მულტიზანი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
♦ მულტიზანი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები, მიკროელემენტები
Multizan – 13 ვიტამინითა და 11 მინერალით გაჯერებული კომპლექსი.
Multizan – შეიცავს B და C ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობენ დაღლილობის შემცირებას, ხელს უწყობენ სხეულის წინააღმდეგობის გაზრდას სტრესის მიმართ.
კომპლექსი შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს: რატიინი, ჰეპერიდინინი, პარაამინობგენური მჟავა და პაპენი.
ფორმულა “3-in-one” ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, უზრუნველყოფს სხეულის უჯრედების სრულ დაცვას.
მულტიზანი გამოიყენება იმუნიტეტის შესანარჩუნებლად და არის ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების დამატებითი წყარო!!!
მულტიზანი არის ვიტამინების უნიკალური კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს:
• ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის აცილებას;
• ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის გაუმჯობესებას;
• იმუნიტეტის შენარჩუნებას;
• გამოჯანმრთელებას სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის, ქრონიკულად მიმდინარე პროცესების დროს
მულტიზანი არის ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების კომპლექსი, ბუნებრივი ანტიოქსიდანტების დამატებითი წყაროს სახით.
მულტიზანის უპირატესობა:
• შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, ვიტამინების და მინერალების კომპლექსს
• მინერალების ხელატური ფორმა აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და უწყობს ხელს იმუნიტეტის შენარჩუნებას
• მულტიზანის შემადგენლობაში ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს გააჩნიათ დამატებითი თვისებები, კერძოდ: თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი ზემოქმედებისგან დაცვა და ორგანიზმის დაბერების პროცესის შენელება.
შემადგენლობა
| აქტიური ინგრედიენტები | რ–ობა 1 აბზე | დღეღამური მოხმარების
% დოზა |
| კალციუმის კარბონატი, კალციუმით გამოხატული * | 250 მგ | 25% |
| L ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) | 150 მგ | 250% |
| დიკალციუმის ფოსფატი ფოსფორით გამოხატული | 150 მგ | 18,80% |
| მაგნიუმის ოქსიდი მაგნიუმით გამოხატული * | 80 მგ | 20% |
| ჰესპერედინი | 32 მგ | |
| ნიკოტინამიდი (ვიტამინი B3) | 21 მგ | 116,70% |
| კალციუმის D პანტოთენატი (ვიტამინი B5) | 15 მგ | 250% |
| ვიტამინი B10 | ||
| D- α ტოკოფეროლ აცეტატი (ვიტამინი E) | 10 მგ | 100% |
| რიბოფლავინი (ვიტამინი B2) | 6 მგ | 375% |
| პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) | 6 მგ | 300% |
| რკინის სულფატი რკინით გამოხატული * | 6 მგ | 42,90% |
| თიამინის მონოჰიდრატი (ვიტამინი B1) | 5 მგ | 357,10% |
| რუტინი | 5 მგ | |
| თუთიის ოქსიდი თუთიით *გამოხატული | 4 მგ | 26,70% |
| ბეტა კაროტინი | 3 მგ | |
| პაპაინი | 2მგ | |
| რეტინოლ პალმიტატი (ვიტამინი A) | 750 მკგ | 93,80% |
| სპილენძის სულფატი სპილენძით გამოხატული * | 0.4 მგ | |
| მანგანუმის კარბონატი მანგანუმით გამოხატული * | 0.4 მგ | |
| ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) | 100მკგ | 50% |
| კალიუმის იოდიდი იოდით გამოხატული * | 40მკგ | 26,70% |
| ნატრიუმის სელენიტი სელენით გამოხატული * | 13 მკგ | 18,60% |
| ნატრიუმის მოლიბდატი მოლიბდენით(VI) *გამოხატული | 12 მკგ | |
| D-ბიოტინი (ბიოტინი) | 12 მკგ | 24% |
| ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) | 10 მკგ | 200% |
| ქრომი (III) ქლორიდი ქრომით გამოხატული * | 10 მკგ | |
| ციანკობალამინი (ვიტამინი B12) | 9 მკგ | 900% |
| * მინერალები ხელატურ კომპლექსში |
მწარმოებელი: Lamyra, დიდი ბრიტანეთი
გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)