ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მენთოლი, პროკაინი, ბენზოკაინი/MENTHOL, PROCAINE, BENZOCAINE
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნეიროტროპული საშუალება; ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედების
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 40 მლ
10 მლ
მენთოლი………… 250 მგ
პროკაინი………… 100 მგ
ბენზოკაინი………. 100 მგ
ჩვენებები:
- ნევრალგია;
- კუნთოვანი და სახსროვანი ტკივილი (მიალგია, ართრალგია);
- ქავილით მიმდინარე დერმატოზი.
მიღების წესი:
მენოვაზინის ხსნარს შეიზელენ კანის დაზიანებულ უბანზე 2–3–ჯერ დღეში.
გვერდითი მოქმედება:
- თავბრუსხვევა;
- საერთო სისუსტე;
- არტერიული წნევის დაქვეითება.
უკუჩვენებები:
მენოვაზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
მონაცემები არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
არ აღინიშნება
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ცივ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
ვადა – 2 წელი
მწარმოებელი: FITOPHARM