Acaryochloris marina

Acaryochloris marina (ლათ.)Synechococcales რიგის სიმბიოზური ციანობაქტერიების სახეობა. ფოტოსინთეზის ძირითად პიგმენტად იყენებს d ქლოროფილს, რაც მას საშუალებას აძლევს გამოიყენოს სინათლის წითელი სპექტრი (შთანთქმის მაქსიმუმი – 710 ნმ). Acaryochloris marina-ს გენომი სექვენირებული იყო 2008 წელს. გენომის მთლიანი სიგრძე აღმოჩნდა სხვა პროკარიოტებთან შედარებით საკმაოდ გრძელი და შეადგინა 8.3 მლნ ფუძეთა წყვილი. გენეტიკური ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება 9 პლაზმიდაში, რომელიც Acaryochloris marina  უჯრედებში, ერთადერთ ასლად ინახება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.