რა უნდა ვიცოდეთ მოზარდი გოგონას განვითარების შესახებ

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ აკნეს საწინააღმდეგო საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

– რა ცვლილებები ვითარდება გოგონას ორგანიზმში სქესობრივი განვითარების დროს?

6 – 9 წლის ასაკში თირკმელზედა ჯირკვლები აქტიურად იწყებენ ანდროგენების გამომუშავებას, ეს პერიოდი იწოდება ადრენარხედ. გოგონას ეწყება თმის ზრდა იღლიებში, ვითარდება ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლები.
10 წლის ასაკში დგება შემდეგი პერიოდი – გონადარქე.
ამ დროს ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი და საკვერცხეები იწყებენ ურთიერთქმედებას. მნიშვნელოვანია, რომ გოგონამ მიაღწიოს გარკვეულ წონას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰორმონ-მედიატორი ლეპტინი არ გამომუშავდება, რაც წარმოქმნის პრობლემებს განვითარების მომდევნო ეტაპზე.
11-14 წლის ასაკში გოგონა შედის მენარხეს პერიოდში. მას ეწყება პირველი მენსტრუაცია. ციკლი იწყება ოვულაციის გარეშე და ყალიბდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
ყველაზე სწრაფად გოგონა იზრდება ექვს წლამდე, შემდეგ კი პუბერტატული პერიოდის დადგომამდე წელიწადში იმატებს 5.5 სმ. 12 წლის ასაკში ხდება ახალი ნახტომი – გოგონა წელიწადში 9 სმ-ით იმატებს, რის შემდეგაც ზრდის ტემპი იკლებს, სანამ ბოლომდე არ გაჩერდება ზრდის ეპიფიზიალური ზონების დახურვამდე.

–   როდის იწყება გოგონას სქესობრივი მომწიფება?

გოგონებში სქესობრივი მომწიფება ინდივიდუალური პროცესია. გოგონას სხეული ამ პერიოდში ვითარდება საკუთარი ტემპით. ზოგიერთი გოგონა თითქმის მთლიანად ყალიბდებიან 12-13 წლის ასაკში, ზოგიერთი კი უფრო გვიან. არ ინერვიულოთ, თუ სქესობრივი მომწიფება იწყება სხვებთან შედარებით უფრო გვიან. ახლო მომავალში სხვებს დაეწევა და გოგონას განვითარება, როგორც წესიუფრო სწრაფი ტემპებით წავა.

მოდით დეტალურად განვიხილოთ სქესობრივი მომწიფება. გამოიყოფა ამ პროცესის 2 ეტაპი:

  • პრესექსუალური (იწყება 8-9 წლის ასაკში და გრძელდება დაახლოებით 5 წელი) – სქესობრივი განვითარების პირველი ეტაპი იწყება მაშინ როცა, ვითარდება მეორადი სასქესო ნიშნები, ხდება  ორგანიზმის აქტიური განვითარება, გოგონას სიმაღლეში სწრაფი ზრდა. წინასექსუალური ეტაპის დასრულება ემთხვევა მენარხეს (პირველ მენსტრუაციას).
  • პუბერტატული (იწყება 13-14 წლიდან და გრძელდება 18 წლამდე) – სქესობრივი განვითარების მეორე ფაზა იწყება მაშინ, როცა იწყება მენარხე, საშუალოდ 13-14 წლის ასაკში. ხდება სიმაღლეში ზრდის შენელება, წარმოიქმნება ოვულატორული ციკლი. ეს ფაზა მთავრდება სქესობრივი და სომატური ფუნქციების ჩამოყალიბებით, მაშინ როცა ორგანიზმი ფუნქციურად და ანატომიურად მზადაა ჩასახვისათვის და ნაყოფის განვითარებისათვის.

–  რა ნიშნებით ხასიათდება გოგონას სქესობრივი განვითარება?

გოგონას სქესობრივი განვითარების დროს აღინიშნება:

  • სიმაღლეში მკვეთრი ზრდა – სქესობრივი განვითარების პერიოდში ორგანიზმში ხდება მკვეთრი ცვლილება პირველი მენსტრუაციის დასაწყისში. ამ დროს აღინიშნება ზრდის დაჩქარება. რაც ხდება სხეულის არაპროპორციულობის მიზეზი.
  • სარძევე ჯირკვლების განვითარება – სარძევე ჯირკვლების ჩამოყალიბება იწყება ძუძუს თავების და არეოლის ზომის გაზრდით. შემდგომ კი იწყება სარძევე ჯირკვლის ზრდა მთლიანობაში. მკერდის განვითარების ბოლოს წინა ეტაპი მთავრდება 14-16 წლის ასაკში. მკერდი საბოლოო ზომას აღწევს მხოლოდ ბავშვის დაბადებისა და ძუძუთი კვების შემდეგ.
  • თმის გაჩენა და ზრდა – სქესობრივი განვითარების ნიშნები მოიცავს თმის გაჩენას, რაც მკერდის ზრდასთან ერთად ხდება. ზოგიერთ გოგონას თავდაპირველად აღენიშნება თმის ზრდა. თავდაპირველად იზრდება ერთეული ღერები სასქესო ბაგეებზე, 6-12 თვის განმავლობაში კი მთლიანად ივსება.
  • სხეულის ფორმის შეცვლა – პუბერტატულ პერიოდში ქალი ჰორმონების მომატებული რაოდენობის ფონზე მენჯის ძვლები იზრდება სიგანეში. რის შედეგადაც გოგონას თეძოები ხდება საგრძნობლად ფართო. ხდება ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობის ზრდა, რომელიც ნაწილდება დუნდულოების, თეძოების, სარძევე ჯირკვლის ზონაში და მხრების სარტყელში.
  • მენსტრუაციის დაწყება – მენსტრუაცია წარმოადგენს ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებების გარეგნულ გამოვლინებებს. საკვერცხეებში წარმოიქმნება კვერცხუჯრედი, ხოლო საშვლოსნოში ყალიბდება ენდომეტრიუმის სპეციალური ფუნქციური ფენა (შიგნითა ლორწოვანი გარსი), რომელმაც უნდა მიიღოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ასევე უზრუნველყოს ნაყოფის განვითარებისათვის ყველა საჭირო პირობა.

პირველი მენსტრუაცია, რომლის წინაც შეიმჩნევა ცვლილებები გოგონას ორგანიზმში, ხდება 11-13 წლის ასაკში. ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ ორგანიზმი ნორმალურად და სწორად ვითარდება. მენსტრუალური ციკლი ყალიბდება დიდი ხნის განმავლობაში.
თავდაპირველად პირველი მენსტრუაცია, რომლის წინაც შეიმჩნევა ხასიათის ცვლილება, არის მოკლე და არარეგულარული. ამან არ უნდა გამოიწვიოს განსაკუთრებული ნერვიულობა, რადგან პირველი წლის განმავლობაში ეს ნორმაა.

  • აკნეს გაჩენა – პუბერტატული პერიოდის დროს სიმაღლეში ზრდის დროს ძვლების გაზრდის გამო კანი საგრძნობლად იჭიმება. ბზარების თავიდან ასაცილებლად ორგანიზმი ააქტიურებს ცხიმოვან ჯირკვლებს. რის გამოც კანი და თმა იძენს უფრო ცხიმიან შესახედაობას. ცხიმოვანი ჯირკვლების გადაჭარბებული მოქმედება იწვევს გამონაყარის გაჩენას გოგონას სახეზე, კისერსა და ზურგზე.
  • ხასიათის ცვლილება – პუბერტატული პერიოდის დროს გოგონა შეიძლება თავს გრძნობდეს ენერგიულად და ბედნიერად, მაგრამ დროის მოკლე პერიოდის შემდეგ უმიზეზოდ გახდეს მოწყენილი და სურვილი ქონდეს მარტოობის. ძალიან ხშირად ამას თან ერთვის დაბალი თვითშეფასება და საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება.

♦ აკნეს საწინააღმდეგო მალამოები ,,ამაზონზე” acne treatment ointment
♦ აკნეს საწინააღმდეგო საპნები ,,ამაზონზე” acne treatment soap
♦ აკნეს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები ,,ამაზონზე” acne treatment

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


– რა შეიძლება ჩაითვალოს პათოლოგიად?

  • ნაადრევი სქესობრივი განვითარება, როდესაც მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება ასაკობრივ ნორმაზე გაცილებით ადრე – 8 წლამდე. აღნიშნული საკითხებით დაკავებულები არიან ბავშვთა ენდოკრინოლოგები.
  • სქესობრივი განვითარების დაგვიანება – მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობა 15 წლამდე. რაც საჭიროებს ჰორმონალურ მკურნალობას.
  • გიგანტიზმი – არის გადახრა, რომლის დროსაც სხეულის სიგრძე აჭარბებს ასაკობრივი ნორმის ზედა ზღვარს.ამ დროს მკურნალობა მოიცავს ესტროგენულ თერაპიას, რაც მიმართულია ეპიფიზის ზრდის ზონის დახურვაზე.

–  რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ ამ პერიოდში?

სქესობრივი განვითარების პერიოდში გოგონა უფრო მეტს იფიქრებს საკუთარ სხეულზე, ამასთან შესაძლებელია თავს გრნობდეს უხერხულად. ამ დროს საჭიროა დავაწყნაროთ, ვუთხრათ, რომ ცვლილებების ყველა ეს ნიშანი ბუნებრივია და არ არსებობს კონკრეტული წესი, იმასთან დაკავშირებით როდის და რამდენად სწრაფად მოხდება ყველაფერი.
ერთი მკერდი იზრდება უფრო სწრაფად ვიდრე მეორე? სანერვიულო არაფერია – გოგონების უმეტესობას ეს პროცესი დროთა განმავლობაში უბალანსდება. ამ დროს შეგვიძლია დავეხმაროთ ადაპტირებაში. ჰორმონების მოქმედებისას საოფლე და ცხიმოვან ჯირკვლებზე შეგვიძლია ვურჩიოთ შხაპის ხშირი მიღება, საპნის ან დუშგელის გამოყენებით, დეოდორანტის მოხმარება.


მოზარდი გოგონას განვითარებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👩 გოგონებში სქესობრივი მომწიფება ინდივიდუალური პროცესია. გოგონას სხეული ამ პერიოდში ვითარდება საკუთარი ტემპით.
📅 ზოგიერთი გოგონა თითქმის მთლიანად ყალიბდებიან 12-13 წლის ასაკში, ზოგიერთი კი უფრო გვიან.
🔎 განარჩევენ სქესობრივი მომწიფების ორ ეტაპს:
➡️ პრესექსუალური (იწყება 8-9 წლის ასაკში და გრძელდება დაახლოებით 5 წელი) – ვითარდება მეორადი სასქესო ნიშნები, ხდება ორგანიზმის აქტიური განვითარება, გოგონას სიმაღლეში სწრაფი ზრდა.
📎 წინასექსუალური ეტაპის დასრულება ემთხვევა პირველ მენსტრუაციას.
➡️ პუბერტატული (იწყება 13-14 წლიდან და გრძელდება 18 წლამდე) – პირველი მენსტრუაცია, ხდება სიმაღლეში ზრდის შენელება, წარმოიქმნება ოვულატორული ციკლი.
📎 ეს ფაზა მთავრდება სქესობრივი და სომატური ფუნქციების ჩამოყალიბებით, მაშინ როცა ორგანიზმი ფუნქციურად და ანატომიურად მზადაა ჩასახვისათვის და ნაყოფის განვითარებისათვის.
🩸 თავდაპირველად პირველი მენსტრუაცია, რომლის წინაც შეიმჩნევა ხასიათის ცვლილება, არის მოკლე და არარეგულარული. ამან არ უნდა გამოიწვიოს განსაკუთრებული ნერვიულობა, რადგან პირველი წლის განმავლობაში ეს ნორმაა.
👉 შეიტყვეთ მეტი მოზარდი გოგონას განვითარების შესახებ – https://bit.ly/3HnlQtd
#მოზარდიგოგონასგანვითარება #სქესობრივიგანვითარება #სქესობრივიმომწიფება #თინეიჯერი #პრესექსუალურიპერიოდი #პუბერტატულიპერიოდი #პირველიმენსტრუაცია #ხასიათისცვლილება #აკნე #სიმაღლეშიზრდა #მკერდისზრდა #მეორადისასქესონიშნები #სხეულისფორმისცვლილებები #ძლიერიოფლიანობა #მენსტრუალურიციკლი #ბოქვენისთმიანობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

>>  ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია