საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპია

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რა არის საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპია?

კოლპოსკოპია არის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს საშვილოსნოს ყელის, საშოსა და გარეგანი სასქესო ორგანოების პათოლოგია ოპტიკური ხელსაწყოს (კოლპოსკოპი) საშუალებით. კოლპოსკოპია საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ქსოვილები მრავალჯერადი გადიდების ქვეშ, რაც ხელს უწყობს პათოლოგიის გამოვლენასა და დიაგნოზის სწორ დასმას. კოლპოსკოპიის ჩატარებისას ექიმი ავლენს საეჭვო ზონებს, ქსოვილების ფრაგმენტებს, რომელთაგანაც შემდგომში შეიძლება აღებულ იქნას ჰისტოლოგიური მასალა, რათა გამოირიცხოს კიბო და კიბოსწინარე დაავადებები (ბიოფსია).

–  რისთვისაა საჭირო და როდის შეიძლება საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიის ჩატარება?

კოლპოსკოპიის მეთოდი წარმოადგენს თანამედროვე მეთოდს საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს დაავადებების გამოსარიცხად. თანამედროვე მედიცინაში კოლპოსკოპია გამოკვლევის აუცილებელია მეთოდია, დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკისათვის. კოლპოსკოპიის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ პერიოდში, მენსტრუაციის გარდა. არ საჭიროებს რაიმე მომზადებას და პროცედურის შემდეგ არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვები.



– როგორ ტარდება საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპია?

უნდა ავღნიშნოთ, რომ კოლპოსკოპია არის არაინვაზიური და ფაქტიურად უმტკივნეულო გამოკვლევის მეთოდი. შეგრძნებები უტოლდება ექიმის გასინჯვას. კოლპოსკოპიის ჩატარებისას ექიმი ათვალიერებს საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის ქსოვილებს კოლპოსკოპის მეშვეობით და აფასებს ქსოვილების ფერს, სისხლძარღვოვან სურათს, ჯირკვლების არსებობასა და ფორმას, წარმონაქმნების საზღვრებს. კოლპოსკოპიის შედეგებზე დაყრდნობით დგინდება მკურნალობისა და შემდგომი გამოკვლევის(ბიოფსია) გზები.

კოლპოსკოპიის დიაგნოზის შედეგების სიზუსტე საკმაოდ მაღალია და როგორც წესი დასტურდება ჰისტოლოგიური კვლევის შედეგით.   გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.