მენოვაზინი – MENOVASINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მენთოლი, პროკაინი, ბენზოკაინი/MENTHOL, PROCAINE, BENZOCAINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნეიროტროპული საშუალება; ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედების

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 40 მლ
10 მლ
მენთოლი…………     250 მგ
პროკაინი…………    100 მგ
ბენზოკაინი……….   100 მგ

ჩვენებები:

  1. ნევრალგია;
  2. კუნთოვანი და სახსროვანი ტკივილი (მიალგია, ართრალგია);
  3. ქავილით მიმდინარე დერმატოზი.

მიღების წესი:
მენოვაზინის ხსნარს შეიზელენ კანის დაზიანებულ უბანზე 2–3–ჯერ დღეში.

გვერდითი მოქმედება:

  1. თავბრუსხვევა;
  2. საერთო სისუსტე;
  3. არტერიული წნევის დაქვეითება.

უკუჩვენებები:
მენოვაზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
მონაცემები არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:
არ აღინიშნება

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ცივ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

ვადა – 2 წელი
მწარმოებელი: FITOPHARM

გაფრთხილება