საზარდულის თიაქარის ბანდაჟი


ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ საზარდულის თიაქრის  ბანდაჟები  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 

საზარდულის თიაქარის ბანდაჟი ინიშნება მაშინ, როცა პაციენტს აქვს თიაქარი, მაგრამ გარკვეულ დრომდე,  რიგი მიზეზების გამო, ოპერაცია უკუნაჩვენებია. ასეთ დროს, თიაქარის შემდგომი განვითარების თავიდან ასაცილებლად და ჩაჭედვის რისკის შესამცირებლად, ექიმის რეკომენდაციით  ინიშნება ბანდაჟის ტარება. თუკი ჩაჭედვა მოხდა, ოპერაციული მკურნალობა გარდაუვალი და აუცილებელია.

საზარდულის თიაქარის ბანდაჟის შერჩევა და შეძენა აუცილებელია ექიმის რეკომენდაციით. ექიმი გირჩევთ, თუ რომელი მოდელია საჭირო, გამომდინარე თიაქრის განვითარების ხარისხიდან, ასევე იმის გათვალისწინებით, ჩატარებული აქვს თუ არა პაციენტს ოპერაცია. ბანდაჟი აჩერებს თიაქრის შემდგომ განვითარებას, ანუ  ეს არის პროფილაქტიკური და არა სამკურნალო საშუალება.

საზარდულის თიაქრის ბანდაჟი ინიშნება ასევე სპორტსმენებისათვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ძალისმიერი სპორტითაა დაკავებული – შტანგისტები, მოჭიდავეები. საზარდულის თიაქრის დროს ბანდაჟი აუცილებელია, თუკი პაციენტი გრძნობს ტკივილს მუცლის ქვემოთ, ან არსებობს ჩაჭედვის ალბათობა. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ყველა პაციენტს ენიშნება ბანდაჟის ტარება. ეს აუცილებელია ნაკერზე დატვირთვის შესამცირებლად და კუნთების ტონუსის აღსადგენად.

საზარდულის თიაქრის ბანდაჟის ტარების უკუჩვენებებია: – თიაქრის პარკის ჩაჭედვა; – ონკოლოგიური დაავადება; – კანის საფარველის დაზიანება


♦♦ საზარდულის თიაქარის ბანდაჟები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში”  inguinal hernia support  >>>  

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”

>>> ბანდაჟი


.

..