მეგალეტინი – MEGALETIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა:
ვიტამინი C(L-Askorbic acid), მიკროკრისტალური ცელულოზა, ვიტამინი E(DL-alpa-tocopheryl acetate), ლუთეინი, თუთია (zinc gluconate), მშრალი ყურძნის კურკის ექსტრაქტი (vitis vinifera) რომელიც შეიცავს 95% პროანტოციანიდინს, ზეაქსანტინი, კარტოფილის სახამებელი, მშრალი მოცვის ექსტრაქტი რომელიც შეიცავს 25% ანტოციანიდს, პროვიტამინი A (β-carotene), ვიტამინი B6 (pyridoxine hydrochloride),  ვიტამინი B12(cyanocobalamine).

შემადგენლობა ერთ აბი შეიცავს დღის ნორმა %
ვიტამინი C( L-ascorbic acid) 32 მგ 40%
ლუთეინი 10 მგ
თუთია (Zinc gluconate) 1,43 მგ (10მგ) 100%
ვიტამინი E(DL-alpa-tocopheryl acetate) 6 მგ 50%
მშრალი მოცვის ექსტრაქტი 5 მგ (300მგ)
მშრალი ყურძნის კურკის ექსტრაქტი 5 მგ
პროვიტამინი A(β-carotene) 2,5 მგ 50%
ზეაქსანტინი 1 მგ
ვიტამინი B6(pyridoxine hydrochloride) 1 მგ 71%
ვიტამინი B2(Riboflavin) 0.8 მგ 57%
ვიტამინი B1(Thiamine hydrochloride) 0.7 მგ 64%
B12(cyanocobalamine) 0.5 მგ 20%

თვისებები:

მეგალეტინში შემავალი ინგრედიენტები, როგორიც არის: თუთია, რიბოფლავინი და ვიტამინი A,  გვეხმარება შევინარჩუნოთ მახვილი მხედველობა. უფრო მეტიც ვიტამინი C, ვიტამინი E, თუთია და რიბოფლავინი იცავენ მთელი სხეულის უჯრედებს ოქსიდაციური ( თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობა) სტრესისაგან. ვიტამინები C, B6, B12, და რიბოფლავინი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას.

მეგალეტინი ასევე შეიცავს ლუთეინს, ზეაქსანტინს, ევროპული მოცვისაგან მიღებულ ანტოციანინს, ყურძნის კურკისგან მიღებულ პროანტოციანინს და ვიტამინ B1-ს.   ბეტა კაროტინი (β-carotene) A ვიტამინის ბიოლოგიურად ადვილად მოსაპოვებელი ფორმაა, ხოლო მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ A ვიტამინი კომბინაციაში რიბოფლავინთან და თუთიასთან ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას.

ჩვენება:
მეგალეტინი რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის რომლებიც შედიან მხედველობის დაქვეითების რისკ ჯგუფში: დიდი ხნის მანძილზე კომპიუტერთან მუშაობა, დაბალი ან ცვალებადი შუქის ზეგავლენა, ხანგრძლივი დროის მანძილზე კითხვა, ავტომობილის მართვა, მზის სხივის პირდაპირი ზემოქმედება თვალის გარსზე

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
1  აბი 1 – ჯერ დღეში
რეკომენდებულია ყოველდღიური მიღებისათვის

განსაკუთრებული მითითებები:
ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიტამინების დღიური ნორმის შესავსებად ან დიეტის დაცვის მიზნით.

უკუჩვენება:
არ გამოიყენოთ პრეპარატი მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.   მეგალეტინის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის წესი:
შეინახეთ მშრალ და ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  # 30 აბი.(3,6 გ.)

მწარმოებელი: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება