საშვილოსნოს ყელი

საშვილოსნოს ყელი – საშვილოსნოს ქვედა ნაწილი, რომელიც შედის საშვილოსნოში. შესაძლებელია სარკეებით დათვალიერება. საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება კოლპოსკოპია, საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა, ასევე საშვილოსნოს ყელის ბიოფსია, მიღებული მასალის შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევით.

საშვილოსნოს ყელის ცენტრში გადის არხი, რომელსაც ცერვიკალური არხი ეწოდება. საშვილოსნოს ყელის არხში შეიძლება გაჩნდეს პოლიპები, რომლებიც საჭიროებენ მოკვეთას.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.