კრიოდესტრუქცია

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რა არის კრიოდესტრუქცია?

კრიოდესტრუქცია ეს არის მცირე ინვაზიური მეთოდი, რომელიც გამოიყენება ფართო სპექტრის კეთილთვისებიანი კანის წარმონაქმნების სამკურნალოდ. კრიოდესტრუქციის დროს ხდება დაზიანებული ქსოვილის კოტროლირებადი განადგურება, მათ შორის კიბოს უჯრედებისაც, დაბალი ტემპერატურის მეშვეობით.

– კონკრეტულად როდის გამოიყენება კრიოდესტრუქცია?

კრიოდესტრუქციის მეთოდი ფართოდ გამოიყენება გინეკოლოგიაში, დერატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში. საშუალებას იძლევა ნაწილობრივ ავიცილოთ ქირურგიული ჩარევა. კრიოდესტრუქცია გამოიყენება საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს. ასევე შეიძლება რეკომენდებული იყოს ლეიკოპლაკიის, ექტოპიის, ექტროპიონის, ვულვისა და საშოს კონდილომებისა და პაპილომების დროს, დისპლაზიის პირველი და მეორე სტადიის დროს, ასევე ცერვიციტებისა და რეტენციული კისტის დროს.


♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


– განვიხილოთ კონკრეტულად საშვილოსნოს ყელის ეროზია, როგორ მიმდინარეობს კრიოდესტრუქციის პროცესი?

საშვილოსნოს ყელის ეროზიის კრიოდესტრუქციის დროს დაზიანებული ქსოვილები მუშავდება თხევადი აზოტით სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, რომელსაც კრიოზონდი ეწოდება. საშვილოსნოსში თავსდება გინეკოლოგიური სარკე, რათა კარგად დავინახოთ, შემდეგ კი შეგვყავს კრიოზონდი, რომელიც დაკავშირებულია აზოტით სავსე ბალონთან. თხევადი აზოტის ტემპერატურა -90გრადუსია. ლოკალურად  ეპითელიუმის დაზიანებულ უბნებზე მოქმედებენ სიცივით და სწორედ ამის საშუალებით ხდება მოყინვა. პროცედურის დროს პაციენტი გრძნობს მხოლოდ მცირედ წვას. პროცედურის დასრულებისას დამუშავებულ ქსოვილზე წარმოიქმნება შეშუპება, რაც მალევე ცხრება. კრიოდესტრუქციის ჩატარებიდან დაახლოებით 3-6თვეში დაზიანებული ქსოვილები მთლიანად იცვლება ახალი ჯანმრთელი ქსოვილებით.

– რა გართულებები შეიძლება მოყვეს კრიოდესტრუქციას?

პროცედურის დასრულების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე. შესაძლებელია აღინიშნებოდეს მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და სისხლიანი გამონადენი. აუცილებელია მივმართოთ ექიმს თუ კრიოდესტრუქციის შემდეგ აღინიშნება შემდეგი ნიშნები:

  • ტემპერატურა 38გრადუსზე მეტი
  • ცხელება
  • ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
  • სისხლდენა, რომელიც გრძელდება 2დღეზე მეტს

–  როდისაა უკუნაჩვენები კრიოდესტრუქციის ჩატარება?

კრიოდესტრუქციას აქვს რიგი უკუჩვენებები, მათ შორისაა:

  • ორსულობა- ამ დროს არ შეიძლება კრიოდესტრუქციის ჩატარება,ვინაიდან შესაძლოა გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა.
  • მენსტრუაცია – არ შეიძლება მენსტრუაციის დროს
  • სისხლდენა – სისხლიანი გამონადენის დროს
  • საშვილოსნოს ყელის ტრავმა
  • ანთებითი პროცესები
  • ინფექციური დაავადებები
  • საშვილოსნოს და საკვერცხეების სიმსივნეები
  • დისპლაზიის მესამე ხარისხი
  • დაზიანებული ქსოვილების ფართო ლოკალიზაცია

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.