საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ვერძი

რა ვაჩუქოთ ვერძებს?

ვერძები საკუთარ თავში დაჯერებულები და დამოუკიდებლები, ენერგიულები და აქტიურები არიან, მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა!

მამაკაცი ვერძი – მოეწონება მამაკაცის ტრადიციული საჩუქარი – ძვირფასი ოდეკოლონი, ფეტრის ქუდი, ფოტოკამერაბუნებით ლიდერები, არ ამჟღავნებენ, თუმცა შინაგანად რომანტიკოსები და მზრუნველები არიან. ასეთი მამაკაცები სიხარულით მიიღებენ მაჯის საათს, ან  ნაქსოვ სვიტრს.

ვერძებს უყვართ ხალხში გამოჩენა, განსაკუთრებულ სიამოვნებას გვრით რომელიმე ექსტრემალურ სპორტის სახეობაში მონაწილეობა. ამდენად, სნოუბორდი და ტყავის ბოტასები კარგი საჩუქარია მათთვის.



ქალი – ვერძი – ცუდი დიასახლისი ნამდვილად არაა, თუმცა სახლის საქმეები მისთვის არაა, ამიტომ საჩუქრის შერჩევისას არც კი იფიქროთ სამზარეულოს  საგნებზე… აჩუქეთ მას რომელიმე ბრენდის  ტყავის ჩანთა, ძვიფასი ხელთათმანები, ან ოქროს გულსაკიდი.



პატარა ვერძებს – ბავშვებს, რომლებიც ბავშვობიდანვე ძალზე მოძრავები და აქტიურები არიან, აჩუქეთ გორგოლაჭები, ციგურები, თხილამურები…

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>