გინეკოლოგიური მასაჟი

ამ პოსტიდან თქვენ შეგიძლიათ ამოიწეროთ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონიდან”. იხ. ამავე ფერის ტექსტები

ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას გულისხმობს გინეკოლოგიური მასაჟი?

გინეკოლოგიური მასაჟი – ეს არის ტიპიური მასაჟური მოძრაობების საშუალებით ქალის შინაგან რეპროდუქტიურ ორგანოებზე მოქმედება. გინეკოლოგიური მასაჟი ორგანიზმზე მოქმედებს შემდეგნაირად:

  • მენჯის ღრუს ორგანოების სისხლის მიმოქცევის აღდგენა.
  • ანთებითი და შეხორცებითი პროცესების აღმოფხვრა.
  • ჰორმონალური ფონის ნორმაში მოყვანა.
  • ორსულობისათვის და მშობიარობისათვის მომზადება.
  • ნორმაში მოყავს სექსუალური შეგრძნებები.
  • აღმოფხვრავს გადატანილი ოპერაციებისა და დაავადებების უარყოფით შედეგებს.

–  რა დროსაა ნაჩვენები გინეკოლოგიური მასაჟი?

გინეკოლოგიური მასაჟის ჩატარება რეკომენდებულია:

  • შეხორცებითი პროცესების დროს;
  • საშვილოსნოს გადაადგილებისას;
  • რთული მშობიარობის, აბორტის შედეგებისას;
  • საშვილოსნოს ფიბროზის, კუნთოვანი უკმარისობის დროს;
  • ფრიგიდულობისას, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებისას;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევისას, მტკივნეული მენტრუაციისას;
  • უშვილობის დიაგნოზისას, როდესაც ვერ ხდება ორსულობის შენარჩუნება.

ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”>>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები >>
ქალის მოვლის საშუალებები >>
მენოპაუზა >>
მენსტრუალური ტკივილი >>
ვიტამინები პრენატალური პერიოდისათვის >>
სოკოვანი ინფექციების საშუალებები >>


–  როგორ ტარდება გინეკოლოგიური მასაჟი?

გინეკოლოგიური მასაჟი ტარდება ექიმის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში. ქალი თავსდება გინეკოლოგიურ სავარძელში მოხერხებულად, ისევე როგორც გინეკოლოგიური გასინჯვის დროს. ყველაზე მნიშვნელოვანია პავიენტი იყო მოხერხებულად და შეძლოს მუცლისა და საშოს კუნთების მოდუნება. პაციენტს პროცედურამდე მიეთითება სუნთქვის სწორი ტაქტიკა. მასაჟი ტარდება საკვების მიღებიდან რამოდენიმე საათში. პროცედურის დროს კუჭი და შარდის ბუშტი უნდა იყოს ცარიელი.

მასაჟის მოძრაობები ტარდება ორივე ხელით: ერთი ხელით ფიქსირდება საშვილოსნო შიგნიდან,ხოლო მეორე ხელით კი მუცელი ზემოდან. შარდსაწვეთი და კლიტორი ამ დროს ხელშეუხებელია. თუ სამკურნალო პროცედურის მიზანს წარმოადგენს გადაადგილებული საშვილოსნოს გასწორება, ეს ხდება ეტაპობრივად რამოდენიმე სეანსის განმავლობაში.

მასაჟის ხანგრძლივობა იწყება ოთხი წუთიდან და თანდათანობით იზრდება დრო თხუთმეტ წუთამდე. ორგანიზმის მდგომარეობის მიხედვით პროცედურა ტარდება ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით. სეანსების რაოდენობა მერყეობს ოცდაათიდან სამოცამდე, საჭიროებისას შესაძლოა დაინიშნოს მეტიც, რაც მოიცავს 1.5-4თვემდე პერიოდს. მენსტრუაციის დროს კი პროცედურა არ ტარდება.

–  რა უკუჩვენებები გააჩნია გინეკოლოგიურ მასაჟს?

როგორც ყველა ნებისმიერ მასაჟს აქაც არსებობს გარკვეული შეზღუდვები. გინეკოლოგიური მასაჟი არ შეიძლება ჩატარდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • სხეულის ტემპერატურის მატება, ინფექციური დაავადებები;
  • საშვილოსნოს ყელის ეროზია;
  • ღვიძლისა და თირკმელების ზოგიერთი დაავადება, ვენერიული დაავადებები, ასევე ტუბერკულოზი;
  • მშობიარობიდან და ოპერაციიდან თუ გასულია ორ თვეზე ნაკლები;
  • მენსტრუაცია;
  • შინაგანი სასქესო ორგანოების სიმსივნური დაავადებები;
  • ჰიპერმგრძნობელობა და ტკივილის შეგრძნება მასაჟის დროს.

გინეკოლოგიური მასაჟს შეუძლია აღმოფხვრას ტიპიური ქალური დაავადებები და გააძლიეროს მთელი სხეული. თუ არ არსებობს უკუჩვენებები, ეს მასაჟი შეიძლება ჩატარდეს ორსულობისა და მშობიარობის მოსამზადებლად, რაც ხელს შეუწყობს ამ ფიზიოლოგიური პროცესების გამარტივებას. უდავოდ, გინეკოლოგიური მასაჟი არის უნაყოფობის პრევენციული ღონისძიება, მაგრამ თუ ეს პრობლემა უკვე არსებობს, მასაჟი 100% -იან გარანტიას ვერ იძლევა. მაგრამ ეს მნიშვნელოვნად გაზრდის წარმატებული შედეგების შანსს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.