კოსმეტიკური საქონელი

 ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ კოსმეტიკური საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ კოსმეტიკური საშუალებები ,,ამაზონზე”       cosmetics

კოსმეტიკური საქონელი 

გამოყენების მიხედვით კოსმეტიკური საქონელი იყოფა სამ ჯგუფად:

–         სამკურნალო-ჰიგიენური
–         დეკორატიული

დღეისათვის აქტუალურ ჯგუფს წარმოადგენს ინტიმური კოსმეტიკა, რომელიც სხეულის ინტიმური ზონების მოსავლელად გვთავაზობს მეტად რბილი მოქმედებისა და შემადგენლობის კოსმეტიკურ პროდუქციას.

სამკურნალო-ჰიგიენური კოსმეტიკური საქონელი ხელს უწყობს კანის, თმის, პირის ღრუს ჯანმრთელი მდგომარეობის შენარჩუნებას, აქრობს კანისა და თმის გარკვეულ დეფექტებს. საქონლის ამ ჯგუფის ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანია სახეებისა და დანიშნულების მიხედვით, ვიდრე დეკორატიული კოსმეტიკის ასორტიმენტი.

დანიშნულების მიხედვით სამკურნალო-ჰიგიენური კოსმეტიკა იყოფა ქვეჯგუფებად:

–         კანის მოვლის საშუალებები
–         გასაპარსი საშუალებები
–         გაპარსვის შემდგომი კანის მოვლის საშუალებები
–         პირის ღრუს მოვლის საშუალებები
–         თმის მოვლის საშუალებები

კანის მოვლის საშუალებებს მიეკუთვნება:

–         კრემები
–         ლოსიონები
–         პუდრი (ფრანგ. Poudere – მტვერი)  ფხვნილისმაგვარი, კომპაქტური, კრემისმაგვარი და და თხევადი)

საშუალებები გაპარსვისთვის, სახის კანის გაპარსვამდე და გაპარსვის შემდგომი მოვლისათვის:

გასაპარსი კრემები, რომლებიც შემადგენლობით ახლოს არიან გელებთან და შეფუთულები არიან მილების და აეროზოლების სახით.

გაპარსვის შემდგომი ლოსიონები, რომლებიც განსხვავდებიან სპირტის ნაკლები შემცველობით იმ ლოსიონებისაგან, რომლებიც გამოიყენება გაპარსვამდე, მაგრამ შეიცავენ არომატულ ზეთებს და დამატენიანებლებს.

გაპარსვის შემდგომი ბალზამები, კრემები და ჟელეები განკუთვნილია მოსადუნებლად, დასატენიანებლად, გასაჯანსაღებლად, სადეზინფექციოდ და კანის გაღიზიანების მოსახსნელად.

პირის ღრუს მოვლის საშუალებები მოიცავს:

1. კბილის პასტა
2. ფხვნილები კბილისათვის
3. პირის ღრუს მოვლისთვის

ფხვნილები კბილისათვის შედგება სუფთა ქიმიური ცარცისაგან, მაგნიუმის კარბოქსიდისაგან. გააჩნია მაღალი აბრაზიული (გამაპრიალებელი) ეფექტი, მაგრამ არა სამკურნალო-პროფილაქტიკური.

კბილის პასტა წარმოადგენს გამაპრიალებელი ნივთიერებების ნარევს წყლისა და გლიცერინის ხსნარში და არის გელისმაგავრი. მის შემადგენლობაში შედის სუფთა ქიმიური ცარცი, გლიცერინი, ასაქაფებელი ნივთიერება, სუნამო და სასარგებლო დანამატები, რომელთა მიხედვითაც კბილის პასტები იყოფა ჰიგიენურ და სამკურნალო-პროფილაქტიკურ პასტებად.

კბილის ელექსირი – არის წყლისა და სპირტის ნარევი აქტიურად მოქმედი დანამატებით, არომატიზატორებით და საღებავებით.

თმის მოვლის საშუალებებს მიეკუთვნება:

–         დასაბანი საშუალებები, თმის გასაძლიერებლად (შამპუნი და თხევადი საპონი)
–         მცენარეული და ხელოვნური საღებავები,  ვარცხნილობების გასამაგრებლად

დასაბანი საშუალებები – შამპუნები ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით, სასარგებლო დანამატებით და ანტისეპტიკებით. თმის დასავარცხნი, ტალიღისებური თმის და ვარცხნილობის შემანარჩუნებელი საშუალებების შემადგენლობაში შედის თხელი ფენის წარმომქმნელები, პლასტიფიკატორები, გამხსნელები და საღებავები.

თხელი ფენის წარმომქმნელები – ტუტე-ფისოვანი, კანიფოლი; პლასტიფიკატორები – ლანოლინი, აბუსალათინის ზეთი და პოლიეთილენგლიკოლი; გამხსნელები – ეთილის სპირტი; საღებავები – ცისფერი და მოწითალო ფერის.

დეკორატიული კოსმეტიკა

განკუთვნილია იმისათვის, რომ ადამიანის გარეგნობა გახადოს უფრო მიმზიდველი, ხაზი გაუსვას მის ნაკვთებს და დაფაროს პატარა დეფექტები. დეკორატიულ კოსმეტიკას მიეკუთვნება:

–         ტუჩის პომადა
–         ტუჩის მბრწყინავი
–         რუჟი
–         წამწამების მელანი (ტუში)
–         ტუჩებისა და წარბების ფანქარი
–         ქუთუთოების ჩრდილი
–         ფრჩხილების მოსავლელი საშუალებები
–         გრიმი და სხვა.

პომადა – არის ცხოველური ნივთიერებების, ვიტამინების, საღებავების და პარფიუმერული სუნამოს ნარევი. ძირითადად აქვს საღებავი და არომატიზირებული შემადგენლობა დამატებებით.

გამოყენების მიხედვით პომადები იყოფა:

–          ჰიგიენურ – უფერო, იცავს ტუჩებს გამოშრობისაგან არბილებს მათ.
–         დეკორატიული-შემღებავი – გამძლეობის მიხედვით დეკორატიული პომადები არის მარტივი (4 ფერი) და ძნელად მოსაშორებელი (50 ფერი).

თითოეულ მწარმოებელს აქვს საკუთარი ნუმერაცია ფერების მიხედვით, ამიტომ ერთი ნომრის მიხედვით შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა შეფერილობის პომადა.

პუდრი ეს არის არომატიზირებული, წვრილად დაფხვნილი მინერალების ნარევი, როგორიცაა: ტალკი, სტეარატი, თუთიის ოქსიდი და კაოლინი სახამებლით.

კონსისტენციის მიხედვით პუდრი არის: კომპაქტური, ფხვნილისმაგვარი, კრემისმაგვარი (კრემ-პუდრი) და თხევადი. ფხვნილისმაგვარ პუდრს აწარმოებენ შემდეგი სახით: თეთრი, ვარდისფერი (4 ფერი), რაშელი (2 ფერი) და რუჯის ფერი (2 ფერი).

დაქუცმაცების, სუნამოს სახის და შეფუთვის მიხედვით პუდრები იყოფა 4 ჯგუფად: მაღალი  ხარისხის (ნაკლებად მტვრევადი), A, B და C. მაღალი ხარისხის პუდრი შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანისთვის, ხოლო დანარჩენი ჯგუფების პუდრის გამოყენება დამოკიდებულია კანის ტიპზე: ნორმალური, მშრალი და ცხიმიანი. კომპაქტური პუდრი – ეს არის მარტივი გამოსაყენებელი დაპრესილი ფხვნილისმაგვარი მასა. კრემ-პუდრი შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, ამიტომ რეკომენდირებულია მშრალი კანისთვის.

წამწამების მელანი არის შეღებილი ნარევი საპნის, ცვილისმაგვარი პროდუქტების, ცხიმოვანი ნივთიერებების და სასარგებლო დანამატების.

სხვა კოსმეტიკურ პროდუქციას მიეკუთვნება საშუალებები აბაზანისთვის, ოფლის საწინააღმდეგო, კოღოებისგან დამცავი, არომატული საშუალები და საშუალებები რუჯისთვის და რუჯისგან დამცავი.

ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებს გამოიყენებენ ოფლის ჭარბი გამოყოფის დროს, აგრეთვე კანის დეზინფექციისა და გაჯანსაღებისთვის.

კოღოებისგან დამცავ საშუალებებს მიეკუთვნება პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში შედის სუნიანი ნივთიერებები, რომელთა სუნიც ფარავს ადამიანის სხეულის სუნს, რომელიც იზიდავს კოღოებს.

არომატიზირებული საშუალებები გამოიყენება განახლებისთვის, დამწვარი საჭმლის სუნის გასაქრობად და სხვ. გაყიდვაში არის აეროზოლების სახით.

რუჯისგან დამცავ საშუალებებს მიეკუთვნება ზეთები და კრემები, რომლებიც იცავენ კანს ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისა და დამწვრობისგან.

რუჯის საშუალებებს მიეკუთვნება ზეთები და კრემები, რომლებსაც გააჩნიათ თვისებები კანს მიაღებინონ თანაბარი რუჯი.

სასიამოვნოა, რომ  გრიმი წარმოადგენს ქალის ხელჩანთის აქსესუარს. მიუხედავად ამისა, ჯარისკაცებისთვის შემუშავებულია დამცავი გრიმის ნაკრები, რომელიც საშუალებას აძლევს მათ აუცილებლობის შემთხვევაში შეინიღბონ ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.

_____________________________________

>>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..