ნეოსორბი / Neosorb

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები,  ენტეროსორბენტი

შემადგენლობა:
გ/1 კაფს:
ალუმინის და მაგნიუმის სილიკატების ნარევი – 0,5 გ; აეროსილი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფოროვანი თიხა, თავისი სტრუქტურული აგებულებიდან გამომდინარე, იწოვს სითხესა და გაზებს. იწვევს ვირუსების, ბაქტერიების და ტოქსინების აბსორბციას, ახდენს ჭარბი გაზისა და სითხისაგან განთავისუფლებული ნაწლავების ტონუსისა და პერისტალტიკის ნორმალიზაციას.

ჩვენება:
•    გაზების წარმოქმნა;
•    მეტეორიზმი, აეროფაგია;
•    ფლატულენცია (ნაწლავებში გაზის დაგროვება);.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

მიღების წესი და დოზირება:
თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში; სასურველია პრეპარატის დილით მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1 თვე;

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დასაშვებია გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ახდენს ზემოქმედებას.

გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა  ბლისტერზე. ორი ბლისტერი მუყაოს  კოლოფში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

შენახვა: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება