საშოს დისბაქტერიოზი

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას წარმოადგენს საშოს დისბაქტერიოზი?

საშოს დისბაქტერიოზი – ეს არის საშოს მიკროფლორის დარღვევა. ხშირ შემთხვევაში ქალებში საშოს დისბაქტერიოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო ზოგჯერ კი პათოლოგიური გამონადენის გარეშეც. ამიტომაც, იმისათვის რომ აღმოვაჩინოთ მიკროფლორასთან დაკავშირებული პრობლემები, უნდა მოუსმინოთ ორგანიზმს და მის რეაქციებს, აგრეთვე რეგულარულად ეწვიოთ სპეციალისტს პროფილაქტიკისათვის.

–  რატომ ვითარდება საშოს დისბაქტერიოზი?

საშოს მიკროფლორის სტანდარტული „კომპლექტი“ შედგება 90% სხვადასხვა ლაქტობაქტერიებისაგან. ამის გარდა ნაცხი დამატებით აჩვენებს არსებულ „საკვანძო უჯრედებს“. ეს ტერმინი განსაზღვრავს უჯრედებს ეპითელიუმის კედლებიდან, რომლებიც პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმებით არის დაფარული. შეიძლება შენიშნოთ, რომ ჩვეული მიკროფლორის შემადგენლობაში შედის Candida სოკოები ან გარდნერელა, ასევე სხვა მრავალი ბაქტერიაც.

აუცილებელია ორგანიზმების თანაფარდობის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება ალბათობა სხვა მიკროფლორის გაჩენის, ხოლო ასეთი შემთხვევა ჯობია არ მოხდეს. საშოს ჩვეულ „მაცხოვრებლებზე“ ქალის ორგანიზმი არ რეაგირებს, მაგრამ აქტიურად ებრძვის ინფექციებს ან სხვა ბაქტერიებს. იმუნიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სწრაფად აღადგინოს ვაგინალური მიკროფლორა, თუნდაც დარღვევები უმნიშვნელო იყოს.

პერიოდულად საშოს მიკროფლორა ირღვევა, ამ დროს ბიფიდობაქტერიების ან ლაქტობაქტერიების რაოდენობა მცირდება, ხოლო პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმების რაოდენობა კი იზრდება. სწორედ ამ დროს იწყება საშოს დისბაქტერიოზის განვითარება.

–  რა იწვევს საშოს დისბაქტერიოზის განვითარებას?

ქალთა ჯანმრთელობა ითვლება ფაქიზ მექანიზმად, ამიტომ თითოეული პაციენტისთვის განსხვავებულია დისბაქტერიოზის გამოვლენის მიზეზები. ოდნავი სტრესიც კი შესაძლოა გახდეს პოტენციური მიზეზი საშოში მიკროფლორის დარღვევის. დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა, თუმცა შეიძლება გამოიყოს ყველაზე გავრცელებული შემდეგი მიზეზები:

  • გაცივება. ამავე დროს, იმუნიტეტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც ზიანს აყენებს საშოს მიკროფლორასა და ასევე მთლიანად ორგანიზმს.
  • ჰორმონალური დარღვევები. ხშირია ჩვეულებრივი ციკლის დარღვევებისას, არარეგულარული სექსისა, ორსულობისა თუ სქესობრივი მომწიფების დროს, აბორტის შემდეგ, მშობიარობის შემდეგ ან მენოპაუზისას, საშოს მიკროფლორა რადიკალურად იცვლება.
  • კლიმატის შეცვლა. ზოგჯერ საშოს დისბაქტერიოზი მწვავდება გზაში.
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.
  • სხვადასხვა ინფექციური და ანთებითი დაავადებები.
  • ჰიგიენა. ჰიგიენური წესების ნორმის დავიწყებით, ქალები საშოს მიკროფლორას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.
  • ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
  • დაავადებები. ნაწლავის ჩვეულებრივი დისბაქტერიოზი ხშირად იწვევს საშოს სერიოზული დისბაქტერიოზის განვითარებას. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ ნაწლავის მიკროფლორა მოქმედებს მთელ ორგანიზმზე.
  • ტამპონები. ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდის შემდეგ პირად ჰიგიენის ნივთების შეცვლა, დღის მონაკვეთის მიუხედავად, წინააღმდეგ შემთხვევაში საშოში ვიტარდება საკმაოდ ხელსაყრელი გარემო არასასურველი პათოგენური ან პირობით-პათოგენური ფლორის გასამრავლებლად.

თუმცაღა ზემოთხსენებულ ფაქტორებს არ შეძლება ეწოდოთ აუცილებელი მიზეზები საშოს მიკროფლორის დაზიანებისა. ზოგჯერ, იმუნიტეტს შეუძლია შეინარჩუნოს ჩვეული მდგომარეობა, საშუალება მისცეს რა ორგანიზმს აღიდგინოს პირვანდელი სახე მცირედი გადახრების დროს. რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ორგანიზმი და საშოს მიკროფლორაც, ზოგჯერ მიზეზები რადენიმეა და ძნელია ერთის გამოყოფა. ამიტომ დისბატქერიოზი შეიძლება განვითარდეს, ისე რომ ვერც კი შეამჩნიო.


ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”>>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები >>
ქალის მოვლის საშუალებები >>
მენოპაუზა >>
მენსტრუალური ტკივილი >>
ვიტამინები პრენატალური პერიოდისათვის >>
სოკოვანი ინფექციების საშუალებები >>


–  რა სიმპტომებით ხასიათდება საშოს დისბაქტერიოზი?

უმეტეს შემთხვევაში ქალებში დისბაქტეროზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დიდი ხნის განმავლობაში მიკროფლორის დარღვევა შეუმჩნეველი რჩება. მნიშვნელოვანი მაჩვენებელია გამონადენის საშოდან. თუმცა მაშინაც კი, როცა მისი ხასიათი იცვლება, რჩება შეუმჩნეველი. ნორმალურ მდგომარეობაში გამონადენის საერთოდ არ არის ან ძალიან ცოტაა და გამჭვირვალე.

თუ გაჩნდება ასეთი სიმპტომები აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს:

  • გამონადენის რაოდენობა იზრდება, ისინი ირებენ მოთეთრო-მოყვითალო ფერის,
  • გამონადენი ხასიათდება მკვეთრი უსიამოვნო სუნით.
  • სქესობრივი აქტისას სიმშრალის შეგრძნება.

ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი ან წვის შეგრძნება მიუთითებს დისბაქტერიოზის გართულებული და ქრონიკული ფორმის განვითარებაზე. ქალებს პეიოდულად აღენიშნებათ ანთება ან უვითარდებათ ინფექცია. შესამჩნევი სიმპტომია დისკომფორტი, რომელიც მაქსიმალურად არის გამოხატული სქესობრივი კონტაქტის დროს.

დაავადების გამოვლენის შემდეგ წარმოიქმნება მრავალი განსხვავებული არაკეთილსაიმედო პათოგენური ან პირობით-პათოგენური ბაქტერია. ისინი იწვევენ საშოს ანთებას, უფრო სწორად კი საშოს კედლებისა და ასევე საშვილოსნოს ყელის. ამ მავნე ბაქტერიებს შეუძლიათ დააინფიცირონ საშვილოსნო. რისი შედეგიცაა ენდომეტრიტის განვითარება. ზოგჯერ კი შეიძლება გადავიდნენ დანამატებზეც, გამოიწვიონ ადნექსიტი.

–  როგორ ხდება საშოს დისბაქტერიოზის დიაგნოსტიკა?

საშოს დისბაქტერიოზის დიაგნოზის დასადგენად უნდა ჩატარდეს კვლევები:

  • ნაცხი საშოს გარკვეულ ფლორაზე.
  • PCR დიაგნოსტიკა სქესობრივი გზით გადამდებ გარკვეულ ინფექციებზე.
  • საშოს ნაცხის სპეციალური დათესვა, მათ შორის ანტიბიოტიკებზე მგრძნობელობის განსაზღვრაც.

–  რას გულისხმობს საშოს დისბაქტერიოზის მკურნალობა?

მკურნალობის მთავარი მიზანია – საშოს ჩვეული მიკროფლორის აღდგენა. მხოლოდ ამშემთხვევაში იქნება ჩატარებული მკურნალობა ეფექტური. ეს პროცესი კი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • ყველა იმ პათოგენური ან პირობით-პათოგენური ბაქტერიის მოცილება, რომლებიც გახდნენ დისბაქტერიოზის გამოწვევის მიზეზი.
  • საშოს ჩვეული იმუნიტეტის სრულად აღდგენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ იმუნიტეტის საქმეა საშოს მიკროფლორის შენარჩუნება.
  • საშოს სტანდარტული მიკროფლორის სრულად განახლება.

–  რაც შეეხება პროფილაქტიკას, როგორ ხდება საშოს დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა?

საშოს დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა – ეს არის კომპლექსური პროცესები, რომლებიც მიმართულია საშოს მიკროფლორის გაუმჯობესებისაკენ, ანთების შეჩერებისაკენ. საშოს დისბაქტერიოზის განვიტარების ალბათობის  შემცირება შესაძლებელია მარტივი წესების დაცვით:

  • გინეკოლოგთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ, ჩივილების არარსებობის მიუხედავად.
  • ჰიგიენის ნორმის დასაცავად გამოიყენეთ სპეციალური ინტიმური საპონი.
  • შეწყვიტეთ სინთეტიკური ქსოვლისაგან დამზადებული თეთრეულის გამოყენება.
  • შეინარჩუნეთ სასქესო ორგანოები მუდმივ სითბოში და ყურადღება მიაქციეთ მათ სიმშრალეს.   გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.