აბორტის ჩვენებები

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას წარმოადგენს აბორტი და როდისაა შესაძლებელი მისი ჩატარება?

აბორტი – ეს არის არასასურველი ორსულობის შეწყვეტა სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ვადაზე. აბორტის ნებისმიერ ვარიანტს გააჩნია უარყოფითი შედეგები ჯანმრთელობისათვის და ქალის ფსიქიკისათვის, მაგრამ ზოგჯერ აბორტის ჩატარება აუცილებელია.

რაც უფრო ადრე დადგინდება ორსულობის ფაქტი, მით უფრო ნაკლები უარყოფითი შედეგი ექნება აბორტს. აბორტის ჩატარების შემზღუდველი ფაქტორია ორსულობის ვადა.

  • სამედიცინო აბორტი შესაძლებელი ჩატარდეს ორსულობის 6 კვირამდე.
  • ვაკუუმ-ასპირაცია ტარდება ორსულობის 7კვირამდე.
  • ქირურგიული ორსულობის შეწყვეტა კი ტარდება ორსულობის 12 კვირამდე.

ორსულობის 12კვირის შემდეგ აბორტი შესაძლოა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალური ჩვენებების დროს და ძალიან იშვიათად ტარდება. ეს არის ძალიან რთული და საშიში პროცედურა. გინეკოლოგები არასდროს არღვევენ აბორტის ჩატარების ვადებს, ვინაიდან შესაძლოა მოყვეს  ცუდი შედეგები – საშვილოსნოსშიდა სისხლდენა, ნაწიბურების ჩამოყალიბება, ინფიცირება და ა.შ. ამიტომ დაგვიანებითი მიმართვა ექიმთან შესაძლოა გახდეს აბორტზე უარის თქმის მიზეზი.


უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები


–  რა სამედიცინო ჩვენებები არსებობს აბორტის ჩასატარებლად?

ნებისმიერი ტიპის აბორტის აბსოლუტურ ჩვენებებს მიეკუთვნება:

  • ქალის ასაკი 35 წლის ზევით;
  • 3 და მეტი ბავშვის არსებობა;
  • ინვალიდობა ან გენეტიკური პათოლოგია ადრე დაბადებულ ბავშვში;
  • ემბრიონის ან ნაყოფის განვითარების ანომალია;
  • დედის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობის საფრთხე, რომელიც წარმოიქმნება ორსულობითა და მშობიარობით.

ძალით ქალს აბორტი არ უტარდება. აბორტის ჩატარების ჩვენებების არსებობისას, ორსულს აფრთხილებენ შესაძლო რისკებისა და გართულებების შესახებ, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ქალზეა.

–  განვიხილოთ აბორტის თითოეული ტიპი. რა ჩვენებები არსებობს მედიკამენტოზური აბორტის ჩასატარებლად?

სამედიცინო აბორტი ტარდება მხოლოდ ორსულობის ადრეულ ვადებზე, 42 დღეზე (6კვირა) ციკლის დაგვიანების პირველი დღიდან.არსებობს შემთხვევები, როდესაც ექიმს არ აქვს უფლება უარი თქვას აბორტზე. მედიკამენტოზური აბორტის ჩვენებებია:

  • შიდსი მწვავე კლინიკური გამოვლინებების ეტაპზე.
  • ფსიქიკური დაავადებები (შიზოფრენია, ეპილეფსია).
  • ონკოლოგია (ქიმიოთერაპია ზიანს აყენებს ნაყოფს, არსებობს მაღალი რისკი ავადმყოფი ბავშვის დაბადების, გარდა ამისა ქიმიოთერაპია ანადგურებს როგორც დედის, ასევე ნაყოფის იმუნიტეტს).
  • საშვილოსნოს ღრუს დეფორმაცია მიომის არსებობის დროს.
  • თუ წინა ორსულობა დასრულდა ინვალიდი ბავშვის დაბადებით.
  • დედის ინვალიდობა (არსებობს რისკი ორსულობის დროს ქალის ჯანმრთელობის გაუარესების, არსებული პათოლოგიის გენეტიკურად გადაცემის).
  • რეპროდუქციული ორგანოების პათოლოგა (ორრქიანი საშვილოსნო, ენდომეტრიოზი).
  • ქალის ყოფნა მაღალი რადიაციული აქტივობის ზონაში (რენტგენის დასხივება დაცვის გარეშე).
  • ორსულობის ადრეულ ეტაპზე დედის მიერ გადატანილი ინფექციები და ვირუსები (წითელა, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ჰეპატიტი), რის შედეგადაც ბავშვი შეიძლება მძიმე პათოლოგიით დაიბადოს.
  • არასრულწლოვანის ორსულობა (აბორტი ტარდება მხოლოდ მშობლის ან მეურვის თანხმობით).
  • ქალის თავისუფლების აღკვეთა.
  • ქმარის არ არსებობა ან გარდაცვალება.
  • მრავალშვილიანობა.
  • ქალს კატეგორიულად არ სურს ამ ბავშვის დაბადება (ქალს წინასწარ ელაპარაკება ფსიქოლოგი და ზოგჯერ მღვდელი).

ნებისმიერ შემთხვევაში, სამედიცინო აბორტის ჩატარების შესაძლებლობა განიხილება თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურად. თუ მედიკამენტოზური აბორტის ვადები გასულია, ან არსებობს განსაკუთრებული უკჩვენებები, გინეკოლოგი სთავაზობს აბორტის ალტერნატიულ ვარიანტს.

–  რა ჩვენებები არსებობს ვაკუუმ-ასპირაციის შემთხვევაში?

ვაკუუმ-ასპირაციის ჩვენებები შემდეგია:

  • შეწყვეტილი ორსულობა (დაუსრულებელი თვითნებური აბორტი), რაც ქმნის საფრთხეს ორსულისათვის, ნარჩენები იხრწნება და წამლავს ორგანიზმს.
  • ალერგია მედიკამენტებზე, რომლითაც ტარდება მედიკამენტოზური აბორტი, ვაკუუმ-ასპირაციის შემთხვევაში ეს მედიკამენტები არ გამოიყენება, ექიმი მიმართავს მხოლოდ მსუბუქ ანესთეზიას.
  • ადრე ჩატარებული მედიკამენტოზური აბორტის არაეფექტურობა, რომელიც დასტურდება ულტრაბგერითი კვლევით.
  • საშვილოსნოს შიდა სისხლდენა, თვითნებური აბორტის საფრთხე (თუ არ არსებობს სურვილი ორსულობის შენარჩუნების).
  • რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეებისა და ახალწარმონაქმნების ზრდა.
  • ჰემატომეტრი (საშვილოსნოში სისხლის კოტების პათოლოგიური დაგროვება).
  • სეროზომეტრი ( საშვილოსნოში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვება).

–  რაც შეეხება ქირურგიულ აბორტს, რა ჩვენებები არსებობს მის ჩასატარებლად?

ქირურგიული აბორტი გამოიყენება ორსულობის გვიან ვადებზე 7დან 12 კვირამდე ვადაზე. ტარდება ნარკოზის ქვეშ. ქირურგიული აბორტის პირდაპირ ჩვენებებს წარმოადგენს:

  • ქალის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
  • ტუბერკულოზი.
  • ონკოლოგია ნებისმიერ სტადიაზე.
  • მძიმე შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი.
  • ნაყოფის გენეტიკური ანომალია.
  • ნაყოფის შინაგანი ორგანოების ანომალია.
  • ტოქსიკური მოწამვლა დარადიაციის ზემოქმედება.
  • ორსულის სერიოზული დაავადებები (ქალი იმყოფება ჰემოდიალიზზე, აღენიშნება ცერებრალური დამბლა, აპუტირებული აქვს კიდურები).
  • ორსულობის დროს გადატანილი დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ ნაყოფის განვითარებაზე (სიფილისი, წითელა, გრიპი, ჰეპატიტი).

ასევე არსებობს სოციალური აბორტის ჩვენებები, რომლებსაც მიეკუთვნება:

  • დედის ამორალური ცხოვრების წესი, რომლის შედეგებიც აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე.
  • ორსულობის დროს მეუღლის დაკარგვა.
  • გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა.

გინეკოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ქირურგიული აბორტის შედეგები არაპროგნოზირებადია, ამიტომ ადრეული ვადის გასვლის შემდეგ კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ასე გარისკვა. შესაძლოა ახალდაბადებულმა ბავშვმა მოიტანოს სიხარული და ბედნიერება სახლში, ხოლო თქვენ კი მოუფრთხილდებით თქვენს ჯანმრთელობას და არ იგრძნობთ სინდისის ქენჯნას.  გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..