ნეიროპათიური ტკივილი

ნეიროპათიური ტკივილი, ნეიროპათიური ტკივილები – ტკივილის ფორმა, რომელიც გამოირჩევა ჩვეულებრივი ტკივილისაგან. ტკივილი აღმოცენდება, არა ფიზიკური დაზიანებების შედეგად, არამედ პერიფერიულ ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ნეირონების (პასუხისმგებლები ორგანიზმის ფიზიკურ დაზიანებაზე. ჩვეულებრივი ტკივილის  ნეირონები.)  პათოლოგიური აღგზნების შედეგად.

ნეიროპათიური ტკივილი, შეიძლება ასოცირებული იყოს, ანომალურ შეგრძნებებთან (დიზესთეზია) ან ისეთ სტიმულებთან, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაში არ იწვევენ ტკივილს (ალოდინია).

ნეიროპათიური ტკივილი, შეიძლება იყოს მუდმივი და/ან ეპიზოდური. ეპიზოდური ტკივილი, არის გამგმირავი ან ელექტრული დენის, კუნთებში გავლის მსგავსი შეგრძნება.

ზოგადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია, წვის ან სიცივის, ჭიანჭველების ცოცვის, ნემსების ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და ქავილი. ნეიროპათიური ტკივილის მიზეზი, შეიძლება იყოს პერიფერიულ და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, მიმდინარე პათოლოგიური პროცესები. ამრიგად, განასხვავებენ პერიფერიულ ნეიროპათიას, ცენტრალური ან შერეული ტიპის ნეიროპათიურ ტკივილს.

ნეიროპათიური ტკივილი, აღინიშნება ევროპის მოსახლეობის 7-8%-ს, ხოლო 5%-ში შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ფორმით.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.