ლომექსი – ორალური წვეთი / Lomex Oral Drop

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ჩვენებები: ადიუვანტური მკურნალობა არაინფექციური დიარეისთვის (სპაზმების, დეფეკაციის სიხშირის და დიარეის ხანგრძლივობის შემცირება)

შემადგენლობა: ბაღის ქონდარის (Satureja hortensis) ეთერზეთი.

მოქმედი ნივთიერებები: კარვაკროლი, პ-ციმოლი

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმები
ბაღის ქონდარის ეთერზეთში და აქვს ანტისპაზმური და ანტიმიკრობული თვისებები, აქედან გამომდინარე ის შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნას მიკრობული დიარეის შემთხვევაშიც.

დოზირება და მიღების წესი
20 წვეთი გახსენით მცირე რაოდენობით წყალში(პატარა ჭიქა), მიიღეთ 3-4 ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

უკუჩევენებები
• ორსულობა და ლაქტაცია
• 12 წლმადე ასაკი

გვერდითი მოვლენები
რაც შეეხება მის უსაფრთხოებას FDA ბაღის ქონდარს აკუთვნებს GRAS (Generally Regarded As Safe) კატეგორიას და მისი გამოყენება რეკომენდირებული დოზებით უსაფრთხოა. აგრეთვე, რეკომენდირებული დოზებით და ხანგრძლივობით გამოყენებისას, უარყოფითი რეაქცია არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

დამატებითი შენიშვნები
• მკურნალობის კურსის განმავლობაში აუცილებელია საკმარისი რაოდენობით ორს-ის  (ORS-ორალური რეჰიდრატაციული სითხე) მიღება.
• იმ შემთხვევაში თუ დიარეას ვერ უმკლავდებით  3 დღიანი მკურნალობის შემდეგ; ცხელების ან განავალში სისხლის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
• შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას, თავდახურული,  სინათლისგან მიუწვდომელ ადგილას 15-30 °C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: ორალური წვეთები, 15მლ-იანი ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება