მუნდიზალი

მუნდიზალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მუნდიზალი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქოლინსალიცილატი+ცეტალკონიუმის ქლორიდი/CHOLITE SALICYLATE; CETALKONIUM CHLORIDE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა
1 გ
ქოლინსალიცილატი…………     87.1 მგ
ცეტალკონიუმის ქლორიდი……  0.1 მგ

ფარმაკოლოგიუირ თვისებები:
მუნდიზალ გელში შემავალი ქოლინსალიცილატი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან და უმოკლეს დროში ავლენს სასურველ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ტკივილის გაყუჩება აღინიშნება გელის წასმიდან 2-3 წუთის შემდეგ, ხოლო პრეპარატის მოქმედება გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში. მუნდიზალ გელი შეიცავს შაქარს და მას კარგად იტანს ლორწოვანი გარსი.

ჩვენებები:
ტკივილები და ანთებითი პროცესები ჭრილობის ჩირქგროვებისა და დაზიანებების დროს პირისა და ცხვირ-ხახის არეში მოზრდილებსა და ბავშვებში (სტომატიტი, გინგივიტი, ალვეოლიტი, პროთეზირებით გამოწვეული დაზიანებები);
კბილის ამოჭრისას.

მიღების წესი და დოზირება:
თუ პრეპარატი ექიმის მიერ არ არის დანიშნული, მაშინ გელი დაახლოებით 1 სმ სისქის წაისმება მტკივნეულ ადგილზე 3-4-ჯერ ჭამის და ძილის წინ.
ტუბი იხსნება იქ, სადაც საცობი ამოიხრახნება და გელი სუფთა თითით დაიტანება დაავადებულ ან მტკივნეულ ადგილზე და მსუბუქად შეიზილება.

გვერდითი მოვლენები:
მწვავე დაზიანებების შემთხვევაში მუნდიზალ გელის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია წვის შეგრძნება ხანმოკლე დროის განმავლობაში.

უკუჩვენებები:
მუნდიზალ გელი არ გამოიყენება სალიცილატებისადმი მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში  პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები:
ტკივილების გაგრძელებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოვლენების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ან ორსულობისას საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივი ინფორმირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: გელი,  ტუბში 8 გ

მწარმოებელი: MUNDIPHARMA, გერმანია

გაფრთხილება