ბავშვთა გინეკოლოგია

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას გულისხმობს ბავშვთა გინეკოლოგია?

ბავშვთა გინეკოლოგია გულისხმობს სასქესო ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. ახალგაზრდა გოგონებში, დაწყებული დაბადებიდან, შეიძლება შეგვხვდეს სპეციფიკური ქალური პრობლემები, რომლითაც დაკავებული არიან ბავშვთა გინეკოლოგები. ეს არის ცალკე სპეციალობა გინეკოლოგიასა და პედიატრიას შორის.


♥ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”>>


– რა პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს ბავშვთა გინეკოლოგიაში?

დავიწყოთ ახალშობილობის პერიოდიდან. ამ დროს შეიძლება შეგვხვდეს ჰორმონალური კრიზი. აღნიშნული პრობლემა დაკავშირებულია დედის ჰორმონებთან, რომელიც შესაძლოა გადაეცეს ახალშობილს ძუძუთი კვებისას. აღნიშნული პრობლემის დროს შეიძლება შეგვხვდეს სარძევე ჯირკვლების გადიდება და ტკივილი.

ყველაზე ხშირი გინეკოლოგიური პრობლემა ანთებითი დაავადებებია. რომლებიც შეიძლება გადაეცეს მშობლებისგან მშობლის საწოლში ყოფნის დროს. ასევე შეიძლება გამოწვეული იყო დამოუკიდებლად ჰიგიენის წესების დაუცველობით.

ბავშვთა გინეკოლოგიაში მესამე პრობლემას წარმოადგენს სქესობრივი განვითარების დარღვევა. ეს პროცესი საკმაოდ ინდივიდუალურია და დიდად დამოკიდებულია გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. ამასთან მნიშვნელობა ენიჭება არამარტო დედის მემკვიდრეობას, არამედ მამისასაც. ნაადრევად სქესობრივი ნიშნების გაჩენისას ან პირიქით მათი დაგვიანების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ბავშვთა გინეკოლოგს და ენდოკრინოლოგს.

არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ახალ დაწყებულ პერიოდში – აღნიშნული  წარმოადგენს საკმაოდ ნორმალურ გამოვლინებას მოზარდებში. სტრესი, არახელსაყრელი გარემო პირობები, დიდი ნერვული დატვირთვა (სკოლა, უნივერსიტეტისთვის მომზადება, კომპიუტერი, ტელევიზორი, სიყვარული, სქესობრივი ცხოვრების დაწყება), არასრულფასოვანი კვება, არასრორი დღის რეჟიმი, არასაკმარისი ძილი, ფიგურაზე ზრუნვა – აღნიშნული ყველაფერი მოქმედებს ისეთ მგრძნობიარე მექანიზმზე, როგორიც მენსტრუაციაა. აღნიშნულ პრობლემაზე ძალიან არ უნდა ვინერვიულოთ, პირველ რიგში უნდა ვეცადოთ ცხოვრების წესის და დღის რეჟიმის შეცვლას. სწორედ ეს იქნება ბავშვთა გინეკოლოგის პირველი სიტყვები, როდესაც მას მივმართავთ აღნიშნული პრობლემით.

– რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

რაც შეეხება სიმპტომებს, უნდა გამოვყოთ შემდეგი:

  • გარეთა სასქესო ორგანოების კანის ან ლორწოვანი გარსის სიწითლე
  • გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და წვა
  • გამონადენი საშოდან
  • მცირე სასირცხო ბაგეების ნაწილობრივი ან მთლიანი ჩაზრდა
  • სარძევე ჯირკვლების ზომაში მატება რვა წლამდე ასაკში
  • ბოქვენის გათმიანება დაიწყო რვა წელზე ადრე
  • გვიანდება მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა: არ ჩნდება თმა იღლიისა და ბოქვენის არეში 13 წლის ასაკში და გვიან
  • 15-16 წლის ასაკში არ დადგა მენარხე

– რა სხვაობაა ბავშვისა და ტრადიციულ გინეკოლოგიურ გასინჯვას შორის?

გამოკვლევის მეთოდი განსხვავდება ერთმანეთისაგან: გოგონებს სინჯავენ რექტალურად, სწორი ნაწლავით. აღნიშნული იცავს საქალწულე აპკს დაზიანებისგან და გამორიცხავს პატარა ბზარების გაჩენასაც კი. თუ საჭიროა საშვილოსნოს დათვალიერება, ბავშვთა გინეკოლოგი იყენებს სპეციალურ საბავშვო ინსტრუმენტებს, რომელიც შეესაბამება ბავშვის საშოს ზომებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.