ონიქოსანი / ONIQOSANI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა:- სალიცილის მჟავა-7%,რეზორცინინი-3%. დამხმარე სუბსტანციები:- დიმექსიდი, სპირტი, ყინულოვანი ძმარმჟავა და სხვა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: – ონიქოსანის ხსნარი ადგილობრივად გამოსაყენებელი სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებაა.პრეპარატს გააჩნია ფუნგიციდური, ფუნგოსტატიური  და კერატოლიზური მოქმედება. პრეპარატი მოქმედებს სხვადასხვა სახეობის სოკოებზე, რომლებიც იწვევენ ფრჩხილის დაზიანებას (epidermophyton, trichopyton, microsporum.) აგრეთვე საფუარა სოკოზე (Candida). ადგილობრივი გამოყენებისას გააჩნია კარგი შეღწევადობა.

ჩვენება: – ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები (ონიქომიკოზი).

გამოყენების წესი და დოზირება:– ფრჩხილის უმნიშვნელო დაზიანების შემთხვევაში ფრჩხილი უნდა დაიქლიბოს კვირაში 1-2/ჯერ და ონიქოსანის 2-3 წვეთი დავაწვეთოთ მოქლიბულ ფრჩხილზე.მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა გაგრძელდეს ფრჩხილის სრულ გაჯანსაღებამდე (ფრჩხილის ირგვლივ უსმევთ ჰორმონალურ მალამოს 1-ჯერ დღეში ნაზი კანის დაზიანების პროფილაქტიკისათვის).
მთლიანი ფრჩხილის დაზიანების შემთხვევაში ხსნარს იყენებენ ონიქომალსანის მალამოთი ფრჩხილის მკურნალობის ჩატარების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციები: კანის სიმშრალე, ჰიპერემია და წვის შეგრძნება, რომლებიც იხსნება ფრჩხილის ირგვლივ ჰორმონალური მალამოს წასმით. გვერდითი მოვლენები ყოველთვის შექცევადია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

შენიშვნა: დაუშვებელია ხსნარის მოხვედრა თვალში ან ღია ჭრილობაზე.

ვარგისიანობის ვადა:– 2 წელი.

შენახვის პირობები:- ხსნარი ინახება სინათლისაგან  დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,არა უმეტეს 25C-ს ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 10მლ ხსნარი პოლიმერული მასალის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ვიტაფარმი, საქართველო

გაფრთხილება