DHA & D3 / DHA & D3

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

DHA & D3-ს საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

DHA & D3-ს კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები


DHA & D3  აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:

1 მლ შეიცავს
მცენარეულ წარმოშობის DHA – 40 mg,
ვიტამინი D3 – 10  μg,
ვიტამინი A – 175 μg,
ვიტამინი E – 5 mg,
დამხმარე ნივთიერება: მზესუმზირის ზეთი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
DHA – დოკოზაჰექსანის მჟავა მიეკუთვნება ომეგა-3 უჯერ ცხიმოვან მჟავებს.
პროდუქტი მიღებულია დოკოზაჰექსაენის მჟავის მცენარეული წყაროსგან – ბუნებრივი წყალმცენარეებისგან, რომლებიც მოყვანილია სრულიად კონტროლირებად პირობებში. მის უპირატესობას წარმოადგენს გარემოს ტოქსიური მინარევების არარსებობა.
DHA ხასიათდება ანტიაპოპტოზური, იმუნომოდულატორული, ნეიროპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
DHA წარმოადგენს უჯრედის მემბრანის ფოსფოლიპიდური შრის მნიშვნელოვან კომპონენტს, ტვინისა და თვალის ბადურის ძირითად სტრუქტურულ და ფუნქციურ სამშენებლო მასალას. ტვინის რუხი ნივთიერების სტრუქტურული ლიპიდების 30%-ს წარმოადგენს DHA.
DHA-ესენციური ნუტრიენტია ნერვულ სისტემაში, რომელიც აუცილებელია ნაყოფისა და ახალშობილის ნერვული სისტემის და მხედველობის ანალიზატორის ნორმალური განვითარებისთვის.
ახალშობილებში DHA განსაზღვრავს ნერვული გზების და ქერქოვანი სტრუქტურების განვითარებას ტვინში, შესაბამისად, განსაზღვრავს კოგნიტური ფუნქციების განვითარებას;

DHA ამცირებს ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.

DHA განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღენაკლულ და დაბალწონიან ახალშობილებში.  კერძოდ, ამცირებს ბრონქოპულმონურ დისპლაზიებს, ნეკროზულ ენტეროკოლიტს და დღენაკლულთა რეტინოპათიას.

ვიტამინი D3 ხელს უწყობს Ca-ის აბსორბციას ნაწლავში; ინარჩუნებს კალციუმის და ფოსფორის ადექვატურ კონცენტრაციებს სისხლში, რითაც ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ მინერალიზებას. მონაწილეობს უჯრედების ზრდაში, ნერვულ და იმუნურ ფუნქციებში, ანთების დაქვეითებაში. ის აუცილებელია ძვლის ზრდისთვის და რემოდელირებისთვის.  ვიტამინი D3 მნიშვნელოვანია რაქიტისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.

ვიტამინი E ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, აქვეითებს პროსტაგლანდინების პროდუქციას და თრომბოციტების აგრეგაციას. მონაწილეობს სტრუქტურულ და იმუნურ ფუნქციებში, უჯრედულ სიგნალიზაციაში, გენების ექსპრესიის რეგულაციაში, ერითროციტების ფორმირებაში.

ვიტამინი E ეფექტურია ახალშობილებში რეტროლენტალური ფიბროპლაზიის, სკლერომის, სუნთქვითი დარღვევების სინდრომის, ჰემოლიზური დაავადების და ანემისას დღენაკლულებში; ეფექტურია ასევე ჩვილებში ხელოვნური კვებისას ჰიპოვიტამინოზის პროფილქტიკისთვის;
ვიტამინი A მნიშვნელოვანია მხედველობისთვის; მონაწილეობს იმუნურ რეაქციებში; უზრუნველყოფს უჯრედების ზრდას და დიფერენცირებას, რითაც ხელს უწყობს ძვლების და კბილების ზრდას, ასევე, შინაგანი ორგანოების ფორმირებას (გული, ფილტვები, თირკმელები და სხვა); აქვს დამცავი მოქმედება კანზე და ლორწოვან გარსებზე.

პრეპარატი განკუთვნილია

– რაქიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის
– ნერვული სისტემის განვითარებისთვის
– მხედველობის ანალიზატორის განვითარებისთვის
– კოგნიტური ფუნქციების განვითარებისთვის
– გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის გაუმჯობესება
– ალერგიული დაავადებების განვითარების რისკის შემცირებისთვის

მიღების წესი და დოზირება
12 წვეთი (0,5 მლ) ორჯერ დღეში ჭამის დროს
გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი

უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა

შენახვის პირობები:
წვეთები ინახება მშრალ და გრილ ადგილას

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

გამოშვების ფორმა: წვეთები 20 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Euronatural, იტალია

გაფრთხილება