მიკონოლსანი / MICONOLSAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/ comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა:-აქტიური სუბსტანცია: სალიცილის მჟავა 5%,გოგირდი 10%, დამხმარე სუბსტანცია: ვაზელინი და სხვა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:-კომბინირებული პრეპარატია, აქვს სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება.

ჩვენება:
ტერფისა და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
-თითებს შუა გლუვი კანის და სხვა სოკოვანი დაზიანებები;
-სხვადასხვა ფერის პიტირიაზი;
-კანის ჩირქოვანი დაავადებები;
-დერმატიტები;

გამოყენების წესი და დოზირება:-მიკონოლსანი თხელი ფენით დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში.მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 1-2 კვირას. სასურველია გამოყენება მიკოსანის ხსნართან კომბინაციაში შემდეგი წესით: ხსნარის წასმიდან  5-10 წუთის შემეგ ხდება მალამოს წასმა წრიული მოძრაობით 1-2ჯერ  დღეში. კანის გაღიზიანებისა და აქერცვლის შემდეგ ვწყვეტთ ხსნარით ზედაპირის დამუშავებას და მკურნალობას ვაგრძელებთ მალამოთი.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, კანის ტუბერკულიოზი,ათაშანგის კანისმიერი გამოვლინებები, ჩუტყვავილა,მარტივი ჰერპესი,პოსტ-ვაქცინური კანისმიერი რეაქციები და ღია ჭრილობაზე დატანა.

ადგილობრივი რეაქციები:- კანის ჰიპერემია, პრეპარატის დატანის ადგილას წვის  და ჩხვლეტის შეგრძნება, ( გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა)

შენიშვნა:- უკუნაჩვენებია თვალის მიმდებარე კანზე დატანა. ასევე  უნდა მოვერიდოთ დაზიანებულ კანზე  და ღია ჭრილობაზე პრეპარატის დატანას.არასასურველია გამოყენება სისველით მიმდინარე პროცესების დროს.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

შენახვის პირობები:ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25C- ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ვიტაფარმი, საქართველო

გამოშვების ფორმა: 25მგ მალამო პოლიმერული მასალის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება