ჰიმენე

ჰიმენეჰიმენე – ჰიმენე/საქალწულე აპკი – ეს არის საშოს გამყოფი ღრუ ტიხარი, რომელიც წარმოდგენილია ლორწოვანი გარსის ნაკეცით.

აპკი არ არის მყარი, მას აქვს ერთი ან უფრო ხშირად რამოდენიმე ხვრელი, რომელთა მდებარეობა, ზომა და ფორმა ინდივიდუალურია.

ჰიმენის მთლიანობის დარღვევა ხდება პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს. ტკივილის ინტენსივობა და სისხლის დანაკარგის მოცულობა ამ შემთხვევაში თითოეული გოგონასთვის განსხვავებულია და დამოკიდებულია სისხლმომარაგების თავისებურებაზე, ინერვაციაზე, სისქისა და აპკის ჭიმვადობაზე.

ქალის სურვილის გათვალისწინებით შესაძლებელია საქალწულე აპკის რეკონსტრუქცია. ამ ოპერაციას ეწოდება ჰიმენოპლასტიკა.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.