პირველი ღიმილი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.


დედა მთელ დროს და ენერგიას ხარჯავს ახალშობილის მოსავლელად და განუწყვეტლივ მის ირგვლივ ტრიალებს. პირველი ჯილდო რასაც დედა იღებს არის პატარას ღიმილი.

ღიმილი ძილის დროს

ზოგჯერ ბავშვი პირველად იღიმის დაბადებიდან პირველ კვირაში ან პირველივე დღესვე. თუმცა ეს სპონტანური ღიმილი აღინიშნება ღრმა ძილის დროს და არ ითვლება შეგნებულ ემოციურ გამოვლინებად. პირველი ნამდვილი ღიმილი ვლინდება მე 6-8 კვირაში, ის მოითხოვს დიდ ძალისხმევას ახალშობილისგან. პატარა ჯერ ცნობს სახეს, ხმას, შემდეგ აერთიანებს მათ და პასუხად – იღიმის.

დიალოგის დასაწყისი

ბავშვის პირველი ღიმილი არის დიალოგის დასაწყისი – „შენ იცინი, მეც ვიცინი“.
მეცნიერების აზრით, სწორედ ეს დიალოგი არის სოციალური ურთიერთობების განვითარების საფუძველი.
ამიტომ, დედა უნდა უღიმოდეს შვილს მთელი გულით და რაც შეიძლება ხშირად, რადგან მომღიმარი პატარა საპასუხოდ ელის იმავეს და დედის ღიმილით ხვდება, რომ მას ყურადღებას აქცევენ და ესმით მისი ემოციური მდგომარეობა.
კვლევებმა დაამტკიცეს, რომ შვილის ღიმილი დადებითად მოქმედებს დედის ტვინზე, მას ავიწყდება ყველანაირი დაღლა და ქრონიკული უძილობა.
იმისათვის, რომ ბავშვმა გაიღიმოს სულაც არ არის საჭირო მკვეთრი სათამაშოები.
საკმარისია სახე მიუახლოვოთ (20-30 სმ მანძილზე) და დაელაპარაკოთ ან უმღეროთ, პასუხი იქნება შთამბეჭდავი.

ღიმილის ხშირი მიზეზი

ფიქრობენ, რომ ბავშვი ყველაზე ხშირად იღიმის წყნარ, მშვიდ გარემოში ყოფნისას. არ ღირს დააძალოთ მას გაიღიმოს, განსაკუთრებით მაშინ თუ შია ან ეძინება.
თუ პატარა მოუსვენრადაა ან წუხს ნუ მოაბეზრებთ თავს, უბრალოდ აიყვანეთ ხელში, უმჯობესია დაისვენოს.
თითოეული ბავშვი იბადება თანდაყოლილი ხასიათით, ამიტომ ზოგი ბუნებით მოღიმარია, ზოგი კი არა.
თუკი 2 თვის ბავშვი საერთოდ არ იღიმის, სჯობს მიმართოთ პედიატრს.
ლიტ: http://ivona.bigmir.net/deti/to_one/308767-Pervaja-ulybka–kogda-ee-zhdat–i-kak-ne-propustit-


პირველი ღიმილიპირველი ღიმილიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤱 დედა მთელ დროს და ენერგიას ხარჯავს ახალშობილის მოსავლელად და განუწყვეტლივ მის ირგვლივ ტრიალებს. პირველი ჯილდო რასაც დედა იღებს არის პატარას ღიმილი.
📅 ზოგჯერ ბავშვი პირველად იღიმის დაბადებიდან პირველ კვირაში ან პირველივე დღესვე.
😴 თუმცა ეს სპონტანური ღიმილი აღინიშნება ღრმა ძილის დროს და არ ითვლება შეგნებულ ემოციურ გამოვლინებად.
👶 პირველი ნამდვილი ღიმილი ვლინდება მე 6-8 კვირაში, ის მოითხოვს დიდ ძალისხმევას ახალშობილისგან.
🖇 პატარა ჯერ ცნობს სახეს, ხმას, შემდეგ აერთიანებს მათ და პასუხად – იღიმის.
🧠 კვლევებმა დაამტკიცეს, რომ შვილის ღიმილი დადებითად მოქმედებს დედის ტვინზე, მას ავიწყდება ყველანაირი დაღლა და ქრონიკული უძილობა.
🪄 იმისათვის, რომ ბავშვმა გაიღიმოს სულაც არ არის საჭირო მკვეთრი სათამაშოები. საკმარისია სახე მიუახლოვოთ (20-30 სმ მანძილზე) და დაელაპარაკოთ ან უმღეროთ, პასუხი იქნება შთამბეჭდავი.
👉 შეიტყვეთ მეტი სტატიიდან – https://bit.ly/3X3r7v3
#ბავშვი #ბავშვისაღზრდა #ბავშვისმოვლა #ბავშისგანვითარება #ღიმილი #პირველიღიმილი #ბავშვისღიმილი #სპონტანურიღიმილი #ბავშვისემოციები #როდისიღიმისბავშვი #რატომიღიმისბავშვი #ბავშვისღიმილისმიზეზი #შეგნებულიღიმილი #ღიმილიძილისდროს #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
♦ ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?

როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.