მენსტრუაციის წინა სინდრომი და კონტრაცეფცია

მენსტრუაციის წინა სინდრომს ხშირად უწოდებენ ქალის განწყობილების ცვლილებას მენსტრუაციის წინა პერიოდში. ზოგიერთი ქალისათვის მენსტრუაციის წინა სინდრომი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და არც თუ ისე ხშირად, დისკომფორტის მიზეზს ხასიათის ცვალებადობა არ წარმოადგენს.  ექსპერტების უმეტესობას მიაჩნიათ, რომ მენსტრუაციის წინა სინდრომი წარმოადგენს კომპლექსურ ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ენდოკრინული, ფსიქომოლოგიური და სისხლძარღვოვანი დარღვევებით.

სტატისტიკურად, მენსტრუაციის წინა სინდრომი შეინიშნება რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალთა ნახევარში, რომელთაგან დაახლოებით 5-10% სიმპტომები იმდენად გამოხატულია, რომ შრომისუნარიანობის დაკარგვის მიზეზი ხდება. შემთხვევითი არ არის, რომ ეს მდგომარეობა შედის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციაში: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიაგნოსტირებული პრედმენსტრუალური სინდრომი -საავადმყოფო ფურცელზე გასვლის საფუძვლიანი მიზეზია.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 

ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები


მენსტრუაციის წინა სინდრომის ხანგრძლივობა ორი დღიდან ერთ კვირამდეა, ამასთან ასაკის მატებასთან ერთად ეს მაჩვენებელი, ისევე როგორც სიმპტომების გამოხატვის ხარისხი, ხასიათდება ზრდის ტენდენციით.

რა არის ამ ფენომენის მიზეზი? მენსტრუალური ციკლის დასრულებდამდე რამდენიმე დღით ადრე ქალის სასქესო ჰორმონები სისხლში საგრძნობლად ქვეითდება: ორგანიზმი ,,ხვდება”, რომ ორსულობა არ დადგა და ემზადება საშვილოსნოს შიდა ფენის გასაახლებლად და ჩასახვისათვის მომდევნო „რაუნდისათვის“ მოსამზადებლად. მენსტრუაციის წინა სინდრომის განვითარების ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ჰორმონული ფონის მოკლევადიანი ცვლილება, იწვევს დამახასიათებელ სიმპტომებს – ორგანიზმში სითხის შეკავებას, თავის ტკივილს, სარძევე ჯირკვლების გამკვრივებას და ხასიათის მკვეთრ ცვლილებებს. ამასთან, ქალის ასაკთან ერთად მენსტრუაციისწინა სინდრომის გამოვლენაც ძლიერდება.

რა წარმოადგენს მენსტრუაციის წინ ქალის ცუდად ყოფნის მიზეზს? ექიმები ურჩევენ ყველა ქალს, მენსტრუაციის წინა სინდრომის ნიშნების არსებობის მიუხედავად, მოკლე დღიურების წარმოებას, რომელშიც ასახული იქნება ნებისმიერი თვითშეგრძნების ცვლილებები მთელი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში. ამ მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი მობილური აპლიკაციიდან. თუ შეამჩნევთ, რომ გარკვეული სიმპტომების „კომპლექსი“ მეორდება ანალოგიური ფორმით ყოველთვიურად ფიზიოლოგიური საშვილოსნოს სისხლდენის დაწყებამდე – სავარაუდოა, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მენსტრუაციის წინა სინდრომით.

მენსტრუაციის წინა სინდრომიარსებობს მენსტრუაციის წინა სინდრომის ოთხი ფორმა, რომელიც აერთიანებს მსგავს გამოვლინებებს:

  • ნერვული-ფსიქიკური ფორმა – რომლის დროსაც, პირველ ადგილას აღინიშნება ემოციური სფეროს დარღვევები: ქალი ხდება გულჩვილი, აპათიური, გაღიზიანებული, მისი წყობიდან გამოყვანა შეუძლია მცირე ფიზიკურ დაღლასა ან უსიამოვნო ამბავს, რომელსაც სხვა დროს შეეძლო მხოლოდ წამიერად გაენერვიულებინა.
  • ცეფალგიური ფორმა – ხასიათდება შაკიკით, რომელიც შეიძლება გულისრევამდე მივიდეს. ტკივილი ამასთან შეიძლება გადაეცემოდეს თვალის არეში, რომელსაც შეიძება თან ახლდეს ოფლიანობა, სისუსტე, თითების დაბუჟება. ზოგიერთი ქალი სწორედ ამ სიმპტომებით ხვდეა მენსტრუაციის მოახლოვებას.
  • შეშუპებითი ფორმა – ვლინდება ორგანიზმში სითხის შეკავებით: მენსტრუაციამდე რამოდენიმე დღით ადრე ქალი აღნიშნავს, რომ შეუშუპდა სახე ან აღენიშნა სიმძიმე სარძევე ჯირკვლებში. შეშუპება შეიძლება გამოვლინდეს ფეხებზეც – დღის მეორე ნახევარში. ამასთან, ქალი შეიძლება გრძნობდეს მარილიანი საკვების მოთხოვნილებას, რაც მიუთითებს ორგანიზმში წყალ-მარილოვანი წონასწორობის დარღვევაზე.
  • კრიზული ფორმა – რომელიც თავდაპირველად აღენიშნებათ ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული წნევის ცვლილება, სინდრომი მჟღავნდება ჰიპერტენზიით საღამოობით: ტონომეტრზე ციფრები აჭარბებენ ნორმას, ხშირდება პულსი და ვითარდება ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.

ხშირ შემთხვევაში, მენსტრუაციის წინა სინდრომი ვლინდება შერეული ფორმით: თავის ტკივილი და შეშუპება გაღიზიანებადობასთან ერთად, ხოლო სისუსტის ზოგადი შეგრძნება – წნევის ცვლილებასთან. მძიმე შემთხვევებში მენსტრუაციის წინა სინდრომი შეიძლება გახდეს სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზეზი, განსაკუთრებით თუ ქალი 40 წელს გადაცილებულია და ეჭვობს ჰიპერტენზულ კრიზზე, მიოკარდიუმის ინფარქტსა და ინსულტზე. ხშირია საპირისპირო სიტუაციებიც – როდესაც თავს არწმუნებს აზრით, რომ საქმე მხოლოდ გადაღლაშია, ავადმყოფი აიგნორებს სერიოზული დაავადების შემაშფოთებელ სიმპტომებს.

გამოხატული მენსტრუაციის წინა სინდრომისას უნდა მიმართოთ კონსულტაციაზე ექიმს. პირველ რიგში, რომ გაიაროთ გამოკვლევა და დარწმუნდეთ, რომ დისკომფორტის მიზეზი – სწორედ ამ გამოვლინებაშია, და არა ქრონიკულ დაავადებაში, რომელიც საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას. მეორეც, მედიცინა ფლობს საშუალებათა არსენალს, რომელსაც შეუძლია მკვეთრად შეამსუბუქოს პრედმენსტრუალური სინდრომი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი -აღკვეთოს კიდეც მისი დადგომა.  უნივერსალური მედიკამენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთხელ და სამუდამოდ გაუმკლავდეთ მენსტრუაციის წინა სინდრომს, ჯერ კიდევ არაა გამოგონილი.

თუ მენსტრუაციის წინა სინდრომი არ იწვევს მძიმე დისკომფორტს, მაშინ დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნება მედიკემენტების გარეშე გამკლავების. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მენსტრუაციის წინა სინდრომი უფრო ხშირად აღინიშნება ქალაქის მაცხოვრებლებში – ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს არასწორ ცხოვრების წესთან და გადაჭარბებულ სტრესთან, რომლებიც ასევე უარყოფითად მოქმედებენ ჰორმონალურ ფონზე. ამიტომ მენსტრუაციის წინა სინდრომის გადაწყვეტის პირველი ნაბიჯი ემოციური ფონის სტაბილიზაციაა.

პრედმენსტრუალური სინდრომის საბრძოლველად კიდევ ერთი ნაბიჯია – სასქესო ჰორმონების მიღება. ასეთი მკურნალობა ტარდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჰორმონოთერაპიის მიზანი – არის მენსტრუაციის წინა სინდრომის ფიზიკური სიმპტომების აღმოფხვრა. ყველაზე გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) დანიშვნა, რომლებიც დროებით „გამორთავენ“ საკვერცხეების ფუნქციებს და საკუთარ თავზე აიღებენ მენსტრუალური ციკლის რეგულირების ამოცანას. ამის წყალობით, სასქესო ჰორმონების დისბალანსი, რამაც გამოიწვია მენსტრუაციის წინა სინდრომის გამოვლენა, ქრება. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმები რეკომენდაციას უწევენ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღებას.

მძიმე შემთხვევებში, როდესაც კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების (კოკ) მიღება შეუძლებელია ან არაეფექტურია, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს პროგესტინული პრეპარატები ან გონადოტროპინ-რილიზინგ ჯგუფის აგონისტი ჰორმონები. ასეთი მკურნალობის ეფექტურობა 85% -ს აღწევს, თუმცა ამგვარი პრეპარატების გრძელვადიანი გამოყენება ხანდახან გვერდით მოვლენებს იწვევს, ამიტომ მათ არ ნიშნავენ ნახევარ წელზე მეტი ვადით.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები


ოჯახის დაგემვა, კონტრაცეფცია