ნო-პეინი / No-Peini

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დექსამეტაზონი, თიამინი, პირიდოქსინი, ლიდოკაინი/ dexamethasone, thiamine, pyridoxine, lidocaine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნევროლოგიასა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების დროს გამოსაყენებელი საშუალება

შემადგენლობა:
„A” ამპულა შეიცავს: დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი, 4 მგ დექსამეტაზონის ექვივალენტი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 30 მგ.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი 1 მლ-მდე.
„ B” ამპულა შეიცავს: თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 100მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 100 მგ, ციანკობალამინი (ვიტამინი B12) 5 მგ (5000 მკგ).
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი 3 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვიტამინები B1,  B6 და B12 მონაწილეობენ ორგანიზმის ყველა უჯრედის მეტაბოლიზმში, თუმცა მათი ძირითადი აქტივობა გავლენას ახდენს ნერვულ უჯრედებზე, ამიტომ მათ უწოდეს ნეიროტროპული ვიტამინები.
თიამინი (ვიტამინი B1): თიამინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება სისხლში აქტიური სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით და დიდი დოზებით მიღებისას აბსორბცია ხდება პასიური დიფუზიის საშუალებით. აბსორბციის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 8-დან 15 მგ-მდე დღეში. თუმცა ეს შემცველობა შეიძლება იყოს გადაჭარბებული, როდესაც საკვებთან ერთად ხდება მისი დამატებითი მიღება. თიამინის ფუნქციურად აქტიურ ფორმას წარმოადგენს პიროფოსფატი, რომელიც ჩართულია კარბოჰიდრაზას მეტაბოლიზმში, როგორც დეჰიდროგენაზას კოფაქტორი (დეჰიდროგენაზას კეტომჟავის ჯაჭვი, კომპლექსი დეჰიდროგენაზა და ალფა-კეტოგლუტარატდეჰიდროგენაზა) და ტრანსკეტოლაზები.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6): პირიდოქსინი, პირიდოქსალი და პირიდოქსამინი ადვილად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მას შემდეგ, რაც ჰიდროლიზდება ფოსფორილირებულ პროდუქტებად. ცირკულირებადი  B6 თითქმის 60% მოდის პირიდოქსალის ფოსფატზე. პირიდოქსალი განიხილება როგორც პირველადი ფორმა, რომელიც გადის უჯრედის მემბრანაში.
ვიტამინი B6 ჩართულია შემდეგი ნეიროტრანსმიტერების სინთეზში: გამა-ბუთილირინებული მჟავა, დოფამინი, სეროტონინი, ისევე როგორც სფინგოლიპიდის სინთეზში, რომელიც ახდენს მიელინური გარსის ფორმირებას.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) სისხლში უერთდება შინაგან ფაქტორს (გლიკოპროტეინი მოლეკულური მასით 59,000 DA (დალტონი) კუჭის მჟავის და პანკრეასული პროტეინის არსებობისას. ვიტამინი B12 აბსორბციისას უკავშირდება პლაზმის ბეტაგლობულინს, რომელსაც ტრანსკობალამინ II ეწოდება, ქსოვილებთან ტრანსპორტის განსახორციელებლად.
ვიტამინ B12 მეტაბოლურად აქტიურ ფორმებს წარმოადგენენ მეთილკობალამინი და 5-
დეზოქსიდენოზილკობალამინი, რომლებიც აუცილებელია ზრდისა და უჯრედული რეპლიკაციისათვის.
ვიტამინ B1, B6  და B12 კომბინაციებს, მიმდინარე კლინიკური კვლევების თანახმად, აქვთ მნიშვნელოვანი ანალგეზიური ეფექტი.
დექსამეტაზონი მიეკუთვნება გლუკოკორტიკოიდებს. გააჩნია ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო, იმუნოსუპრესიული მოქმედება. ამცირებს ანთების კერაში  მაკროფაგებისა და ლიმფოციტების მიგრაციას, ხელს უშლის ანთების მედიატორების გამონთავისუფლებას ეოზინოფილებიდან, ამცირებს კაპილარების განვლადობას და ექსუდაციას,  თრგუნავს ციტოკინების (1 და 2 ინტერლეიკინების, γ-ინტერფერონის) გამონთავისუფლებას ლიმფოციტებიდან და მაკროფგებიდან, იწვევს ლიმფოიდური ქსოვილის ინვოლუციას. ხელს უშლის კომპლემენტის სისტემის აქტივაციას, თრგუნავს ჰიალურონიდაზას, კოლაგენაზას და პროტეაზების აქტივობას, აწესრიგებს ხრტილისა და ძვლის ქსოვილის უჯრედშორისი მატრიქსის ფუნქციას. აღადგენს კატექოლამინების მიმართ ადრენორეცეპტორების მგრძნობელობას. აჩქარებს ცილების კატაბოლიზმს, ამცირებს პერიფერიული ქსოვილების მიერ გლუკოზის უტილიზაციას და ღვიძლში ზრდის გლუკონეოგენეზს. ამცირებს შეწოვას და ზრდის კალციუმის გამოყოფას, ორგანიზმში აკავებს ნატრიუმის იონებსა და წყალს. კორტიკოსტეროიდები უპირატესად უკავშირდებიან სისხლის პლაზმის პროტეინებს, ძირითადად გლობულინებს, ნაკლებად ალბუმინებს.
პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 190 წთ. კორტიკოსტეროიდების უმრავლესობასთან შედარებით,  დექსამეტაზონის შეკავშირება პლაზმის პროტეინებთან უფრო დაბალია. კორტიკოსტეროიდები უმთავრესად მეტაბოლიზდებიან ღვიძლში და ნაკლებად თირკმლებში. ექსკრეტირდებიან შარდში. სინთეზური კორტიკოსტეროიდების დაბალი მეტაბოლიზმით და პლაზმის პროტეინების დაბალი კავშირით შეიძლება აიხსნას მათი მაღალი შესაძლებლობები ნატურალურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით.

ჩვენებები:
ნევროლოგია: ნევრიტი, ნევრალგია, პოლინევრიტი, ნეკნთაშუა ნევრალგია, იშიაზი, პროზოპლეგია, რადიკულონევრიტი, ცერვიკალური სინდრომი, მალთაშუა დისკის თიაქარი, მიალგია, დორსალგია (ზურგის ტკივილის სინდრომი), ტენდინიტის, მხრის სინდრომი.
ორთოპედია და ტრავმატოლოგია: ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი ტრავმები, უშუალოდ ინიშნება მწვავე ნევრიტის და რევმატიზმის, სახსრის და სახსარშიდა ინტენსიური მკურნალობის დაწყებისას, როდესაც საჭიროა ანთების და ტკივილის სწრაფი კუპირება.

მიღების წესი და დოზები:
შეურიეთ „A”  და „ B”  ამპულების შიგთავსები. შეიყვანეთ ღრმად კუნთებში. პრეპარატი ინიშნება: – 1 ინექცია დღეღამეში, ან დღეგამოშვებით, არა უმეტეს 3 ინექციისა კვირაში. მკურნალობის განმეორებითი კურსების ჩატარებისას, ინტერვალი მათ შორის უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 2 კვირას. ინექციას აკეთებენ კუნთებში ღრმად, ნელა. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შპრიცში ჯერ იღებენ „A” ხსნარს, შემდეგ– „B” ხსნარს. ხსნარის ტემპერატურა მიახლოებული უნდა იყოს სხეულის ტემპერატურასთან.

გვერდითი მოვლენები:
კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარება, უძილობა, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, ეიფორია, გამონაყარი, ღებინება და ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკი მგრძნობიარე პირებში.

უკუჩვენება:
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გავრცელებული სოკოვანი ინფექციები, ვირუსული ინფექციები (ჩუტყვავილა, სარტყლისებური ლიქენი), გლაუკომა, ტუბერკულოზი, ჰიპერტონია, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, მძიმე ფსიქოზი, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ოსტეოპოროზი და მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტების მიმართ. ციანკობალამინის მიღება არ შეიძლება მხედველობის ნერვის მემკვიდრული ატროფიისას, დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შეზღუდვა:
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
კორტიკოსტეროიდების პარალელურმა გამოყენებამ დიურეტიკებთან და/ან კარდიოტონურ გლიკოზიდებთან, ჰიპოგლიკემიურ აგენტებთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სამკურნალო საშუალებებთან, ორალურ ანტიკოაგულანტებთან და ცოცხალ ვაქცინებთან, შესაძლოა გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.  გლუკოკორტიკოიდები შესაძლოა აღმოჩნდეს ნაკლებად ეფექტური იმ პრეპარატებთან პარალელურად გამოყენებისას, რომლებიც ახდენენ ღვიძლის ენზიმების ინდუცირებას, როგორიცაა რიფამპიცინი, ეფედრინი, ბარბიტურატები, ფენიდონი და პრიმიდონი. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი იწვევს ლევოდოპის თერაპიულ ეფექტს.

დოზის გადაჭარბება:
მიუხედავად იმისა, რომ პირიდოქსინი განიხილებოდა როგორც არატოქსიური საშუალება, რომელსაც აქვს ხანგრძლივი მოქმედება (მაგ. ორი თვე და მეტი), დიდი დოზებით მიღებამ (კერძოდ ჩვეულებრივ 2 გრ და მეტი დღეში),  შეიძლება გამოიწვიოს სენსორული ნეიროპათია, ან ნეიროპათიული სინდრომები. პირიდოქსინის მიღების შეწყვეტის შემდეგ ნევროლოგიური დისფუნქცია მნიშვნელოვნად უმჯობესდება პაციენტების წარმატებული გამოჯანმრთელებისას.

გამოშვების ფორმა: წყვილი ამპულა: ამპულა „A” 1 მლ №3 და ამპულა „ B” 3 მლ №3

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ევრომედიკალი, საქართველო

გაფრთხილება