მუნდიზალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
♦ მუნდიზალი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>
საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქოლინსალიცილატი+ცეტალკონიუმის ქლორიდი/CHOLITE SALICYLATE; CETALKONIUM CHLORIDE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა
1 გ
ქოლინსალიცილატი………… 87.1 მგ
ცეტალკონიუმის ქლორიდი…… 0.1 მგ
ფარმაკოლოგიუირ თვისებები:
მუნდიზალ გელში შემავალი ქოლინსალიცილატი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან და უმოკლეს დროში ავლენს სასურველ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ტკივილის გაყუჩება აღინიშნება გელის წასმიდან 2-3 წუთის შემდეგ, ხოლო პრეპარატის მოქმედება გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში. მუნდიზალ გელი შეიცავს შაქარს და მას კარგად იტანს ლორწოვანი გარსი.
ჩვენებები:
ტკივილები და ანთებითი პროცესები ჭრილობის ჩირქგროვებისა და დაზიანებების დროს პირისა და ცხვირ-ხახის არეში მოზრდილებსა და ბავშვებში (სტომატიტი, გინგივიტი, ალვეოლიტი, პროთეზირებით გამოწვეული დაზიანებები);
კბილის ამოჭრისას.
მიღების წესი და დოზირება:
თუ პრეპარატი ექიმის მიერ არ არის დანიშნული, მაშინ გელი დაახლოებით 1 სმ სისქის წაისმება მტკივნეულ ადგილზე 3-4-ჯერ ჭამის და ძილის წინ.
ტუბი იხსნება იქ, სადაც საცობი ამოიხრახნება და გელი სუფთა თითით დაიტანება დაავადებულ ან მტკივნეულ ადგილზე და მსუბუქად შეიზილება.
გვერდითი მოვლენები:
მწვავე დაზიანებების შემთხვევაში მუნდიზალ გელის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია წვის შეგრძნება ხანმოკლე დროის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
მუნდიზალ გელი არ გამოიყენება სალიცილატებისადმი მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება.
განსაკუთრებული მითითებები:
ტკივილების გაგრძელებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოვლენების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ან ორსულობისას საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივი ინფორმირება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა: გელი, ტუბში 8 გ
მწარმოებელი: MUNDIPHARMA, გერმანია