მენინგოკოკი

მენინგოკოკი (ლათ.Neisseria meningitidis) – გრამუარყოფითი დიპლოკოკების სახეობა. გვარი Neisseria. იწვევს მენინგოკოკურ ინფექციას, რომელიც მიმდინარეობს ცხვირ-ხახის (ნაზოფარინგიტი) ლორწოვანის, თავის ტვინის გარსების (მენინგიტი) დაზიანებით, სეპტიცემიით. ბაქტერიამტარებლობა ფართოდ არის გავრცელებული.
მენინგოკოკის ბუნებრივი რეზერვუარი, არის ადამიანის ცხვირ-ხახა. გადაცემის გზა ჰაერ-წვეთოვანია. ყველაზე ხშირად ინფექციის წყაროა, ბაქტერიის მტარებელი და ნაზოფარინგიტით დაავადებული ადამიანი. მენინგოკოკური ინფექცია არის ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადება. აღმძვრელია  Neisseria meningitidis. ორგანიზმში ცხვირ-ხახიდან შეჭრის შემდეგ, ისინი მრავლდებიან და წარმოქმნიან ანთების პირველად კერებს. ყნოსვის ნერვის ანთებით პროცესების შედეგად, ინფექცია ვრცელდება თავის ტვინის გარსებზე. შესაძლებელია ორგანიზმში მენინგოკოკების ჰემატოგენური გავრცელება. პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ენდოტოქსინს, რომელიც მონაწილეობს ტოქსიკური შოკის განვითარებაში და თრგუნავს ნეიტროფილების ფაგოციტურ აქტიურობას. დაავადების პათოგენეზი, მოიცავს ტოქსიკურ და სეპტიკური დაზიანებას, შეუღლებულს ალერგიულ რეაქციებთან.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.