ნეოსპირინი + C / NEOSPIRINI + C

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): acetylsalicylic acid, ascorbic acid

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული  საშუალებები

შემადგენლობა
ერთი პაკეტის შიგთავსის შემადგენლობა:
აცეტილსალიცილის მჟავა _ 400მგ;
ასკორბინის მჟავა _ 240მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი, სახარინი, ფორთოხლის არომატიზატორი, კალციუმის ფოსფატი, პოლივინილპიროლიდონი;

ფარმაკოლოგიური თვისებები
აცეტილსალიცილის მჟავა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, აქვს ანალგეზიური, სიცხის დამწევი მოქმედება. ასკორბინის მჟავას აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ. ფარმაკოკინეტიკა: პერორალური მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 3 სთ-ში.
პრეპარატის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 80-85%-ს, დოზის მომატებით პლაზმის ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი 50%-მდე მცირდება.
აცეტილსალიცილის მჟავა განიცდის ნაწილობრივ მეტაბოლიზმს ღვიძლში, ნაკლებად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, როგორც შეუცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.
პრეპარატის ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის PH-ze.

ჩვენებები
გამოიყენება ტემპერატურის დასაწევად, ტკივილის მოსახსნელად, ორგანიზმის მოსაძლიერებლად გრიპის, მწვავე რესპირატორული და სხვა ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს.

მიღების წესები და დოზები
შუშხუნა ფხვნილი მიღების წინ უნდა გაიხსნას 100მლ ცხელ წყალში. ხსნარი მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში: 1-2 პაკეტის შიგთავსი 3_ჯერ დღეში.
მოზარდებში 15 წლიდან: 1 პაკეტის შიგთავსი 3_ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჰიპერერგული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, კანის რეაქციები). იშვიათ შემთხვევებში _ კუჭ-ნაწლავის მხრიდან სისხლდენები, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უკუჩვენება
ალერგიული რეაქციები, ორსულობის ბოლო ტრიმესტრი, ლაქტაცია, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, სისხლდენისადმი მომეტებული მიდრეკილება, ანტიკოაგულანტებთან ერთდროული დანიშვნა. პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და 15 წლამდე მოზარდებში არ შეიძლება.
“ნეოსპირინი+C”_ ს ფხვნილის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში რეის სინდრომის განვითარების საშიშროების გამო.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა გამოიყენოთ ანტიკოაგულანტებით თანმხლები მკურნალობისას, პოდაგრის, კუჭის ან/და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს (ანამნეზში), ეროზიული გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისადმი მიდრეკილების, ჰიპოთრომბინემიის, K ჰიპოვიტამინოზის, ანემიის, ორგანიზმში სითხის შეკავების მდგომარეობის (მათ შორის გულის ფუნქციური დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია), თირეოტოქსიკოზის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს ზემოქმედებას ყურადღების კონცენტრირებაზე ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს მეთოტრექსატის ტოქსიკურობას, ნარკოტიკული ანალგეზიურების, სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზურების და თომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების, სულფანილამიდების (მათ შორის ტრიმოქსაზოლის), ტრიიოდოთირონინის, რეზერპინის ეფექტებს. აქვეითებს ურიკოზურიული პრეპარატების (ბენზბრომარონი, სულფინპირაზონი), ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმდენების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი) ეფექტებს.
გლუკოკორტიკოსტეროიდები, ალკოჰოლი და ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე დამაზიანებელ მოქმედებას, ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების განვითარების რისკს. ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატების და ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს ნაწლავში რკინის პრეპარატების შეწოვას.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია!
შენახვა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, 8-15oC ტემპერატურის პირობებში.

მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გამოშვების ფორმა: 400/250მგ შუშხუნა ფხვნილი#10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება