ბლისტერი

ბლისტერი, ბლისტერული შეფუთვა (სინონიმი – კონტურული უჯროვანი შეფუთვა) – პლასტიკური შეფუთვის ტიპი, რომელიც გამოიყენება მსუბუქი, მცირე ტვირთებისათვის. მაგალითად, კოსმეტიკის, საკანცელარიო საქონლის, მობილური ტელეფონების აქსესუარების, წამლების და სხვ. შესაფუთად.

შეფუთვა, წარმოადგენს ნივთების ჩასადებ ბუდეს, რომელსაც გააჩნია, შესაფუთი საქონლის მიხედვით ფორმა და ზომა. პლასტმასის ფირფიტა, შეიძლება იყოს გამჭირვალე ან უხეში პოლიგრაფიული სუბსტრატი (პლასტმასის მასალა, შეიძლება იყოს არაგამჭირვალე, ხოლო სუბსტრატი შეიძლება იყოს დამზადებული მეტალური კილიტისაგან (ფოლგა) – მაგალითად, სამკურნალო პრეპარატებისათვის  ვაკუუმური  ტაბლეტის, ან კაფსულის ფორმის შეფუთვა.

ბლისტერი წარმოადგენს პატარა ჯიბის ან ნახვრეტის ფორმის წარმონაქმნს, რომელიც ჩვეულებრივ, დამზადებულია თერმოპლასტური პოლიმერისგან (პლასტმასი).

გაუმჭვირვალე ბლისტერით, ხშირად დაცულია სინათლის (ულტრაიისფერი სხივები) მიმართ მგრძნობიარე საქონელი.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.