მიოდოლი / MYODOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფენირამიდოლის ჰიდროქლორიდი/
phenyramidol HCL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები

ფარმაკოლოგიური თვისებები
მიოდოლი, როგორც მიორელაქსანტი თავის და ზურგის ტვინზე ზემოქმედების შედეგად თრგუნავს პოლისინაფსურ რეფლექსებს, ამცირებს განივზოლიანი კუნთების ტონუსს და ასევევ გააჩნია ანალგეზიური მოქმედება. მიოდოლი არ მოქმედებს მონოსინაფსურ რეფლექსებზე.

ჩვენებები
ტკივილი ზურგში, ლუმბაგო, იშიაზი, მალთაშუა დისკის დაზიანება, სამედიცინო-მექანიკური დაზიანება, ასევე დამხმარე თერაპიისათვის წყალქვეშა მასაჟების დროს.

მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 ამპულა ღრმად კუნთებში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს კანის ალერგიული რეაქციების განვითარებას

უკუჩვენება
სიფრთხილის ზომები:
ინტრამუსკულარული გამოყენების დროს ახასიათებს კარგი ამტანობა. იშვიათ შემთხვევებში, ინექციის შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თავბრუსხვევას. ასეთ დროს საინექციო მანიპულაციების შემდეგ რეკომენდებულია დასვენება 1 საათის განმავლობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მიოდოლი იწვევს ანტიკოაგულაციური საშუალებების, ტოლბუტამიდის და დიფენილჰიდანტოინის თერაპიული ეფექტურობის ზრდას.

შენახვის პირობები და ვადები
შეფუთულ მდგომარეობაში პრეპარატი ინახება 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ამპულის დიდხანს სიცივეში გაჩერების შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი შემადგენლობის კრისტალიზაციის პროცესს, ეს არ წარმოადგენს მისი გამოყენების უკუჩვენებას, ვინაიდან ამპულის გათბობის შემდეგ მისი შემადგენლობა კვლავ აღდგება.

შენახვის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი: აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი: PSP

გამოშვების ფორმა: 800მგ/3მლ 3მლ ი.მ.საინექციო ხსნარი ამპულა №3

გაცემის რეჟიმიII ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

გაფრთხილება