ანტიფერმენტები

ანტიფერმენტები (antienzymes) – ცილები, რომლებსაც შეუძლიათ, გარკვეული ფერმენტების სპეციფიკურად ბლოკირება, მათთან კომპლექსების წარმოქმნით. ძირითადად, ანტიფერმენტები გამომუშავდება ნაწლავის პარაზიტების მიერ, ამით თავს იცავენ მასპინძელი-ორგანიზმის ფერმენტების გამანადგურებელი მოქმედებისაგან.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.