ალოფერის სიროფი / Aloferi Syrup

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალოფერის სიროფი / Aloferi Syrup-ის საერთაშორისოდასახელება (აქტიურინივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ალოფერის სიროფი / Aloferi Syrup-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალო საშუალებები


ალოფერის სიროფი / Aloferi Syrup აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
რკინის (II) სულფატი – 0,962გ რკინის შემცველობით;
განზავებული ქლორწყალბადმჟავა – 1,95გ;
ასკორბინის მჟავა – 0,52გ;
ალოეს წვენის სიროფი – 130გ-მდე;
(1 მლ სიროფი შეიცავს 9,62მგ რკინას);
ალოეს წვენი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს:
ანტრაცენწარმოებულებს (ალოე-ემოდინი, ალოინი, ალოინოზიდი), მწარე გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
რკინის (II) სულფატი:
– რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი;
– აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის;
– შედის მიოგლობინის, რიგი ფერმენტების შემადგენლობაში;
– დეპონირდება ორგანიზმში.
ასკორბინის მჟავა:
– განაპირობებს სამვალენტიანი რკინის ორვალენტიან იონურ რკინად აღდგენას;
– აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას;
– არეგულირებს კაპილარების განვლადობას;
– უზრუნველყოფს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზს;
– მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში;
ალოეს წვენის სიროფი:
– აქვს ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
– შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს;
– აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ;
– აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსების რეგენერაციულ პროცესებს;
ქლორწყალბადმჟავა:
– აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან რკინის შეწოვას.

ჩვენებები

– სხვადასხვა ეთიოლოგიის რკინადეფიციტური (ჰიპოქრომული) ანემიები;
– გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე – და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);
– რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.

მიღების წესები და დოზები

პერორალურად
მოზრდილებში და ბავშვებში 14 წლის ზემოთ: 1 _ 2 ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 50მლ წყალში 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
ბავშვებში 3 წლამდე: პრეპარატის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად სხეულის წონის გათვალისწინებით. იხ. ცხრილი;
ალოფერის სიროფის სადღეღამისო დოზები ბავშვის წონის მიხედვით:

ბავშვის წონა კგ-ში  3-4კგ  5-6კგ  7-8კგ  9-10კგ  11-12კგ  13-14კგ  15-16კგ
 სადღეღამისო დოზა მლ_ში  0,5-0,6მლ  0,7-0,9მლ  1,0-1,2მლ  1,3-1,7მლ  1,8-2,0მლ  2,1-2,2მლ  2,3-2,5მლ
 სადღეღამისო დოზა წვეთებში  15-18წვთ  21-27წვთ  30-36წვთ  39-51წვთ  54-60წვთ  63-66წვთ  69-75წვთ

სიროფის დოზა გადანაწილდება 2-3 მიღებაზე.
ბავშვებში 3 წლიდან 6 წლამდე: ნახევარი ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 30მლ წყალში 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
ბავშვებში 6 წლიდან 14 წლამდე: 1 ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 30მლ წყალში 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 8-12 კვირა.
პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ ფლაკონი!
პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია 200მლ-მდე წყლის მიყოლება.

გვერდითი მოვლენები
ანორექსია, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, გამონაყარი კანზე. მკურნალობის პერიოდში საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი.

უკუჩვენება

– სხვა ეთიოლოგიის ანემიები;
– ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
– კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
– ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
– დიფუზური გლომერულონეფრიტი;
– ორსულობა.
– შაქრიანი დიაბეტი.
შენიშვნა: პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმის კალიუმით გაღარიბება და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი.
უნდა ვერიდოთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, პენიცილინამინებთან, ანტაციდურ პრეპარტებთან დანიშვნას, რადგან მცირდება რკინის შეწოვის პროცესი.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვა: ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

გამოშვების ფორმა: 130გ სიროფი ფლაკონში
გაცემის რეჟიმიIII ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნეოფარმისაქართველო

გაფრთხილება