ზეთები მკერდის გასადიდებლად და სიმკვრივისათვის

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ზეთები მკერდის გასადიდებლად და სიმკვრივისათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

♦♦♦ breast Essential Oil

ზეთები მკერდის გასადიდებლად და სიმკვრივისათვის

მკერდის გასადიდებლად, მისი სიმკვრივის გასაუმჯობესებლად ძალიან კარგია ეთერზეთები და მცენარეული ზეთები. ისინი ჭიმავენ მკერდს, მაღლა წევენ ბიუსტს და იცავენ მოდუნებისაგან. მოდით გავერკვეთ როგორ მუშაობენ ისინი და რომელი ზეთი უნდა ავირჩიოთ, როგორ წავისვათ სწორად და რომელი რეცეპტებია უკეთესი.

რაში მდგომარეობს მკერდის გადიდების, სიმკვრივის და სილამაზის სარგებლობა.

  • პირველ რიგში, ზეთები წარმოადგენენ სუფთა ნატურალურ პროდუქტს. ამიტომ მათი სარგებლიანობა მკერდის კანის სილამაზის და ჯანმრთელობისათვის უდავოა.

  • მეორეც, ზეთები მიიღება ცივი გამოხდით, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ინარჩუნებენ ყველა სასარგებლო ვიტამინს და მიკროელემენტს, რომლებიც აჯანსაღებენ მკერდის კანს.

  • თხელი, ზეთოვანი სტრუქტურის გამო გააჩნიათ ნაოჭების გადასწორების და კანის ელასტიურობის მომატების უნარი, რაც ხელს უშლის მის მოდუნებას. გარდა ამისა ზეთებს აქვთ დამატენიანებელი და მკვებავი მოქმედება, რითაც ანიჭებენ მკერდს ტონუსს, სიმკვრივეს, უნარჩუნებენ მას ახალგაზრდობას და სილამაზეს.

როგორ წავისვათ ზეთი სწორად მკერდზე

  1. მანამ, სანამ წაისვამთ ზეთს ან ზეთის ნიღაბს, გაახურეთ მკერდი სხეულის ტემპერატურამდე, რადგან სასარგებლო კომპონენტები ასე უფრო ღრმად შეაღწევენ კანში და მიაღწევენ მაქსიმალურ ეფექტს.

  2. იმისათვის, რომ მკერდის კანმა შეიძინოს ტონუსი, ხოლო მკერდი გახდეს უფრო მკვრივი და დაჭიმული, ზეთის წასმა აუცილებელია მასაჟორული ხაზით, შემდეგ გაიკეთეთ მასაჟი. მასჟორული ხაზი (იხ.სურათი): მკერდის ქვემოთ ცენტრიდან  იღლიის ღრმულებამდე; ზემოთ პირიქით – იღლიის მიდამოდან ცენტრისკენ. შემდეგ გადადით გულმკერდის ძვალთან, აუყევით ჯერ ნიკაპამდე, შემდეგ ლავიწებამდე (შეგიძლიათ ჩართოთ ორივე ხელი), ბოლოს კი მხრებამდე (ასევე ორივე ხელით). აქ მოძრაობა შეიძლება იყოს უფრო ღრმა და მეტი ზეწოლით, მაგრამ არა კანის დაჭიმვამდე. ზეთის წასმის შემდეგ გაიკეთეთ მასაჟი შემდეგი თანმიმდევრობით – ერთი მოძრაობა მკერდის ქვემოთ, ერთი ზემოთ და სამი გულმკერდზე (ერთი ნიკაპისკენ, ორი ლავიწებისკენ და სამი მხრებისკენ). იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მეორე მკერდზეც. მასაჟის დრო არის 7-10წთ.

  3. თუკი პროცედურას იტარებთ მხოლოდ ზეთით, წასმის შემდეგ დარჩენილი მასა არ ჩამოიბანოთ წყლით, უბრალოდ ფრთხილად მოიშორეთ ქაღალდის სალფეთქებით.

  4. თუ იკეთებთ ნიღაბს, მაშინ პირსახოცი დაასველეთ თბილ წყალში, კარგად გაწურეთ და მოიშორეთ. ასე თქვენ დატოვებთ ყველა სასარგებლო კომპონენტს კანზე, რომლებიც გააგრძელებენ მოქმედებას.

  5. ზეთების გამოყენება უმჯობესია აბაზანის ან კონტრასტული დუშის მიღების შემდეგ. ასე ბევრად გაიზრდება მათი მოქმედების ეფექტურობა.

იმ ზეთებს შორის, რომლებსაც გააჩნიათ მკერდის გამადიდებელი და გასამკვრივებელი თვისება, საუკეთესოა სელის ზეთი. ის გამოიყენებოდა ჩვენი წინაპრების მიერ და კარგი იქნება ჩვენც თუ მივბაძავთ მათ. მისი მთავარი თვისებაა – მჭიდრო. მძიმე და ბლანტი კონსისტენცია. ამიტომ კოსმეტოლოგები გვირჩევენ მის გამოყენებას, როგორც ბაზას, რომელზეც მზადდება სილამაზის რეცეპტები. აგრეთვე შეიძლება მისი დამატება ნებისმიერ კოსმეტიკურ საშუალებებში – კრემებში, ლოსიონებში, რძეებში. მასაჟისთვის საკმარისია ერთი სუფრის კოვზი.

კარგი რეკომენდაცია აქვთ სელის ზეთზე დამზადებულ ნიღბებს. გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ რეცეპტს; მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი ახალი საფუარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 2 სუფრის კოვზი სელის ზეთი და 2 სუფრის კოვზი ცხიმოვანი ნაღები. ეს ყველაფერი აურიეთ და გააცხელეთ ორთქლზე სხეულის ტემპერატურამდე. წაისვით ნიღაბი თანაბარ ფენებად მკერდსა და დეკოლტის მიდამოში, გაიჩერეთ 30წთ, მოიშორეთ თბილი პირსახოცით და წაისვით კრემი.

სელის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ პერორალურად, ასე მოაგვარებთ ორ პრობლემას; 1 სუფრის კოვზი დილით უზმოზე 1 თვის განმავლობაში – აუმჯობესებს როგორც მკერდის, ასევე თმისა და სახის კანის მდგომარეობას.

ზეთისხილის ზეთმა მოიპოვა პოპულარობა, როგორც ყველაზე ეფექტურმა იმის გამო, რომ გამადიდებელი და გამამკვრივებელი თვისების გარდა აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც. ის უფრო მსუბუქი კონსისტენციისაა ვიდრე სელის ზეთი. ნიღბისათვის საჭიროა: 2 სუფრის კოვზი ზეთი, გაცხელებული სხეულის ტემპერატურამდე და 5 წვეთი ვარდის ეთერზეთი. ნარევი გამოიყენება როგორც მასაჟისთვის, ასევე კომპრესისთვის. ამ უკანასკნელისთვის თხელი ბინტი უნდა დავასველოთ თბილ წყალში, გავწუროთ, შემდეგ დავასველოთ ზეთში და დავიფინოთ მკერდზე, ზევიდან დავიფაროთ პირსახოცი და შევიხვიოთ შარფით; გაიჩერეთ 30 წთ (უმჯობესია მწოლიარე მდგომარეობაში), შემდეგ დარჩენილი ზეთი მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით.

ნუშის ზეთი – შექმნილია წაშილი, გამომშრალი, დაღლილი და მოდუნებული კანისთვის. გააჩნია რბილი კონსისტენცია, ამიტომ გამოდგება როგორც დამოუკიდებელი კომპონენტი. გთავაზობთ შესანიშნავ, კანის გამაახალგაზრდავებელ, გამამკვრივებელ, და მატონიზირებელ ექსპრეს-ნიღბის რეცეპტს: კერამიკულ ჭურჭელში აურიეთ 2 სუფრის კოვზი მწარე ნუშის ზეთი, 1 -1 წვეთი პაჩულის, ლავანდის ზეთი  და  ვარდის ეთერზეთი. მიღბული მასა წაისვით მკერდის და დეკოლტის მიდამოში მასაჟორული მოძრაობით; 20 წთ-ის შემდეგ ზეთის ნარჩენები შეიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.

სვიის ზეთი – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პროდუქტი მკერდისთვის; სვიის კონუსები წარმოადგენენ ძლიერ ესტროგენებს, რომლებიც შეიცავენ ქალურ ფიტოჰორმონებს. იმის წყალობთ, რომ სვიის ზეთი შეიცავს ლუპულინს (ნივთიერება, რომელიც აერთიანებს ეთერზეთებს, სასარგებლო ფისებს, აზოტოვან ნივთიერებებს, უჯრედისს) და უამრავ ვიტამინს, ის ერთდროულად ჭიმავს, ადიდებს და აახალგაზრდავებს მკერდს. არ არის საჭირო მისი რაიმესთან შერევა, უბრალოდ ოდნავ შეაცხელეთ ორთქლზე და გაწურვის გარეშე შეიზილეთ  ბიუსტისა და დეკოლტეს ზონებში. მოცულობა – 1 ჩაის კოვზი 1 პროცედურაზე.

ხორბლის ზეთი – შედგება კოლოსალური რაოდენობის უნიკალური კოპონენტებისგან, ამიტომ საუკეთესოა მკერდის კანის უჯრედების გასაახლებლად და გასაახალგაზრდავებლად, დაუბრუნებს მას სინაზეს, სირბილეს, ელასტიურობას და ხავერდოვნებას. ზეთი გამოირჩევა ძალიან მჭიდრო და მძიმე კონსისტენციით, რის გამოც რეკომენდებულია მისი გამოყენება შედარებით უფრო მსუბუქ ზეთებთან. ნიღბისათვის საჭიროა 2 სუფრის კოვზი ხორბლის ზეთი, 1-1 ჩაის კოვზი ატმის, ზეთისხილის და გარგრის ზეთი. აურიეთ ინგრედიენტები გააცხელეთ ორთქლზე სხეულის ტემპერატურამდე და მასაჟორული მოძრაობებით წაისვით მკერდისა და დეკოლტეს მიდამოში. რამოდენიმე წუთში დარჩენილი ზეთი მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით.

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ:

ეთერზეთები მკერდისათვის

ეთერზეთები ავსებენ და ამაღლებენ ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთის ეფექტურობას. ეთერებს გააჩნიათ აქტიური კომპონენტები, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად და ღრმად შეაღწიონ კანში, გააკეთონ „გზები“ ზემოთჩამოთლილი ძირითადი ზეთებისთვის. ეთერებისა და ჩვეულებრივი კოსმეტიკური ზეთების გამოყენებით სახლში შეიძლება გავაკეთოთ კრემები მკერდისათვის, რომლებიც დაგეხმარებათ გადიდებაში, მკერდის კანის სიმკვრივის შენარჩუნებაში და ნაოჭების გადასწორებაში. კრემისთვის დაგჭირდებათ 30 გრამი (სავსე სუფრის კოვზი) ძირითადი ზეთი (სელის, ზეთისხილის, ნუშის და სხვ.) და 10 წვეთი ეთერზეთი. ეთერზეთებიდან საუკეთესოა ნემსიწვერის, კამის, პიტნის, ილანგ-ილანგის, ვერბენის, ქლიავის, როზმარინის და ანისის ეთერზეთები. შეგიძლიათ აიღოთ თითო ზეთი, აგრეთვე შეახამოთ თქვენი გემოვნების მიხედვით, მაგრამ ეთერის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წვეთს.

მკერდის ზეთების რეგულარული გამოყენება მოგცემთ შესანიშნავ შედეგს თქვენი მკერდისთვის. მკერდი გამოიყურებოდეს იქნება ახალგაზრდულად, განახლებულად, კანი კი ნაზი და ხავერდოვანი იქნება. აღნიშნული რეცეპტები გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ, წაისვით ზეთები უშუალოდ აბაზანის მიღების შემდეგ; იყავით ლამაზი.


_____________________________________

♦♦ როგორ გაიაროთ რეგისტრაცია ,,ამაზონზე” ნახავთ აქ >>>>; გადასვლა >>>>> კოსმეტოლოგიაინტერნეტ-მაღაზია

..