თვალების მაკიაჟი

თვალების მაკიაჟი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

როგორ გავიკეთოთ თვალის მაკიაჟი 

1. დაიწყეთ სუფთა ფურცლიდან

სანამ მაკიაჟის კეთებას დაიწყებთ, გაიწმინდეთ სახე მსუბუქი გასაწმენდი საშუალებით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტუშის და თვალის ფანქრის ნარჩენებს.
ქუთუთოებზე წაისვით მდგრადი ტონალური ფუძე (არ წარმოადგენს აუცილებლობას).  იგი გაათანაბრებს კანს და წარმოადგენს ერთგვარ ბაზას მაკიაჟისთვის.
თუ გადაწყვეტთ ტონალური ფუძის გამოყენებას, წაისვით ის მთლიან ქუთუთოზე წარბებამდე.

2. შეიქმენით თვალის გარშემო თანაბარი კანის ფერი

თვალის მუქი ლაქების დასაფარად გამოიყენეთ კორექტორი (კონსილერი). სპეციალური ფუნჯით ან თითებით წაისვით ის თვალის ირგვლივ მიდამოებზე  ცხვირიდან ყვრიმალებამდე.
ზემოდან მსუბუქად გადაისვით ნატურალური ფერის პუდრი, ამით თქვენ უზრუნველყოფთ თქვენი მაკიაჟის მდგრადობას.

3. დაიტანეთ თვალის ჩრდილები

შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ან რამოდენიმე ფერის ჩრდილი, ძირითადი სამფერი ფერთა გამა – მუქი, საშუალო და ღია.

♦ ქუთუთოზე დაიტანეთ საშუალო ტონის ჩრდილი. ქუთუთოში იგულისხმება წამწამებიდან თვალის ნაკეცამდე შუალედი (მცირე ჩაღრმავება ქუთუთოსა და წარბის მიდამომდე). თვალის ამ უბნისთვის აირჩიეთ არამკვეთრი ვარდისფერი, ღია-ყავისფერი ან ნებისმიერი ზომიერი შეფერილობის ჩრდილი.

♦ ღია ფერის ჩრდილი დაიტანეთ წარბის ქვეშ ძვლის მიდამოზე. ადამიანების უმრავლესობას ეს უბანი  უშუალოდ წარბის ქვეშ აქვთ განთავსებული. გამოყავით ეს ზონა და გახადეთ ის უფრო ნათელი, მბრწყინავი. ამისათვის გამოიყენეთ ქათქათა თეთრი, ღია-ოქროსფერი ან ნებისმიერი ნაზი ტონის ჩრდილი, რომელც შეეფერება ქუთუთოებზე დატანილი ჩრდილის ფერს.

♦ ნაკეცზე ფუნჯის მსუბუქი მოძრაობით დაიტანეთ მუქი ფერის ჩრდილი .დაიწყეთ ნაკეცის კიდიდან  და ფუნჯის რკალისებრი მოძრაობით გაიარეთ მისი 2/3 თვალის შიდა კუთხისკენ. ამისათვის გამოიყენეთ იისფერი, ყავისფერი ან ნებისმიერი სხვა მუქი ფერი, რომელიც შეეფერება ადრე დატანილ  ორ ფერს .

4. გადაანაწილეთ ფერები

თუ თქვენ რამოდენიმე ფერი გამოიყენეთ,  თითებით ან  ფუნჯით გადანაწილეთ ისინი ერთმანეთში. ამით წაიშლება კონტური ფერებს შორის და თქვენს მაკიაჟს უფრო ბუნებრივი იერი მიეცემა.

5. დაიხატეთ თვალები

თვალის კონტურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალის ლაინერი, ფანქარი ან თხევადი ჩრდილიც კი. რაც არ უნდა აირჩიოთ, იმოძრავეთ თვალის კიდიდან შიგნით წამწამების გასწვრივ, კორექციისთვის შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაუაროთ კონტურს. უფრო მკვეთრი მაკიაჟისთვის შეგიძლიათ ქვედა კონტურის გაკეთებაც.

6. აიპრიხეთ წამწამები

ამისათვის გამოიყენეთ წამწამების სპეციალური უთო. ოდნავ დახარეთ ქუთუთოები და გაიჩერეთ უთო დაახლოებით ხუთი წამი. დაიმახსოვრეთ, წამწამების აპრეხვა აუცილებელია ტუშის წასმამდე და არა მის შემდეგ.

7. წაისვით ტუში

თვალების მაკიაჟიტუში შეგიძლიათ წაისვათ სქლად ან მსუბუქად. არსებობს უამრავი ბრენდი და ფორმულა მოცულობის, სიგრძის და სიხშირის მოსამატებელად.

საჭირო მასალა

მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება, დამატენიანებელი საშუალება, კორექტორი (კონსილერი), თვალის ჩრდილები, თვალის კონტური (თხევადი ან ფანქარი), წამწამების უთო, ტუში, ხელოვნური წამწამები (აუცილებლობას არ წარმოადგენს), მაკიაჟის ფუძე. (აუცილებლობას არ წარმოადგენს).

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სილამაზისა და კოსმეტიკის საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.