კანისთერაპია. ძაღლები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების დასახმარებლად

პოსტის ადმინი არჩილ შენგელია

კანისთერაპია (სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება ადამიანების სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და დასახმარებლად) – არც თუ ისე ახალი მეთოდია. ოთხფეხა „ექიმებმა“ გადაარჩინეს არაერთი სიცოცხლე, მათ შორის – სიმსივნით, დიაბეტით, ეპილეფსიით დაავადებულები და ბავშვები ცერებრული დამბლით. კანისთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიმართულება არის მისი გამოყენება ბავშვთა აუტიზმის მკურნალობაში..

აუტისტი ბავშვებისთვის დამხმარე-ძაღლების გაწვრთვნას მისი თავისებურებები აქვს. ძაღლის პირველი და მთავარი დანიშნულება არის ბავშვის არა გართობა, არამედ დაცვა. აუტისტი ბავშვების უმრავლესობა ძნელად აკონტროლებს მოტორიკას და მით უფრო ემოციებს, ისინი ძნელად ამყარებენ ურთიერთობებს, შეიძლება შეშინდნენ უბრალო რამით და ვერ დაინახონ რეალური საფრთხე. ქუჩაში ყოფნის დროს, ბავშვი შეიძლება გაიქცეს გაურკვეველი მიმართულებით, გადავიდეს გზის მოძრავ ნაწილზე და არ მიაქციოს მშობლების ძახილს ყურადღება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მსგავს სიტუაციებში ბავშვის სიცოცხლე გადარჩინა დამხმარე-ძაღლმა.
როგორც წესი, ძაღლი უბრალოდ კი არ ახლავს თან ბავშვს, არამედ დაკავშირებულია მასთან საბმელით, რომელიც შეკრულია ქამართან. ეს საშუალებას აძლევს მას საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ქონით ფიზიკურად შეაჩეროს ბავშვი. ბევრმა ძაღლმა იცის დაჯდომა და დაწოლა, როდესაც ბავშვი მკვეთრად მოუმატებს მოძრაობის ტემპს. ვინაიდან ბავშვი კერ კიდევ პატარაა, ძაღლი კი ამ სახის კანისთერაპიისთვის საკმაოდ დიდია (ძირითადად ოქროსფერი რეტრივერი), ბავშვის უბედური შემთხვევებისგან და ტრავმებისგან დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად მაღალია.

♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


ოთხფეხა მეგობარი, რომელიც მუდამ გვერდითაა ბავშვს ეხმარება მიხვდეს, რომ მარტო არ არის. ბევრი აუტისტი ბავშვისთვის გაცილებით ადვილია დაამყაროს ტაქტილური კონტაქტი ცხოველთან ვიდრე მეორე ადამიანთან. ძაღლის ყურებით და მოფერებით ბავშვი მშვიდდება, იწყებს საკუთარი სხეულის შეგრძნებას და გაკონტროლებას. დამხმარე-ძაღლებთან ერთად ბავშვები თავს გრძნობენ უფრო თვითდაჯერებულად, არ ეშინიათ ოთახში მარტო დარჩენა, ხანდახან ღამეც კი, რადგან ზოგიერთ ძაღლს სპეციალურად ასწავლიან რეაგირება ქონდეთ ბავშვის უეცარ გამოღვიძებაზე – ძაღლი ან მიდის მასთან, ან მშობლებს აძლევს გამაფრთხილებელ ნიშანს.
მშობლები თანდათან აჩვენებენ ბავშვს როგორ უნდა მოუაროს ძაღლს (კვება, სეირნობა), ნებას რთავენ მისცეს მარტივი ბრძანებები. ასე ბავშვი გამოდის საკუთარი ჩაკეტილი სამყაროდან და სწავლობს სხვებთან ურთიერთობას – გულწრფელ სიყვარულს და ნამდვილ მეგობრობას.

ინფორმაციის წყარო – http://okdzks.com/page.php?id=483; გადასვლა >>>> შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები


Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..