მინოქსი – MINOX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება)მინოქსიდილი/MINOXIDIL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  გამელოტების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის 2%:ფლაკონში 60 მლ
1 მლ
მინოქსიდილი…………..      20 მგ
ხსნარი
ადგილობრივი
გამოყენებისათვის 5%:ფლაკონში 60 მლ
1 მლ
მინოქსიდილი…………..      50 მგ
დამხმარე
ნივთიერებები:
ალკოჰოლი 96%, პანთენოლი, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მინოქსი ხელს უწყობს თმის ზრდას თავის ქალას უთმო ზედაპირზე. პრეპარატი ნაჩვენებია 18-65 წლამდე ასაკის ჯანმრთელი ქალებისა და მამაკაცებისათივს, რომლებიც უჩივიან მემკვიდრეობითი ტიპის თმის ცვენას.

ჩვენებები:
მინოქსი ნაჩვენებია მემკვიდრეობითი ანდროგენული ტიპის ალოპეციის სამკურნალოდ. მინოქსის ადგილობრივად გამოყენება ხელს უწყობს თავის კანის უთმო ზედაპირზე თმის ზრდას.
ხშირ შემთხვევაში გამელოტება და თმის ცვენა მიმდინარეობს ნელა, წლების მანძილზე. თმის ხელახალი ზრდა ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ პრეპარატის გამოყენება საჭიროა სულ ცოტა 4-6 თვე, მაგრამ სრულ შედეგს იძლევა მხოლოდ მისი 1 წლის გამოყენების შემდეგ. მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვევს თმის ხელახალ ცვენას.

მიღების წესი და დოზირება:
სასურველია რეკომენდებული დოზის ზუსტი დაცვა.
მკურნალობისათვის პრეპარატის მაქსიმალური რაოდენობაა 2 მლ დღეში – 1 მლ დილით და 1 მლ საღამოს. პრეპარატის უფრო ხშირი გამოყენება არ იწვევს თმის გაძლიერებულ ზრდას, არამედ მატულობს გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე.
ეს პრეპარატი არ არის ნაჩვენები ბავშვებში 18 წლამდე. პრეპარატის გამოტოვებული დოზა მიიღება გახსენებისთანავე, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ახლოვდება შემდგომი გამოყენების დრო. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება რამდენიმე თვეში, აუცილებელია მკურნალი ექიმის ინფორმირება.
მიღების წესი:
– ხსნარის 1 მლ გამოიყენება დღეში 2-ჯერ ალოპეციურ უბანზე. პრეპარატი გამოიყენება მშრალ თავზე და კანზე. მკურნალობის შედეგის მისაღწევად აუცილებელია მინოქსის გამოყენება 4 თვე ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით. სრული შედეგი მიიღწევა მინოქსიდილის 1 წლის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში. მკურნალობის შეწყვეტა ხელს შეუწყობს თმის ცვენას.
– დაუშვებელია პრეპარატის გამოყენებიდან 2 სთ-ის განმავლობაში თავის დაბანა, თმის საშრობის გამოყენება და ბალიშზე თავის დადება გამოყენებიდან 1 სთ-ის განმავლობაში.
– არ არის რეკომენდებული ხსნარის მოხვედრა სახეზე ან კანის სხვა უბანზე, ლორწოვან გარსზე.

გვერდითი მოვლენები:
დიარეა, გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი.
გვერდითი ეფექტები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას:
იშვიათად: ადგილობრივი გაღიზიანება და გამონაყარი, სუნთქვის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება, სხეულის სხვადასხვა უბნებზე შეშუპების განვითარება, სახის შეშუპება, კანის მხრივ ადგილობრივი რეაქციები (გაღიზიანება, გამონაყარი, ანთება და სხვა). თუ ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები განვითარდა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
* ლაქტაციის პერიოდი. 18 წლამდე ასაკი.
* დაუშვებელია მკურნალობის დაწყება ექიმის კონსულტაციის გარეშე: თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულის, ღვიძლის, თირკმლის/შარდგამომყოფი სისტემის, სისხლის (კოაგულაციური), კანის დაავადებები;
* სკალპის დამწვრობა.

განსაკუთრებული მითითებები:
* მინოქსის მიღების პერიოდში საჭიროა სისხლის, შარდის, თირკმლის ფუნქციისა და გულის ტესტების მონიტორინგი.
* აუცილებელია პაციენტის კვირაში 2-ჯერ აწონვა; წონაში უჩვეულო მატების შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ინფორმირება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელიTRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL PRODUCTS MAABAROT, ისრაელი

გაფრთხილება