მნიშვნელოვანი – სხვადასხვა ფრჩხილზე გამოყენებული ლაქი ერთი ფაქტურის უნდა იყოს!
ერთი ფაქტურის, ერთი ფერის განსხვავებული ტონების შოვნა იოლი როდი იქნება, ამიტომ შეიძლება უკვე ხელთ არსებული სხვადასხვა ტონების შერევა. ისე რომ, თითოეული ფერი წინა ფერისგან 1-2 ტონით განსხვავდებოდეს.

ცისარტყელასებრი ნეილ-არტი

ეფექტურია ორივე ხელის ფრჩხილების ცისარტყელის  სვადასხვა ფერად შეღებვა. წაისვით ყველა თითზე განსხვავებული ფერის ლაქი, შეიძლება მკვეთრი ასევე პასტელური ფერების გამოყენება.
გაითვალისწინეთ: ფერადი მანიკური განსაკუთრებით მოუხდება სადა, არამკვეთრი ფერის ტანსაცმელს. ამით ხაზს გაუსვამთ ორიგინალურ მანიკურს.

გელ-ლაქით ფრჩხილების შეღებვა

გელისა და ლაქის ჰიბრიდი  უდავოდ საუკეთესო მიღწევაა ფრჩხილების ინდუსტრიაში.  მისი პოპულარობის საიდუმლო წასმის პრინციპის სიმარტივესა და ფრჩხილზე მდგრადობაშია. ეს არის თავისებური სტრუქტურის ლაქი, რომლის გასაშრობადაც გამოიყენება ულტრაიისფერი ნათურა, მეტი მდგრადობისა და  მექანიკური დაზიანებებისგან დასაცავად.
დღეისათვის გელ-ლაქის უამრავი ფერი არსებობს. განსაკუთრებულ მდგრადობას ასეთ ლაქს საფინიშო ფენა ანიჭებს, რომელიც გამჭვირვალეა და ძირითად ფერზე გავლენას არ ახდენს.

გელ-ლაქის უპირატესობები

  • გამოყენების სიმარტივე;
  • ნათურაში პოლიმერიზაციის მაღალი სიჩქარე;
  • ფერის მაქსიმალური მდგრადობა;
  • მბზინვარების ინტენსივობა ლაქის მოშორებამდე;
  • ფრჩხილის ემალისათვის უსაფრთხო შემადგენლობა;
  • არ საჭიროებს კორექციას;
  • მასალის ჰიპოალერგიულობა;
  • უკუჩვენებების არარსებობა.

სწორად გამოყენების შემთხვევაში შელაკი 20 დღემდე ძლებს.

გელ-ლაკის წასასმელი მოწყობილობები. გელ-ლაკის წასასმელად საჭიროა:

  • ფუძე-ფრჩხილზე ლაქის უკეთესი მოჭიდებისთვის.
  • გასამაგრებელი საშუალება-მდგრადობისთვსის და მეტი ბზინვარებისთვის
  • აცეტონი ან ფრჩხილის გასასუფთავებელი სხვა საშუალება.
  • სპირტი- საფინალო ზედა ფენის მოსაშორებლად.
  • ულტრაიისფერი ნათურა 36 ვტ და მეტი სიმძლავრით, რომელსაც ლაქის რამოდენიმე ფენის გაშრობა შეუძლია.

შელაკის წასმის ტექნოლოგია

შელაკის წასმამდე გაიკეთეთ ჩვეულებრივი მანიკური ფრჩხილების ცხელ წყალში ჩაწყობით, ერთ ზომაზე დაჭრით და გასუფთავებით და წაისვით გელ-ლაკი შემდეგი ალგორითმის მიხედვით:

  1. გაისუფთავეთ ფრჩხილები აცეტონით;
  2. მსუბუქად გაიქლიბეთ ფრჩხილის ზედაპირი;
  3. წაისვით საბაზო ფერი და გააჩერეთ ხელები საშრობში 2 წუთით;
  4. თხლად წაისვით ფერადი ლაქის პირველი ფენა. ისევ ორი წუთი გაიშრეთ
  5. წაისვით მეორ ფენა და ისევ გაიშრეთ;
  6. წაისვით გასამაგრებელი საშუალება და ისევ საშრობში გაიშრეთ
  7. ბოლოს ზედმეტი ლაქის და წებოვანი მასის მოსაშორებლად,გაიწმინდეთ ფრჩხილები სპირტიანი ბამბის დისკით.

შეიძლება თუ არა ფრჩხილების შეღებვა ორსულთათვის

მომავალ დედებისთვსი უამრავი ტაბუ არსებობს. ამიტომაც შეიძლება გაჩნდეს კითხვა – შეიძლება ფრჩხილების ღებვა ორსულთათვის?
ფრჩხილის შესაღები ნებისმიერი საშუალება მართლაც შეიცავს სხვადსხვა მავნე ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში სასუნთქი გზების საშუალებით. თუმცა, ის დრო რაც ლაქის წასმისთვისაა საჭირო, საკმარისი არ არის  მომავალი დედის და ნაყოფის დასაზიანებლად.

სასარგებლო რეკომენდაციები:

  • ზოგიერთ ორსულს უარესდება ფრჩხილების მდგომარეობა: ფრჩხილები ხდება მსხვრევადი, მშრალი და იყოფა. ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი კვება, ვიტამინების (კალცის) დროული და საჭირო რაოდენობით მიღება.;
  • ყურადღებით გაეცანით ლაქის და ლაქის მოსაშორებელი საშუალებების  შემადგენლობასა. მოერიდეთ აცეტონს.
  • გაიკეთეთ მანიკური კარგად განიავებულ  ოთახში
  • ორსულობის ბოლო კვირაში  სასურველია ფრჩხილების დამოკლება. და ლაქის მოშორება.

როგორც ხედავთ, საქმეს თუ პასუხისმგებლობით მოეკიდებით, ორსულთათვისაც შეიძლება ფრჩხილების შეღებვა.
როგორ შევიღებოთ ფრჩხილებიქალის ხელები მის ბუნებასა და განწყობაზე მოგვითხრობენ.
ისინი მუდამ ყურადღების ცენტრში იმყოფებიან, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ.

თქვენ უკვე იცით, როგორ გაიკეთოთ  ხარისხიანი მანიკური.
იმედია, ჩვენი რეკომენდაციებისა და თანდართული ფოტომასალის დახმარებით, შეძლებთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტის შერჩევას.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სილამაზისა და კოსმეტიკის საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.