მიოკარდინი – MIOCARDIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): L-კარნიტინი/LEVOCARNITINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამინომჟავები და მათი წარმოებულები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დასალევი ხსნარი: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
L-კარნიტინი           ……………..100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, 70%-იან სორბიტოლის ხსნარი, მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატი, ალუბლის და ბლის არომატიზატორი, დისტილირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მიოკარდინს გააჩნია მეტაბოლური, ანაბოლური, ანტიჰიპოქსიური, ანტითირეოიდული, ცხიმოვანი ცვლის მასტიმულირებელი, რეგენერაციული მოქმედება. L-კარნიტინი – ბუნებრივი ნივთიერება, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინს (ვიტამინი BT – ზრდის ვიტამინი), წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების კოფაქტორს, უზრუნველყოფს CoA აქტივობის შენარჩუნებას. ახორციელებს გრძელ-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს ცხიმოვანი მჟავების b-დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მეტაბოლური ენერგია (ატფ-ის სახით).
მიოკარდინი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს. თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზს, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლში და კუნთებში.
მიოკარდინი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, ანელებს ცილების და ნახშირწყლების დაშლას.
მიოკარდინი ხასიათდება ნეიროტროპული მოქმედებით, აქვეითებს აპოპტოზს, შემოფარგლავსდაზიანებულ ზონას და აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
ჰიპერთირეოზის დროს აწესრიგებს მომატებულ ძირითად ცვლას (თიროქსინის ნაწილობრივი ანტაგონისტი).
მიოკარდინი ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვების ათვისებას. ამცირებს სხეულის ჭარბ წონას და ცხიმების შემცველობას კუნთებში.
ფარმაოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა მიღებიდან 3 სთ-ში, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 სთ. თავისუფლად გადადის ღვიძლში და მიოკარდიუმში, შედარებით ნელა კუნთებში.
გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 15 სთ.

ჩვენებები:
კარნიტინის პირველადი (გენეტიკური) და მეორადი დეფიციტი: თირკმლის უკმარისობისას ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები;
კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გიდ (სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პოსტინფარქტული მდგომარეობა), ჰიპოპერფუზია, კარდიოგენული შოკი;
ნერვული ანორექსიის სინდრომი (ნევროგენული ანორექსია), ფიზიკური გამოფიტვა ფსიქიური დაავადებების დროს, დისცირკულატორული და ტრავმული ენცეფალოპათია;
ქრონიკული პანკრეატიტი ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევით;
ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი;
დღენაკლული და დროული ახალშობილების ჰიპოტროფია, ჰიპოტონია, სამშობიარო ტრავმის და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი, ახალშობილების რესპირატორული დისტრეს სინდრომი; რეის სინდრომის მსგავსი სინდრომოკომპლექსი (ჰიპოგლიკემია, ჰიპოკეტონემია, კომა) განვითარებული ვალპროის მჟავის მიღების ფონზე;
ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი;
ბავშვებში და 16 წლამდე მოზარდებში თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა;
მძიმე დაავადებების და ოპერაციისშემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი;
კომპლექსურ თერაპიაში კანის დაავადებების დროს: ფსორიაზი, სებორეული ეგზემა, კეროვანი სკლეროდერმია და დისკოიდური წითელი მგლურა;
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში (როგორც ანაბოლიკი და ადაპტოგენი);
შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობა;
ეგზოგენურ-კონსტიტუციური სიმსუქნე.

მიღების წესი და დოზირება:
მიოკარდინი მიიღება კვებამდე 30 წუთით ადრე, შესაძლებელია გაიხსნას სითხეში (წყალი, ჩაი).
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: საშუალო დოზა 1 გ (ერთი ამპულა) 2-3-ჯერ დღეში.
ჰემოდიალიზი: 2-4 გ დღეში.
სტენოკარდია და პოსტინფარქტული პერიოდი: 2-6 გ დღეში.
ნერვული ანორექსია: 2 გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 თვე.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა: 1-2 გ 2-3-ჯერ დღეში.
მადის მოსამატებლად ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი და ქრონიკული პანკრეატიტი ეგზოკრინული ფუნქციის დარღვევით: 0.5 გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-1.5 თვე.
კანის დაავადებები: 1 გ 2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 2-4 კვირა.
ბავშვებში:
2 წლამდე – 150 მგ/კგ/დღეში. 1/2-1.5 ამპულა დღეში;
2-6 წელი -100 მგ/კგ/დღეში. 1.5-2 ამპულა დღეში;
6-12 წელი -75 მგ/კგ/დღეში. 2-3 ამპულა დღეში.

გვერდითი მოვლენები:
მსუბუქად გამოხატული: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური მოვლენები, მიასთენია (ურემიულ პაციენტებში).

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
მიოკარდინის მიღება დასაშვებია ექიმის კონსულტაციით, კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს. რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტებთან.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: MAGIS FARMACEUTICI S.P.A., იტალია

გაფრთხილება