მინისებრი სხეული – CORPUS VITRUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელებაCORPUS VITRUM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რეგენერაციის სტიმულატორი

გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ შეფუთვაში 10 ც.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ავლენს არასპეციფიკურ მასტიმულირებელ მოქმედებას, იგი აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, გააჩნია დამარბილებელი და შეწოვის მოქმედება.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ნაწიბუროვანი ქსოვილის დასარბილებლად და გასაწოვად სახსრების სხვადასხვა გენეზის კონტრაქტურის, ოპერაციის შემდგომი, დამწვრობების, ტრავმული და სხვა ფართო ზომის ნაწიბურების დროს, ძვლოვანი კორძის განვითარების სტიმულაციისათვის.
პრეპარატი ინიშნება აგრეთვე როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ნევრალგიების, რადიკულიტის, ფანტომური ტკივილების დროს.
პრეპარატი ეფექტურია კერატიტების, თვალის რქოვანას წყლულისა და დამწვრობის დროს (რეგრესიულ პერიოდში), აგრეთვე თვალის ტრავმების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
მინისებრი სხეული შეჰყავთ კანქვეშ ან კონიუქტივიტის ქვეშ.
2 მლ გამოიყენება ყოველდღიურად: მკურნალობის კურსი კონტრაქტურის, ნაწიბურების დროს შეადგენს 25 დღემდე, ნევრალგიების დროს – 8-დან 10 დღემდე.
სუბკონიუნქტივურად პრეპარატი შეჰყავთ დოზით 0,3-0,5 მლ.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული გამოვლინებები.

უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება ინფექციური დაავადებების, ანთებითი პროცესების, ზოგადი გამოფიტვის, ნეფრიტის, ღვიძლის ციროზის, შეშუპებით მიმდინარე გულის უკამრისობისას, ავთვისებიანი სიმსივნის დროს წინააღმდეგნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთანარ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირებაარ აღინიშნება პრეპარატის მცირე ტოქსიკურობის გამო.

შენახვის პირობებიპრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
აფთიაქიდან პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: BIOPHARM

გაფრთხილება