ერვინია

ერვინია
(ლათ.
Erwinia) – ენტერობაქტერიების ოჯახის ბაქტერიების გვარი. გრამუარყოფითი ჩხირებია. ჰეტეროტროფები, ფაკულტატური ანაერობები. ასოცირებულია მცენარეებთან: ეპიფიტები, საფროფიტები, ფიტოპათოგენები. Erwinia carotovora (syn. Pectobacterium carotovorum) იწვევს კარტოფილის და სხვა მცენარეების დაავადებას. ბაქტერიები აზიანებს მცენარეების, როგორც მიწისზედა ისე მიწისქვეშა ორგანოებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.