აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში ყურადღების, აღქმის და მახსოვრობის განვითარება

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

♦ სათამაშოები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით >>

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

აუტიზმის ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში ყურადღების, აღქმის და მახსოვრობის განვითარება

ნებისმიერი სახის მეცადინეობის დროს (სასწავლო, სპორტული, მუსიკალური), მუშაობა მიმართული უნდა იყოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის ყურადღების ხანგრძლივ კონცენტრირებაზე და ყურადღების ნებელობითი უნარების გამომუშავებაზე.

სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული „ყურადღებათა გაერთიანების“ მეთოდი, გამოიყენება ნებისმიერი ცხოვრებისეული მომენტის მიმართ, რასაც კი ბავშვი მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. საჭიროა შემუშავდეს ბავშვისათვის სასიამოვნო სენსორული სტიმულაცია ან მოხდეს „გადართვა“ მის აუტოსტიმულაციაზე, აუცილებელია ერთობლივი მოქმედების ემოციონალური კომენტარები (მაგალითად, ქაღალდზე წყლის წვეთებით ან სახატავი საღებავის მისხმა და აღნიშვნა, რომ ეს „წვიმაა“).

როდესაც ბავშვის მოქმედების კომენტირება ემოციური, აუტოსტიმულაციის ჩართვით ხდება, ამ ვითარებაში ყურადღება ექცევა კიდევ ერთ მომენტს: მოხდეს კონცენტრირება იმაზე თუ რას აკეთებს ბავშვი და გააცნობიეროს თუ რა დანიშნულება აქვს მის მოქმედებას. მაგალითად, როცა ბავშვი განუწყვეტლივ აღებს და ხურავს კარებს ან ნათურის  ჩამრთველს ატკაცუნებს, მშობელი მიუთითებს, რომ „ის კარგი ხელოსანია და ამოწმებს როგორ იხურება და იღება კარები ან როგორ მუშაობს ჩამრთველი“ და კიდევ ერთხელ სთხოვს შეამოწმოს.

მეცადინეობის დროს დასაწყისიდანვე უნდა იყოს მშობლის მიზანი მიაღწიოს ბავშვის გაფანტული ყურადღების ფიქსაციას. როცა კონსტრუქტორიდან სახლის აშენება მიმდინარეობს, მშობელი დასძენს, რომ „სახლში იცხოვრებს პატარა ძაღლი, სადაც მას არ შესცივდება, დაუდგმენ ჯამებს წყლისათვის და საკვებისათვის.“ ასეთი სწავლებით ბავშვი უფრო ხანგრძლივ ამოცანებს ეგუება  და იაზრებს არსებულ მოვლენებს. სიუჟეტის არსებობა ავითარებს ბავშვის ყურადღებას, ინტერესებზე ორიენტაციას, მოვლენების გათამაშება ხელს უწყობს ბავშვის და მშობლის ერთობლივ მოქმედებას. მეცადინეობის მომდევნო დღეებში ბავშვი თვითონ ითხოვს მისთვის ცნობილი მოვლენების გამეორებას და დამოუკიდებლად იწყებს მოქმედებას და რაც მთავარია ეს მოქმედება გააზრებულია. თანადათან ბავშვს უყალიბდება ბუნებრივი ყურადღება, რაც ხდება მომავალში მისი დამოუკიდებელი ქცევის საფუძველი.

სკოლა

სკოლაში სწავლის მოსამზადებლად, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ბავშვის დამოუკიდებელი აღქმის და მახსოვრობის  უნარების განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში  ყოველთვის არის ამ ფუნქციების განვითარების საფუძველი. მეტიც, ძალიან ხშირად მათ აქვთ მომენტალური აღქმის უნარი, რთული ობიექტების და კონსტრუქციების დამახსოვრების უნარი (მაგალითად, ცნობილია შემთხვევა, როცა არამოლაპარაკე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვმა ცხოვრებაში ერთხელ ნახა ეიფელის კოშკი და შემდეგ მეხსიერების მიხედვით დახატა, სადაც მცირე დეტალებიც კი იყო მითითებული); აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები იმახსოვრებენ დიდი მოცულობის ლექსებს და შემდეგ „კომენტარებით“ ციტირებენ. მათ შეიძლება გააოცონ მშობლები დიდი ხნის უკან მომხდარი მოვლენების გახსენებით, რომელსაც ბავშვმა მაშინ თითქოს ყურადღება არ მიაქცია. პარალელურად მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ არ შეუძლიათ მისი თხოვნით დაასახელონ, ნახატზე გადმოცემული გამოსახულება „რაც არ უნდა ასწავლო, მეორე დღეს არაფერი ახსოვს“.

ამრიგად, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია საკუთარი ყურადღების უნარის გამომუშავება. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია:

  • მასალები და დავალებები შერჩეული უნდა იყოს ბავშვის ინტერესების და გატაცებების მიხედვით;
  • ემოციურ-აზრობრივი კომენტარების გამოყენება;
  • კომენტარები შესაძლებელობის ფარგლებში უნდა იყოს სიუჟეტური;
  • ყოველი მეცადინეობის თანმიმდევრული მეთოდები უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული.

აღქმის და მახსოვრობის განვითარება – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

📑 ნებისმიერი სახის მეცადინეობის დროს (სასწავლო, სპორტული, მუსიკალური), მუშაობა მიმართული უნდა იყოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის ყურადღების ხანგრძლივ კონცენტრირებაზე და ყურადღების ნებელობითი უნარების გამომუშავებაზე.
👨‍👩‍👦 მეცადინეობის დროს დასაწყისიდანვე მშობლის მიზანი უნდა იყოს ბავშვის გაფანტული ყურადღების ფიქსაცია.
🧠 სიუჟეტის არსებობა ავითარებს ბავშვის ყურადღებას, ინტერესებზე ორიენტაციას, მოვლენების გათამაშება ხელს უწყობს ბავშვის და მშობლის ერთობლივ მოქმედებას.
📅 მეცადინეობის მომდევნო დღეებში ბავშვი თვითონ ითხოვს მისთვის ცნობილი მოვლენების გამეორებას და დამოუკიდებლად იწყებს მოქმედებას და რაც მთავარია ეს მოქმედება გააზრებულია.
📌 აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია საკუთარი ყურადღების უნარის გამომუშავება.
🔎 ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია:
✅ მასალები და დავალებები შერჩეული უნდა იყოს ბავშვის ინტერესების და გატაცებების მიხედვით;
✅ ემოციურ-აზრობრივი კომენტარების გამოყენება;
✅ კომენტარები შესაძლებელობის ფარგლებში უნდა იყოს სიუჟეტური;
✅ ყოველი მეცადინეობის თანმიმდევრული მეთოდები უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული.
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3ZJyHwn#აუტიზმი #აუტისტურისპექტრისაშლილობა #მეტყველებისგანვითარება #საუბრისაღქმა #ემოციურიკომენტარები #ემოციურარსობრივიკომენტარები #ნელიპასუხი #ლაპარაკისგანვითარება #მეტყველებისგანვითარებისშეფერხება #განმეორებითისიტყვები #განმეორებითიქცევები #ვერბარულიკომუნიკაცია #არავერბარულიკომუნიკაცია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

 

>> აუტიზმი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ,  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.