ორსულობა გვიან ასაკში

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ორსული ქალის მოვლის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  როდისაა ორსულობისათვის გვიანი ასაკი?

რეპროდუქციული ასაკი არის ქალის ცხოვრების პერიოდი, როდესაც მას შეუძლია დაორსულდეს, შეინარჩუნოს ორსულობა და გააჩინოს ბავშვი. რეპროდუქციული ასაკი, როგორც წესი, განისაზღვრება 18-35 წლით. ოვარიალური რეზერვის (საკვერცხეების ფოლიკულების მარაგი) ბუნებრივი შემცირება როგორც წესი იწყება 37-38 წლის შემდეგ, როდესაც თანდათანობით ვითარდება საკვერცხეების ფუნქციონირების დეფიციტი და გრძელდება საკვერცხეების ფუნქციონირების სრულ გაჩერებამდე მენოპაუზის დადგომით.

ქალის რეპროდუქციული ასაკი ქალის ცხოვრების მანძილზე ორ ნაწილად იყოფა:

  1. ადრეული (მენსტრუალური ფუნქციის ჩამოყალიბებიდან 35 წლამდე).
  2. გვიანი (35 წლის შემდეგ და მენოპაუზის დაწყებამდე).

–  რა თავისებურებებით ხასიათდება ორსულობა გვიან ასაკში?

გვიანი რეპროდუქციული ასაკი საშუალოდ სიცოცხლის 35 წლიდან 42 წლამდე პერიოდს მოიცავს. ასეთი ქალების დაახლოებით 45-65% აღენიშნება გინეკოლოგიური დაავადებების მომატებული სიხშირე. ამასთან ამ ასაკში გინეკოლოგიური პათოლოგების 10-15%  ხშირად აღმოიფხვრება ქირურგიული მკურნალობის გზით. ორსულობა და მშობიარობა ასეთ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ექსტრაგენიტალური პათოლოგიების ფონზე, ამასთან ორსულთა ნახევარზე მეტში, თანმდევი პათოლოგია შეიძლება იყოს უკვე ქრონიკული ხასიათის.


♥ შეგიძლიათ შეაჩიოთ და გამოიწეროთ ორსულებისთვის საჭირო ნივთები  ,,ამაზონიდან”>>>


–  რა პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს გვიან ასაკში ორსულობისას?

ამ საკითხის განხილვისას გამოვყოთ ორი თემა: რა საშიშროებას წარმოადგენს გვიან ასაკში ორსულობა დედისათვის და რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს ბავშვს „ხანდაზმული“ მშობიარის დროს. ბუნებრივია, უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი გაყოფა დიდწილად პირობითი იქნება, რადგან ორსული ქალი და ნაყოფი ერთი ორგანიზმია და, პრაქტიკულად, მომავალი დედის ყველა პრობლემა გარკვეულწილად ბავშვზეც აისახება.

რისკი ქალისათვის:

  • სპონტანური აბორტი. თუ ქალს 30 წლამდე ასაკში აღნიშნულის საფრთხე 10%, 30-39 წლის ასაკის ქალში რისკი უკვე 17% წარმოადგენს, ხოლო 40-44 წლის ასაკში კი 33%მდე იზრდება. ორსულობის შეუნარჩუნებლობის პრობლემა იზრდება არა მარტო ქალის ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილებების გამო, არამედ კვერცხუჯრედების დაბერებით, რის გამოც უფრო ხშირად ხდება უხეში გენეტიკური დარღვევების მქონე ნაყოფის ჩასახვა.
  • პლაცენტარული პრობლემები (ქრონიკული პლაცენტარული უკმარისობა, მდებარეობა, პლაცენტის ნაადრევი აცლა)
  • ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ორსულობას შეუძლია გამოიწვიოს თითქმის ნებისმიერი ქრონიკული დაავადების გამწვავება, ხოლო ასაკის მატებაასთან ერთად ასეთი დაავადებების ქონის ალბათობა მხოლოდ იზრდება. რა თქმა უნდა, თირკმლის ქრონიკული დაავადება მოითხოვს უწყვეტ სამედიცინო მეთვალყურეობას. უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს ორსულობის მიმდინარეობისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების არსებობა, განსაკუთრებით ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების. არტერიული ჰიპერტენზია თვითონ წარმოადგენს ორსულობის საკმაოდ გავრცელებულ გართულებას. ხოლო თუ ქალს ორსულობამდეც აღენიშნებოდა აღნიშნული პათოლოგია, ორსულობას შეუძლია გააუარესოს მისი ზოგადი მდგომარეობა, გესტოზის ან პრეეკლამფსიის (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება არტერიული წნევის გაზრით, შეშუპებითა და შარდში ცილის არსებობით) რისკის გაზრდით. გესტოზის ყველაზე მწვავე გამოვლინებაა – ეკლამპსია (კრუნჩხვები) – მას შეუძლია სერიოზულად დაარღვიოს ნერვული სისტემის დაზიანება ინსულტისა და კომის განვითარებამდე ტვინის სერიოზული ფუნქციური მოშლით.
  • 40 წელს გადაცილებულ ქალებს 3ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ ორსულთა დიაბეტი, ვიდრე 30წლამდე ასაკში. ორსულთა დიაბეტი მოითხოვს დიეტის დაცვასა და სპეციალური დანიშნულებების შესრულებას (ქალების დაახლოებით 15% ენიშნება ინსულინი). ქალებს, რომლებიც არიან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები, ორსულობის დროს ეზრდებათ რისკი პრეეკლამფსიის, ნაადრევი მშობიარობის, პლაცენტარული გართულებების, ნაყოფის სპეციფიკური გართულებების – დიაბეტური ფეტოპათია, მკვდარშობადობა.
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა (35-39 წლის ასაკი წარმოადგენს პიკს ტყუპების გაჩენის). გართულებები მშბიარობის დროს (დიდი ალბათობა სამშობიარო მოქმედების სისუსტის, დიდი რისკი სამშობიარო გზების რბილი ქსოვილების გახევის ქსოვილების ელასტიურობის შემცირების გამო, სისხლდენები, გამოწვეული პლაცენტის პრობლემებით და სხვა).
  • საკეისრო კვეთა. პირველ მშობიარეში 35-40წლის ასაკში საკეისრო კვეთის ალბათობა წარმოადგენს 40%, 40 წელს გადაცილებულებში – 47% (იმ დროს, როცა 30 წლამდე ასაკის ქალების მხოლოდ 14% მშობიარობს საკეისრო კვეთით).

რისკი ბავშვისათვის:

  • ნაადრევი მშობიარობა
  • მცირე წონა
  • ჰიპოქსიის საშიშროება მშობიარობის დროს
  • ქრომოსომული დარღვევების რისკი ნაყოფში

სამწუხაროდ, მშობლების ასაკის მატებისას მატულობს რისკი ქრომოსომული დარღვევების მქონე ბავშვის დაბადების. ეს დაკავშირებულია სხვადასხვა და ბოლომდე შეუსწავლელი მიზეზებით, რომელთა შორისაც შეიძლება აღვნიშნოთ სასქესო უჯრედების დაბერება და ადამიანის ორგანიზმზე მოქმედი სხვადასხვა პათოგენური ფაქტორებისა და ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების დროის გაზრდა.(სხვათა შორის, გენურ მუტაციებთანაა დაკავშირებული თვითნებური აბორტის განვითარება ხანდაზმულ ქალებში – დაზიანებული ქრომოსომების უჯრედებიდან განვითარებული ემბრონები სიცოცხლის უუნაროები აღმოჩნდებიან).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.