მიკოსანი / MIKOSANI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია

შემადგენლობა:- აქტიური სუბსტანცია: რეზორცინი 4,5%, სალიცილის მჟავა 4,5%, იოდი 4%, დამხმარე სუბსტანცია: კალიუმის იოდიდი,ეთილის სპირტი,ქაფური,წყალი და სხვა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:-პრეპარატი მოქმედებს სხვადასხვა სახის დერმატოფიტებზე (Epidermophyton, Trichoppyton, Micospotum),საფუარა სოკოზე (Candida), აგრეთვე სხვადასხვა ფერის პიტირიაზის გამომწვევებზე (Malassezia furfur).

ჩვენება:– დერმატომიკოზები.

გამოყენების წესი და დოზირება: ონიქომიკოზის (ფრჩხილის სოკოვანი დაავადება) დროს ფრჩხილის დამუშავება 2-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში. ეპიდერმოფიტიის  (ტერფის და თითებს შორის დაზიანება) დროს 2-ჯერ დღეში  7-10 დღე. კანის მიკოზების დროს 2-ჯერ დღეში 7-10 დღე.

უკუჩვენება:– მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები:- ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

შენიშვნა:– ხსნარს აქვს ძლიერი კერატოლიზური (ამქერჩლავი) მოქმედება, რაც ზოგჯერ კანის დამწვრობის სურათს ქმნის. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და კანის აქერცვლამდე მისვლის შემდეგ ვწყვეტთ მის გამოყენებას და ვაგრძელებთ  მხოლოდ ფუნგიციდური მალამოთი მკურნალობას.

ვარგისიანობი ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები:ხსნარი ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავსვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,არა უმეტეს 25c- ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 10მლ ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონში.1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი: ვიტაფარმი, საქართველო

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება